კიტრის და სხვა კულტურების ჩითილის გამოყვანის ორიგინალური მეთოდი
აიღეთ გამჭვირვალე პოლიეთილენის ბოთლი (ბოთლი უნდა იყოს გამჭვირვალე, არც ცისფერი და არც მომწვანო) გაჭერით შუაზე, სიგრძეზე თანაბრად, გაჭრილი ბოთლის ნახევარში რვა-10 ფენად ჩააფინეთ თეთრი ხელსახოცი, ან ტუალეტის ქაღალდი, კარგადა დაასველეთ, ცოტა ხნის შემდეგ ბოთლი ამოაბრუნეთ, ზედმეტი წყალი გადაღვარეთ.
ბოთლში ჩაფენილ, კარგად დამბალ ქაღალდზე ზემოდან მჭიდროდ დაალაგეთ თესლი, ისე თითქოს თესავთ, დანის წვერით ან კოვზით ოდნავ შეგიძლიათ დააწვეთ ისე, რომ დამბალ ქაღალდში ჩაეფლოს. ზემოდან ბოთლს ჩამოაცვით პოლიეთილენის ასევე გამჭვირვალე პარკი და ბოლოები შეუკარით, ისე რომ თავისებურ მცირე სათბური გამოვიდეს.
თესლი ასეთ მდგომარეობაში შეიძლებ ორი სამი კვირა, ან მეტი ხანი, რამდენიც გსურთ, გააჩეროთ, მცენარე მხოლოდ ორ ფოთოლს გამოიტანს, ფესვები ზრდას განაგრძობს და კარგად გაძლიერდება.
მორწყვა საჭირო არ არის, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე, რადგან კონდენსატი, რომელიც პოლიეთილენის ფირზე დაგროვდება, მუდმივად უკანვე ჩაბრუნდება. როცა საჭიროდ ჩათვლით, ჩითილი შეგიძლიათ სათბურში ან ღია გრუნტში გადაიტანეთ.
ამგვარად გამოყვანილი და გრუნტში გადატანილი მცენარე, სხვა ტრადიციული მეთოდით გამოყვანილ მცენარეებზე უკეთ და სწრაფად გაიზრდება, რადგან მას ფესვთა სისტემა უკეთესად აქვს განვითარებული…
აქვე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოფილმიც: