რეგიონები

მანავის მწვანე – აგროკლიმატური მონაცემები

 „მანავის მწვანე“ _ ღვინომასალა მიიღება კახური მწვანეს ყურძნის ჯიშისაგან. თვით სოფელი მანავი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გარე კახეთში, ანუ ივრის ზეგანზე. გარდა მანავისა, აქ არის სოფლები: თოხლიაური, ბურდიანი, გიორგიწმინდა, ანთოკი, მარიამჯვარი, დიდი და პატარა ჩაილური, კაკაბეთი, ვერხვიანი.

ივრის ზეგნის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ინდივიდუალობას განსაზღვრავს მისი შემაღლებულ-ვაკისებური, დატალღული, სუსტად დანაწევრებული რელიეფი და კონტინენტური მშრალი კლიჩანაწერის ნახვამატი, მათგან გამომდინარე ჰიდროლოგიური, ნიადაგურ-გეოგრაფიული და გეობოტანიკური შედეგებით.

ზაფხულობით შემხუთველი სიცხე, დამშრალი ნაკადულები და წყაროები. მიუხედავად ნაყოფიერი მიწებისა, აქ მოსახლეობა ცოტაა. ივრის ზეგნის ლანდშაფტი იცვლება ნახევარუდაბნოებიდან სტეპებამდე და ტყესტეპებამდე. ნიადაგური საფარი მრავალფეროვანია _ წარმოდგენილია წაბლა და შავმიწა სტეპური ნიადაგები, გარდამავალი ტყესტეპური და მლაშობ-ბიცობებიც (მარუაშვილი, 1964).

აღნიშნული რეგიონის მევენახეობის მიკროზონაში ჩატარებული გამოკვლევებით (გოგიტიძე და სხვ. 2005-2006, 108-114 გვ.), ყავისფერი ნიადაგები გავრცელებულია სოფლების: ჩაილურის, კაკაბეთის და ვერხვიანის ტერიტორიებზე. მდელოს ყავისფერი ნიადაგები _ სოფელ მანავში და ალუვიური ნიადაგები კი _ მანავის, თოხლიაურის, ჩაილურის, საგარეჯო-გიორგიწმინდის ტერიტორიის ჩრდილო ნაწილში.

ივრის ზეგანზე მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2100-2400 საათს შეადგენს. ჯამური რადიაცია საკმაოდ მაღალია და წლიური სიდიდე 120-130 კკალ/სმ2-ია. რადიაციული ბალანსი კი წლიურად 50-52 კკალ/სმ2-ს შეადგენს.

საშუალო წლიური ტემპერატურა მერყეობს 11-120C -ს შორის. უცივესი თვის (იანვარი) საშუალო ტემპერატურა -0,10C -ია, უთბილესი თვის (ივლისი) _ +220C. საშუალო დღეღამური ტემპერატურის ამპლიტუდა ყველაზე მაღალია აგვისტოში 11,60C; შემოდგომაზე ამპლიტუდა უფრო მაღალია, ვიდრე გაზაფხულზე. ეს ანგარიშგასაწევი ფაქტორია ყურძნის მომწიფებისა და მისი მაღალი ხარისხის მისაღწევად.

ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურის 100C -ზე ზევით გადასვლა საშუალოდ აღინიშნება 16.IV-ს, ხოლო შემოდგომაზე დადგომა 27.X-ს, ე.ი. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 193 დღეს შეადგენს. ამ პერიოდში დაგროვილი აქტიურ ტემპერატურათა საშუალო ჯამი 34200C -ია. რეგიონი გამოირჩევა ზაფხულის მაღალი ტემპერატურებით. ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო.

აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა 380C -ს აღწევს, წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 330C -ია. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა _240C -მდე ეცემა, წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო -120C -ია.

