აგროსიახლეები

მაისში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 86 ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მაისში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 86 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
დარღვევებიდან 49 ფაქტი ხე-ტყის უკანონო ჭრასა და მისი ტრანსპორტირებას უკავშირდება. შედეგად, ამოღებულია დაახლოებით 209 კუბური მეტრი სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

უკანონო საქმიანობის გეოგრაფია შემდეგნაირად ნაწილდება:

  • 1 ფაქტი – იმერეთი;

  • 15 ფაქტი – სამცხე-ჯავახეთი;

  • 9 ფაქტი – გურია;

  • 8 ფაქტი – ქვემო ქართლი;

  • 1 ფაქტი – სამეგრელო-ზემო სვანეთი;

  • 2 ფაქტი – კახეთი;

  • 1 ფაქტი – მცხეთა-მთიანეთი;

  • 12 ფაქტი – რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ამოღებული ხე-ტყის მოცულობამ 485 კუბურ მეტრს მიაღწია.

გარდა ამისა, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 37 შემთხვევა გამოავლინეს, აქედან 36 ბახმაროში და 1 თელავში დაფიქსირდა.

სააგენტოს ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან ბრძოლაში დიდ როლს ასრულებს მთელ ტერიტორიაზე განთავსებული ფოტოხაფანგები, რომლებიც სატყეო პატრულირებასთან ერთად, სამართალდარღვევების ოპერატიულ გამოვლენას უწყობს ხელს.