კუროსთან და ფურთან უსაფრთხოდ მუშაობის წესები
მეძროხეობის ფერმაში განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს კურომწარმოებლი მოვლის სამუშაოების შესრულება. კუროს მომვლელად არ შეიძლება დაინიშნოს 18 წელზე ახალგაზრდა, ხოლო სხვა სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფის ცხოველების — ფურის, უშობელის, დეკეულის და სხვადასხვა ასაკის მოზარდის მოვლა-შენახვის სამუშაოებზე არ დაიშვება 16 წლამდე ასაკის მოზარდი.
ძროხეულთან მუშაობისას საწარმოო პროცესების თავისებურება განსაზღვრავს ადამიანისა და ცხოველის ურთიერთდამოკიდებულებას. ცხოველის მომვლელი პერსონალი უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი კარგად ფლობდეს ფერმაში მიმდინარე საწარმოო პროცესებს და მოვალეობებს.
ძროხეულთან მომსახურე პერსონალმა უნდა იცოდეს, რომელ ცხოველებთანაც მუშაობს თვითოეულის სახელი, სქესი, ასაკი და ტემპერამენტი. მეტად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა იმ ცხოველის მიმართ, რომლებიც განსხვავდებიან სხვა ცხოველებისაგან განსაკუთრებული ნიშანთვისებით. აღნიშნულთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში მიზანშეწონილია გამოყენებული იყოს შესაბამისი ფიქსაციის მეთოდები. მიზანშეწონილია ბაგის გარეთა მხრიდან, სადაც მოთავსებულია აგრესიული და მოუსვენარი ცხოველი გაიკრას წარწერა, რომელიც გააფრთხილებს მომვლელ პერსონალს სიფრთხილის დაცვის თაობაზე. აგრესიულ ძროხასთან მუშაობისას დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების შემდეგი წესები:
ვეტერინარის ნებართვით რქები უნდა ჰქონდეს მოჭრილი;
დაბმულ მდგომარეობაში უნდა მოხდეს მისი სადგომის/ტანის დასუფთავება;
საბმურიდან აშვებისას საჭიროა დიდი სიფრთხილის გამოჩენა, რომ არ მოხდეს მომვლელის ტრავმირება;
-ძროხა, რომელიც იქნევს და არტყამს უკანა ფეხებს მიზანშეწონილია წველის წინ უკანა კიდურების შეკვრა. ძროხეულთან მომუშავე მომსახურე პერსონალი სამუშაო პროცესების თავისებურებობიდან გამომდინარე მოითხოვს განსაკუთრებულ მიდგომას, როცა იმყოფებიან ერთიან სივრცეში ადამიანი — ცხოველი — მანქანა.
უსაფრთხოების ზომების დაცვისას გასათვალისწინებელია ძროხეულის სახეობა. მნიშვნელოვანია, რომ ძროხეულის მომსახურეობისას გამორიცხული იყოს მომვლელი პერსონალის მხრიდან, უხეში მოპყრობა, (ყვირილი, ცემა) რომელიც ცხოველებში დაცვითი რეაქციის გამოვლენას იწვევს.
განსაკუთრებულ ყურადღებას და უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვენ ბუღა მწარმოებლები (კუროები). კუროს მოციონისათვის, სეირანის ლითონის ღობის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მ.
ბუღასთან მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით 6-8 თვის ასაკის ბუღას აუცილებელია ცხვირის ზგიდეში გაყრილი ჰქონდეს ლითონის რგოლი. რაც მას ადვილად მორჩილებადს ხდის.
სასეირნოდ ბუღის გამოყვანა ნებადართულია არანაკლებ 2 მ. სიგრძის ჯოხი-სატარით (ბიგით), რომელიც ცხვირის რგოლზეა დამაგრებული.
ბუღებთან ერთად სასეირნოდ ფურების გამოყვანა დაუშვებელია!
აგრესიული ზნის ბუღებს რქებზე ხის ფირფიტებს ამაგრებენ, ხოლო თვალებზე აცმევენ ტყავის თვალსაფარს, რომელიც ზღუდავს მხედველობის არეს. ასეთი ბუღების სასეირნოდ გამოყვანა მიზანშეწონილია განახორციელოს ორმა მომვლელმა.
ბუღების საზაფხულო საძოვარზე ყოლა საერთო ნახირში აკრძალულია!
.
მეცხოველეობის სადგომებში დამონტაჟებული დანადგარების მომსახურება უნდა ჩატარდეს თითოეული სამუშაო პროცესისთვის მისადაგებულ უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქციების დაცვით. იგივე მოთხოვნები ვრცელდება სეირანებისა და საძოვრების, მათ შორის ელექტროშემოღობვების მიმართაც. განსაკუთრებული სიფხიზლის ზომების დაცვას მოითხოვს საძოვარზე ძროხეულის გადადენის პროცესი. საძოვარზე გადარეკვამდე მიზანშეწონილია შემოწმდეს საძოვარი, გასუფთავებულ იქნას უცხო საგნებისგან, ორმოების არსებობის შემთხვევაში ძროხას, რომ არ ჩაუვარდეს და მოიტეხოს ფეხი ამოვსებულ იქნას.
დაწყურვების უზრუნველყოფა უნდა იყოს მოხერხებული, ზემოჩამოთვლილის გარდა, მომვლელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საძოვარზე შხამიანი მცენარეები არ არის.
„მეცხოველეობა“