კივის დაფესვიანება-დაკალმებით გამრავლება და სხვა საინტერესო წვრილმანი
კივის სქესი შეგიძლიათ ყვავილებით ამოიცნოთ _ მდედრობით ყვავილს აქვჩანაწერის ნახვას დიდი თეთრი გული და ცოტა ყვითელი მტვრიანები, მამრობითს კი მხოლოდ მტვრიანები.
მამრობითი მცენარე უფრო დიდი იზრდება ვიდრე_ მდედრობითი. ყვავილობს მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმაღლეში 2-2,5 მეტრს მიაღწევს, ამიტომ შესაძლოა რამდენიმე წელიწადს მოგიწიოთ ლოდინი გაარკვიოთ, რა სქესის მცენარეები გაქვთ დარგული, ამიტომ სჯობს უკვე დაყვავილებული ნერგი შეიძინოთ, რომ სანერვიულო არ გქონდეთ.
განაყოფირება _ დამტვერიანება ძირითადად მწერების, ფუტკრების მეშვეობით ხდება.
თუ ხელოვნურად გსურთ დამტვერიანება, მაშინ უნდა მოწყვიტოთ მამრობითი ყვავილი და მიიტანეთ მდედრობით ყვავილთან რამოდენიმე წამით. 1 მამრობითი ყვავილის მტვერი 10 მდედრობით ყვავილს ყოფნის დასამტვერიანებლად .
ყვავილობს მე-3 წელს, პირველ ნაყოფს 3-4 წელის შემდეგ იძლევა.
ნერგი 3 წლის ასაკამდე მზის სხივების ქვეშ დიდი ხნით ყოფნას უნდა მოარიდოთ.
კივის გასხვლაზე და ფორმირებაზე საუბარი მქონდა წინამდებარე სტატიაში, ახლა, დამატებით მინდა ავღნიშნო, მამრობითი კივი შეგიძლიათ არ გასხლათ, არ მისცეთ ფორმა. შეაჭერით მხოლოდ ზედმეტი ტოტები რათა ძალიან დიდი არ გაიზარდოს!
ნერგის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ფესვებს, რომელიც მოთავსებული უნდა იყოს ან კონტეინერში, შეფუთული ან მიწაში, რომ არ გამოშრეს, სინათლემ, ჰაერმა და სიცხემ არ დააზიანოს.
ნერგი არ უნდა იყოს 3 წელზე მეტი ასაკის.
თესლიდან აღმოცენებული კივის ნერგი უფრო გამძლეა, თუმცა არ ინარჩუნებს ჯიშის გაუმჯობესებლ მახასიათებლებს, მაგრამ აქვს ორივე სახის კვირტი, მდედრობითიც და მამრობითიც.
დაკალმებით გამოყვანილი ნერგი იმავე სქესისაა, საიდანაც კალამს აიღებთ.
მცენარის ზოგიერთი ჯიშის გამრავლება გადაწინდვითაც შეიძლება.
მებააღეებში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს მცენარის გამრავლების დროსთან დაკავშირებით. არსებობს რამდენიმე ვარიანტი:
- ადრე გაზაფხულზე-თებერვალის ბოლოს, ვიდრე წვენი დაიწყებს მოძრაობას;
- ივნისში _ ყვავილობის შემდეგ;
- ზამთრის დასაწყისში, ყინვების დაწყებამდე 2 კვირით ადრე.
დაკალმება არსებობს 2 სახის:
ა) მწვანე ტოტებით. ივნისის თვეში ჭრიან ყლორტის ზედა ნაწილს 2-4 კვირტით, დაახლოებით 10-15 სმ. და არანაკლებ ფანქრის სიმსხო, კალამს ქვედა გადანაჭერი უნდა იყოს 45°, ზედა სწორი. მოჭრილ ტოტებს სასწრაფოდ აწყობენ წყალში, ლანცეტით აცლიან ქვედა ფოთლებს (ნახევარ ყუნწებს ტოვებენ) და ზედა 1-2 ფოთოლს ნახევარზე აჭრიან. დებენ ორმოში, რომელიც ნაწილობრივ ჩრდილში უნდა იყოს, დახრილად, რომელშიაც ქვევიდან დრენაჟია, შემდეგ ნეშომპალა და მერე ქვიშა 5 სმ-ზე. მიწის ზევით უტოვებენ 2 კვირტს. აფარებენ პოლიეთილენის ფირს ისე, რომ კალმების ზევით მდებარეობდეს 15-20 სმ-ზე და არ ეხებოდეს მათ. რწყავენ კვირაში 2-ჯერ დასხურებით და თუ ცხელი ამინდებია _ დილა-საღამოს.
1 თვის შემდეგ იწყებენ განიავებას და აგვისტოში ღამე ტოვებენ ახდილს. ნიადაგი იყოს ნოტიო და ტოტებს დროდადრო მიასხურეთ მცირეოდენი წყლის წვეთები. ზამთარში ზემოდან უნდა დაეფაროს ფოთლები, გაზაფხულზე გადაირგოს ღია გრუნტში.
ბ) გახევებული ტოტებით, რომელსაც ჭრიან გვიან გაზაფხულზე სხვლის პერიოდში. ტოტის სიგრძე უნდა იყოს 20 სმ. ტოტებს ჯგუფურად, ვერტიკალურად, დებენ ქვიშაში გაზაფხულამდე, შემდეგ გადააქვთ სათბურში და 1 წლის შემდეგ მუდმივ ადგილას. ამ მეთოდს ნაკლები შედეგი აქვს, ვიდრე წინას.
კივზე დადებითად მოქმედებს მის ძირში დარგული შავი მოცხარი. კივი მეგობრობს თხილთან, ასტრასთან, გულყვითელასთან, ჰერბერასთან, პეტუნიასთან. მისთვის მავნებელია ხეხილის დიდი ხეები, განსაკუთრებით ვაშლი.
კივის ემტერებიან კატები, რომლებიც ეტანებიან მას ძირებზე კატაბალახას ექსტრაქტს, ამიტომ ხშირად მათი ძირების დაცვა ფოლადის ბადით ხდება ხოლმე საჭირო.
კივი არ დარგოთ ჭაობიან ადგილზე ან წყალთან ახლოს, რადგან დაეწყება ნაყოფის ლპობა.
მცენარეს უყვარს სინათლე და მზე, მაგრამ დილის ან საღამოს მზის სხივები-მხოლდ ზედა ნაწილს უნდა ხვდებოდეს, რადგან ფესვები არ გამოუშრეს.
ცხელ ამინდში კივი კვირაში 1-2-ჯერ უნდა მოირწყას _ ერთ მცენარს 10-20 ლიტრი წყალი სჭირდება. კარგ შედეგს იძლევა ძირებზე მულჩის მოწყობაც.
შემოდგომაზე უნდა განოყიერდეს ნეშოპალით, დამწვარი ნაკელით 1 სათლი 1მ/კვ-ზე. ძირებში ნიადაგის დამუშავება ღრმად არ შეიძლება, რათა ფესვები არ დაუზიანდეს.
კივის ფოთლებმა შეიძლება ნაწილობრივ შეიცვალოს ფერი წითლიდან ვერცხლისფერამდე, მაგრამ, ეს საშიში არ არის.