ქვირითის ხელოვნური განაყოფიერება
ტექნიკურად თევზის ხელოვნური განაყოფიერების სამ მეთოდს ასხვავებენ; სველს, ნახევრად სველს და მშრალს, რომლებსაც თევზის სახეობის შესაბამისად, მისი გამრავლების სპეციფიკის მიხედვით იყენებენ, მაგალითად, ორაგულისებრთათვის ძირითადად იყენებელ მშრალ მეთოდს, რომელიც შემდეგ ნაირად ხორციელდება, ქვირითის მოთავსება ხდება მშრალ ჭურჭელში, მას ემატება უწყლო სპერმა და ხორციელდება მათი კარგი შერევა, შემდეგ ხდება წყლის დამატება 1–2 წუთში ქვირითის განაყოფიერება სრულდება და შესაძლებელია მისი საინკუბაციოდ მომზადება.
იმის მიუხედავად რომ ზუთხისებრთათვის სამივე მეთოდის გამოყენება შეიძლება, უკეთეს შედეგს ღებულობენ ნახევრად სველი მეთოდის გამოყენებისას, ამ შემთხვევაშიც ჯამში მოთასვსებულ უწყლო ქვირითს უმატებენ წყლით განზავებულ სპერმას. (10 მლ სპერმა განზავებული 200 მლ. წყალით ემატება 1კგ. ქვირითს) 3-5 წუთი ინტენსიური შერევის შემდეგ, ქვირითი განაყოფიერებულია, შეიძლება მისი გარეცხვა და გაუწებოვნება ინკუბაციისათვის.
მესამე სველ მეთოდი, შემდეგნაირად ხორციელდება, ჭურჭელში მოთავსებულ ქვირითს ემატება წყალი, შემდეგ სპერმა და ხდება შერევა, ეს ყველაზე ძველი მეთოდი, ამავე დროს წინა მორბედებთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია, ამიტომ მას დღეს–დღეობით ნაკლებად იყენებენ. განაყოფიერებული ქვირითის საინკუბაციო სამზადისი მოიცავს შემდეგ ოპერაციებს, პირველი გამდინარე წყლით გარეცხვა და ქვირითის გაუწებოვნება, ორივე შემთხვევაში წყლის ტემპერატურა უნდა იყოს იგივე, რაც განაყოფიერებისას. გაუწებოვნებისათვის შემდეგი სახის სუსპენზიებს იყენებენ: 10ლ. წყალს ემატება ტალკი ან ცარცი 150-200გრ-ის ოდენობით; სუფრის მარილი 15-20გრ. მდინარის ლამი 0,5ლ. რძის ფხვნილი 200-250გრ. რძე 2ლ. ტანინი და ა.შ. გაუწებოვნებას ახდენენ ჯამში, ხელით ან სპეციალურ აპარატებში ბარბოტაჟის მეშვეობით. ეს პროცესი 40-45 წუთს გრძელდება, ამ პერიოდში ხდება ხსნარის რამდენჯერმე შეცვლა. შემდგომში ქვირითს ათავსებენ საინკუბაციო აპარატებში. ინკუბაციის პერიოდში, პათოგენური ორგანიზმების ზემოქმედებიდან ქვირითის დასაცავად იტალიური კონცერნის „ORPC”- ს, პრეპარატ ,,OXSYODIOS”(DT 303) იყენებენ. ასევე, იყენებენ მეთილენის ლურჯს 50მგ/ლ; წყალბადის ზეჟანგს 1გრ/ლ; სუფრის მარილს 10-15 გრ/ლ-ზე და ა.შ. ასევე ახდენენ წყლის ოზონით ან ულტრა იისფერი სხივებით დამუშავებას. თანამედროვე პრეპარატების დოზირება და გამოყენების წესები.
