აგროსიახლეები

ლენტეხ, ცანა 3-ის ტერიტორიაზე დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობის მე-2 ეტაპი  დასრულდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში სარკოფაგის კონსერვაციის სამუშაოები დაათვალიერეს, რაც მოიცავს ცანა 3-ის ტერიტორიიდან  50 500 მ³ მოცულობის სარკოფაგში დარიშხანის შემცველი ნარჩენების განთავსებას.
2026 წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტი სრულად გასუფთავდება ცანა 1 და ცანა 2-ის ტერიტორიაზე არსებული  დარიშხანის შემცველი ნარჩენებისგან.

„აღნიშნული პროექტით გადაწყდება რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე, ეკონომიკურ აქტივობას“, -აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სარკოფაგის მოწყობის მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი.