აგროსიახლეებიდარგებიმებაღეობა

ხერსონული ფერადი საზამთროები

უკვე წლებია უკრაინაში, ხერსონის ოლქში ფერმერები ექსპერიმეტნებს ატარებენ და თავიან ექსპერიმენტულ ბაღებში სხვადასხვა ფერის საზამთრო მოჰყავთ და ადგილზევე წარმატებით ყიდიან.

ირინა ევტუხის ოჯახს უკვე 25 წელია როგორც კომერციული, ისე სამეცნიერო მიზნებისთვის მოჰყავს საზამთრო.

ფერმერის მშობლები პროფესიონალი სელექციონერები არიან, ხოლო და-ძმას სელექციის და ექსპერიმენტების მიმართ სიყვარული მშობლებისგან მემკვიდრეობით გამოჰყვა.

ძმას ახალი ჯიშები გამოჰყავს, ირინა კი ექსპერიმენტულ ნაკვეთზე, სადაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფერის საზამთროს ეგზემპლარები იზრდება ცდის ახალ ჯიშებს.

ყვითელ, წითელ, შავ და ნარინჯისფერგულიანი საზამთროები 18 ჰექტარ ექსპერიმენტულ ფართობზეა გაშენებული, აქ სულ 40 ჯიშის საზამთრო იცდება.

„ყვითელი, თეთრი და შავი, ბევრი ჯიში იცდება. ძალინ მიყვარს ეს საქმე, მომწონს რომ ესენი ჩვეულებრივი საზამთროები არ არის“ _ ამბობს ირინე ევტუხი.

იმის მიუხედავად, რომ ფერადი საზამთროები ჩვეულებრივზე ორჯერ ძვირი ღირს, უკრაინელები პირდაპირ ექსპერიმენტული ნაკვეთიდან ხალისით ყიდულობენ ეგზოტიკური ხილს.

ფერმერს იმედი აქვს, რომ მალე უკრაინული ეგზოტიკა პოლონეთის სუპერმარკეტებში უცხოურ ეგზოტიკურ ხილს ჩაანაცვლებს.

საზამთროს გარდა ევტუხების ოჯახი ექპერიმეტს პამიდორზეც ატარებს.

EastFruit