აგროსიახლეები

ხობში 7 კილომეტრი სიგრძის  სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში,  ხობის მუნიციპალიტეტში გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.
სოფლებში – პატარა ფოთსა და ჭალადიდში,  ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან  ჭალადიდის დამშრობი მასივის  7 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი იწმინდება.

ატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას  გაზრდის. შედეგად,  უხვი ნალექის დროს,   730 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო  მიწის ფართობი და   მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთები დატბორვისგან  იქნება დაცული. 

საქართველოს მელიორაცია  სამუშაოებს   ნოემბერში დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ, 2012-2024 წლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია    12,395 ჰექტარი მიწის ფართობი.