მაისიდან დღემდე, საქართველოდან 11.1 მლნ აშშ დოლარის ატამი და 17.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მოცვია ექსპორტირებული
2023 წლის 1 მაისიდან დღემდე, საქართველოდან 10.3 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტირებული ატმის ღირებულებამ 11.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (9 266 ტონა), სომხეთი (970 ტონა), ბელორუსში (20 ტონა) და უკრაინაში (18 ტონა).
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 439 ტონით (4%), ხოლო ღირებულება – 143 ათასი აშშ დოლარით (1%) გაიზარდა.
2023 წლის 1 მაისიდან დღემდე, საქართველოდან 2 884 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 17.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1 678 ტონით (2.4-ჯერ), ხოლო ღირებულება – 10.0 მლნ აშშ დოლარით (2.4-ჯერ) გაიზარდა.
ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (2 730.9 ტონა), არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (39.7 ტონა), პოლონეთში (37.0 ტონა), ნიდერლანდებში (24.5 ტონა), სომხეთში (20.9 ტონა), გერმანიაში (11.1 ტონა), კატარში (5.7 ტონა), ქუვეითში (4.3 ტონა), საუდის არაბეთში (3.9 ტონა), ბაჰრეინში (2.7 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (3.0 ტონა).