ქვირითის ინკუბაცია
ნებისმიერი თევზის განაყოფიერებული ქვირითის განვითარება დამოკიდებულია წყლის ფიზიკო- ქიმიურ თვისებებზე, განსაკუთრებით, წყლის ტემპერატურაზე. ძლოვანი თევზების ემბრიონალური განვითარებისას ასხვავებენ შვიდ ეტაპს.
საჭირების შემთხვევაში, განაყოფიერებულ ქვირითისა და ემბრიონებზე, საჭირო სამუშაოებს, ახორციელებენ განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ისინი ნაკლებად მგრძნობიარეები არიან ფიზიკური თუ სხვა სახის ზემოქმედებების მიმართ. თითქმის ყველა სახეობის თევზისათვის ეს ეტაპები შემდეგია: ქვირითის დაყოფის, თვალის პიგმენტაციის დასრულება, მბრუნავი ემბრიონები. ამ ეტაპებზე ახდენენ ქვირითის დამუშავება დეზინფექციური საშუალებებით; მკვდარი და არასწორად განვითარებული ქვირითისა და ემბრიონების მოცილებას; ინკუბატორიდან ემბრიონების სხვა რეზერვუარში გადაყვანას და ა. შ. აქვე დავძენთ, რომ მკვდარი ქვირითი და განუვითარებელი ემბრიონები, გამოირჩევა თეთრი – მღვრიე შეფერილობით, მაშინ როცა განაყოფიერებული ქვირითი გამჭვირვალეა, მასში კარგად შეიმჩნევა, ჩანასახი.
აქვაკულტურის საინკუბაციო საამქრში გამოსაყენებელი სამკურნალო – პროფილაქტიკური ზოგიერთი პრეპარატები
*ინექცირება კეთდება სხვადასხვა სახის გორმონებით, მაგალითად ზუთხის ჰიპოფიზით ერთჯერადად. მდედრებზე 3მგ 1 კგ, მასაზე, მამრებზე 2მგ. ** ინკუბატორად გამიყენება „იუშენკოს“ ან „ოსოტრ’’-ის ტიპის ინკუბატორი.
ლარვების აცურებამდე დაყოვნება
აცურება ხდება 1-2 დღე/ღამეში 20-22 -ის პირობებში. ამ დროისათვის ჩასმის სიმჭიდროვეა 1500-2000 ცალი /მ3-ში. წყლის ხარჯი კი 0,25 ლ/ წმ-ში. ცოცხლად გადარჩენილების რაოდენობა 85 %. კობრის ნორმატივები გამოსადეგია, ბალახის მჭამელებისა და სხვა კობრისნაირებისათვის. ჩვეულებრივი ლოქოს შემთხვევაში მდედრებისა და მამრების თანაფარდობას იღებენ 1:2- თან. გამოიყენებენ, როგორც სინთეზურ ჰორმონალურ პრეპარატებს, ასევე კობრის გიპოფიზს, რომელსაც 3-4 მგ-ს იღებენ 1კგ. მწარმოებლის წონაზე. ამის შემდგომ მწარმოებლებს ათავსებენ აუზებში, სადაც წყლის ტემპერატურა 23-24°C -ია. ჩასმის სიმჭიდროვეს ზუთხების მსგავს ღებულობენ. მომწიფება 20-22 სთ-ში, ხდება. მომწიფებული მდედრების რიცხვი 70%-ია. სასქესო პროდუქტების მიღების გაიოლების მიზნით, თევზებს ზუთხების მსგავსად უკეთებენ ნარკოზს. განაყოფიერებას ახდენენ მშრალი მეთოდით. განაყოფიერებულ ქვირითს ვეისის აპარატში ათავსებენ. 2-3 დღე-ღამეში ( წყლის ტემპერატურიდან გამომდინარე) გამოჩეკილი ლარვები აცურებამდე აუზებში განთავსებულ ბადეეზე გადაყავთ.
ოთარ ობოლაძე, რევაზ ხითარიშვილი,
„თევზის მომშენებელ-ოპერატორი“