ივრის ზეგანზე, საგარეჯოს მონაცემებით, ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 865 მმ-ია, აქედან წლის ცივ პერიოდში მოდის 260 მმ, ხოლო თბილ პერიოდში _ 605 მმ. ყველაზე ნალექიანია მაისი (133 მმ); მინიმალური აღინიშნება დეკემბერ-იანვარში (37 მმ).

ნალექები თოვლის სახით იშვიათია. თოვლის საბურველის წარმოქმნის საშუალო თარიღია 10.XII, ხოლო გაქრობის _ 19.III. თოვლის საშუალო სიმაღლე 5 სმ-ს არ აღემატება, მაქსიმალური კი _ 20 სმ-ს.

თბილი პერიოდისთვის დამახასიათებელია სეტყვა. იგი წელიწადში 1-3-ჯერ მოდის, უფრო ხშირად მაისში. შეფარდებითი სინოტივის წლიური მნიშვნელობა 69%-ია. ისეთი დღეები, როცა შეფარდებითი სინოტივე დაკვირვების ნებისმიერ ვადაზე ≤ 30%, რეგიონში 20-მდეა (ჯავახიშვილი 1977).

ივრის ზეგანზე წლის განმავლობაში გაბატონებულია ჩრდილო-დასავლეთის და დასავლეთის ქარები; თბილ პერიოდში მატულობს სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ქარების სიხშირე. ზაფხულში და შემოდგომაზე ქარებს სამხრეთიდან (აზერბაიჯანი) შემოაქვს დამატებითი სითბო, რაც კიდევ უფრო ამაღლებს სითბურ რეჟიმს. ეს ფაქტი ყურადსაღებია ამ რეგიონის მევენახეობისათვის. მაღალხარისხოვანი პროდუქცია (შაქრიანობა 22-23%) მიიღება იმ წლებში, როცა აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 35000C-ს აღემატება;

მიკროზონაში კი ასეთი წლების რაოდენობა 50%-მდეა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნები:

1). საგარეჯოსა და მის მეზობლად მდებარე სოფლების ტერიტორიის სპეციფიკურ კლიმატურ პირობებს განაპირობებს რადიაციული ბალანსის აქაური მაღალი მაჩვენებლები, რითაც გამოწვეულია თავისებური თერმიული რაჟიმი; ზაფხული და შემოდგომა ძლიერ თბილია.

2). ყურადღებას იმსახურებს აქაური ქარების რეჟიმი; ზაფხულში და შემოდგომაზე სამხრეთის ქარებით აღინიშნება აჯერბაიჯანის ტერიტორიიდან დამატებითი სითბოს შემოდინება, რომელსაც კედლად ეღობება და აკავებს ჩრდილოეთიდან გომბორის ქედის მთიანი სისტემა, რაც კიდევ უფრო ამაღლებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების სითბურ რეჟიმს.

3). განსაკუთრებულ პირობებშია სოფლები _ მანავი და თოხლიაური, რომლებიც გომბორის ქედის განშტოებებით დამატებით დაცულია აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდანაც, რაც განაპირობებს აღნიშნული სოფლების სპეციფიკურ კლიმატურ რეჟიმს. აღნიშნულ სპეციფიკურობაში შესაძლებელია დავინახოთ კახური მწვანეს მაღალი მოსავლეოანობა და თვით მიღებული ღვინის განსაკუთრებული სპეციფიკურობა.

4). მანავისა და თოხლიაურის ტერიტორიაზე ღვინის სპეციფიკურობა აიხსნება, აგრეთვე, აქაური ნიადაგების ტიპით _ ალუვიური ნიადაგებითაც.

5). ჩატარებული კვლევის ანალიზი საფუძველს გვაძლევს პერსპექტიულად ჩაითვალოს მანავის მიკრორაიონის ვენახების ფართობის ზრდა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით თოხლიაურიდან ხაშმამდე, ზღვის დონიდან 500 მ-დან 750 მ-მდე სიმაღლის ზონაში.

გივი გაგუა,
საქართველოს აგროკლიმატური რესურსები

2