ლიმონის ეთეროვანი ზეთი, ლიმონის ეთეროვანი ზეთის ბაზრის მიმოხილვა
ლიმონის ეთერზეთების ბაზრის მოცულობა 2024 წელს 1,59 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
ლიმონის ეთერზეთების ინდუსტრიის გაზრდა 2034 წლისათვის 2,75 მილიარდ დოლარამდეა ნავარაუდევი.
ბაზრის საპროგნოზო პერიოდში (2025 – 2034 წწ.) ლიმონის ეთერზეთების წარმოების ზრდის ტემპი 6% იქნება.
ლიმონის ეთერზეთების ბაზრის ძირითადი ტენდენციები
მოსალოდნელია, რომ ლიმონის ეთერზეთების ბაზარი გაძლიერდება პირადი მოვლისა და კოსმეტიკის სექტორების მოთხოვნის ზრდის ხარჯზე, ლიმონის ეთერზეთების სამკურნალო სარგებლობის უფრო ღრმა გაგებითა და არომათერაპიისკენ გაზრდილი მიდრეკილებით.
ლიმონის ეთერზეთების ბაზრის პერსპექტივიდან გამომდინარე, არსებობს ზრდის შესაძლებლობები, რომლებზედაც შეიძლება გავწიოთ რისკი, როგორიცაა საკვებისა და სასმელების სექტორში ახალი გამოყენების სფეროების გამოვლენა-დანერგვა, გავრცელების ახალი რეგიონების მონიშვნა და ეკოლოგიურად სუფთა საწარმოო პროცესების ჩართვა, თავისუფალი წარმოების პროცესების ჩათვლით.
ლიმონის ეთერზეთების ბაზრის მოპოვების მეთოდების ანალიზი
ლიმონის ეთერზეთების ბაზარი დაყოფილია მოპოვების მეთოდების მიხედვით. არსებობს ცივი გამოწნეხვის მეთოდით მიღებული ეთეროვანი ზეთები, ორთქლით დისტილაციის მეთოდითა და გამხსნელის ექსტრაქციით მიღებული ეთეროვანი ზეთები. ამ მეთოდებს შორის ცივი დაწნეხვის მეთოდს უჭირავს დომინანტური წილი ლიმონის ეთერზეთების ბაზრის შემოსავალებში, მისი უნარის გამო, შეინარჩუნოს ლიმონის ეთერ-ზეთის დელიკატური არომატი და გემო. ორთქლით გამოხდის მეთოდი არის კიდევ ერთი ფართოდ გამოყენებული მეთოდი ლიმონის ეთერზეთების ბაზრის სეგმენტაციაში.
ორთქლის დისტილაციის მეთოდის გამოყენებისას იზრდება ეთეროვანი ზეთის გამოსავალი ცივი გამოწნეხვის მეთოდთან შედარებით, თუმცა ამ დროს მიიღება ოდნავ ნაკლებად არომატული ზეთი. გამხსნელებით ექსტრაქცია უფრო ნაკლებად გამოიყენება ციტრუსოვანთა, და მათ შორის ლიმონის ეთეროვანი ზეთის მისაღებად.
ლიმონის ეთეროვანი ზეთის რეგიონული ანალიზი
ლიმონის ეთერზეთების ბაზარი სეგმენტირებულია რეგიონების მიხედვით – ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის, სამხრეთ ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებად. ამ რეგიონებს შორის, ჩრდილოეთ ამერიკა ბაზრის უდიდეს წილს იკავებს, ლიმონის ეთერზეთზე მზარდი მოთხოვნის გამო კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში. ევროპა ლიმონის ეთერზეთების სიდიდით მეორე ბაზარია, შემდეგ მოდის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი.
აზია-წყნარი ოკეანისა და ავსტრალიის რეგიონში საპროგნოზო პერიოდში მოსალოდნელია ლიმონის ეთეროვან ზეთზე მოთხოვნის ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი, კოსმეტიკური და პირადი მოვლის ინდუსტრიაში ამ ეთერზეთზე მზარდი მოთხოვნლების გამო.
ლიმონის წარმოების პერსპექტივები საქართველოში
ცნობილია, რომ მსოფლიოს მეციტრუსეობის ქვეყნებში მნიშვნელოვნად დაზიანდა ლიმონის ნარგავები, დაავადება მალსეკოს გავრცელების გამო. ქართველმა მეცნიერემა გამოიყვანეს ლიმონის ჯიში „დიოსაკურია“, რომელიც წარმოადგენს ლიმონის მალსეკო- და ყინვაგამძლე ჯიშს. გამოყვანილია ქართული ლიმონისა და ტრიფოლიატის შეჯვარებით საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის გენეტიკისა და სელექციის კათედრაზე (პროფ. ფ.მამფორია). „დიოსკურია” ფოთლებისა და ნაყოფის აგებულებით ჰგავს ქართულ ლიმონს. საშუალო სიდიდის ხეებია, მსხმოიარობს მე-4–მე-5 წელს, ნაყოფი საშუალო ზომისაა, თხელკანიანი. მჟავიანობა 4%-მდეა. საქართველოში „დიოსკურიის” პლანტაციები გაშენებული იყო 300 ჰა-ზე.
სწორედ ლიმონის ამ ჯიშით უნდა მოხდეს ლიმონის ნარგავების გაშენება საქართველოში.
ლიმონის არასტანდარტული ნაყოფები, ისევე როგორც მეორე ყვავილობის ნაყოფები შეიძლება გამოყენებულ იქნას სამრეწველო გადამუშავებისათვის.
1 ტონა ლიმონის ნაყოფების გადამუშავებისას მოსალოდნელი შემოსავლები ნაჩვენებია ცხრილში.
შემოსავლები 1 ტონა ლიმონის არასტანდარტული ნაყოფების გადამუშავებისას
ტექნოლო-გია |
პროდუქციის დასახელება | ჯამი,
$აშშ |
|||||
ლიმონენი | ჰიდროლატი | მყარი ნარჩენი | |||||
რაოდე-ნობა,
კგ |
ღირე-ბულება*
$ აშშ |
რაოდე-ნობა, კგ | ღირე-ბულე-ბა*
$ აშშ |
რაოდე-ნობა, კგ, | ღირე-ბულება
$ აშშ |
||
ახალი ტექნოლო-გიით | 2,0 | 60,0
(2×30) |
100,0 | 6000
(100×60) |
1000,0 | 1000,0 | 7060/ტ |
გეგა ბაღათურია,
მარიამ ლოლაძე,
ნუგზარ ბაღათურია,
სტუ-ს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი