აგროსიახლეები

ხობის მუნიციპალიტეტში 2 კილომეტრი სიგრძის  სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სოფელ შუა ხორგას ტერიტორიაზე  ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან  2 კილომეტრამდე  სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
გაწმენდილ არხებში წყლის შეუფერხებლად გადინების შედეგად,  35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის და მიმდებარედ არსებული, დაახლოებით, 15 ჰექტარი საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.

 „საქართველოს მელიორაცია“ გაწმენდით სამუშაოებს მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ, 2012-2024 წლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია    12,395 ჰექტარი მიწის ფართობი.