აგროსიახლეები

ლაკბეს წყალსაცავზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, საქართველოს მელიორაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ლაკბეს წყალსაცავზე 3,6 მლნ ლარის ღირებულების  სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. 
დღეს წყალსაცავზე მიმდინარე სამუშაოებს გარეგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  გელა სამხარაულთ გაეცნენ.

_ „საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ მასშტაბურ სამუშაოებს.

წყალსაცავი 1111111111111111111 

ლაკბეს წყალსაცავზე მიმდინარე პროექტი წყალსაცავის უსაფრთხო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს; ამავდროულად, პროექტის ფარგლებში, წყალსაცავის მოცულობა დაახლოებით 600 ათასი კუბით გაიზარდა, რაც, განსაკუთრებით გვალვიან პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია წყალსაცავზე მიბმული მიწის ფართობების წყლით უზრუნველყოფისთვის.  აღსანიშნავია, რომ ჩვენ მოვიზიდეთ უპრეცედენტო ოდენობის ინვესტიციები, დაახლოებით 300 მილიონ დოლარზე მეტი, 4 სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტისგან. აღნიშნული ინვესტიცია მოემსახურება ქვეყნაში ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განხორციელებას.

მომავალ წელს სამუშაოები გაფართოვდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერისთვის, როგორც მათი პროდუქტიულობის, ასევე, მოსავლის ხარისხის ზრდის კუთხით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გელა სამხარაულმა კახეთის რეგიონში სამელიორაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წელს, მიმდინარე ეტაპზე, დაახლოებით 37 მილიონი ლარის 14 პროექტი ხორციელდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ბოლო პერიოდში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების გათვალისწინებით, წყლით უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი პროდუქტის მოყვანა.

ლაკბეს წყალსაცავზე ჩატარებული სამუშაოები მის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რაც ქვემო სამგორის  სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალურ არხში წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს; შედეგად, 2755  ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი, რაც მოსავლიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო და  მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.