ხიხვი _ ნაზი, სრული და ჰარმონიული
ხიხვი ადგილობრივი მცირედ გავრცელებული სტანდარტული ვაზის ჯიშია.
იძლევა მაღალხარისხოვან საფრის თეთრ ღვინოს, ხოლო ზოგიერთ მიკრორაიონში მაღალხარისხოვან სადესერტო ღვინოს.
ლიტერატურულ წყაროებში ხიხვის სინონიმები არ არის ცნობილი. თელავისა და ახმეტის რაიონებში ჯიში ატარებს “ჯანანურას” სახელოწოდებას, რომელიც მიღებული აქვს მას ახმეტის რაიონის სოფელ ჯანაანიდან, ხოლო გურჯაანისა და სიღნაღის რაიონებში – ხიხვის სახელწოდებას. მათი იგივეობა ჩვენ მიერ დადგენილია ვაზისუბნის საკოლექციო ნაკვეთზე, სოფ. რუისპირიდან (თელავი) და კარდანახიდან (გურჯაანი) ჩამოტანილი ვაზების შედარებით.
ევროპული სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია, გამჭვირვალე, აქვს სასიამოვნო ჯიშური არომატი, ნაზი, სრული და ჰარმონიული გემო. კახურად დაყენებული კი – მუქი ჩალისფერია, საკმაოდ სხეულიანი, სრული და ჰარმონიული.
კარდენახის რაიონში მოყვანილი ყურძნისაგან შეიქმნა სადესერტო ღვინო „ხიხვი“, რომელიც იყო მუქი ქარვისფერი, ჰარმონიული, ტოკაის ტიპის ღვინისათვის დამახასიათებელი ბუკეტით, 13% ალკოჰოლის, 5-7% საერთო მჟავიანობისა და 24% შაქრის შემცველობით.
ხიხვი ნაცრის მიმართ სუსტ გამძლეობას ავლენს, ხოლო ჭრაქის მიმართ _ საშუალოს. ზრდის საშუალო სიძლიერით ხასიათდება. სხვა კახურ ჯიშებთან შედარებით საადრეო სიმწიფისაა.
წყარო: gwa.ge