მარწვის მოყვანა სუბსტრატის კვლებზე
მარწყვი დღეს სულ უფრო მეტად სათბურებში სუბსტრატის კვლებზე მოჰყავთ . მოყვანის ასეთი მეთოდი ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომია, რადგან ტექნოლოგიური სათბურის მშენებლობა არც ისე იოლი და იაფია, ამიტომ ბევრი ფერმერი ღია გრუნტზე, ტრადიციულ კვლებზე მოყვანას ამჯობინებს.
ახალი დიდი კონტეინერი საშუალებას იძლევა მარწყვი მოვიყვანოთ სუბსტრატზე, თუმცა აუცილებელი აღარ არის სათბურის აგება. ასეთი მეთოდის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ სუფთა, უპათოგენო და დაუავადებელი სუბსტრატი.
მაგალითად «Wave Plus»-ის ახალი კონტეინერი სპეციალურად არის შექმნილი სუბსტრატზე მარწყვის მოსაყვანად.
„Wave Plus“-ის კონტეინერების გამოყენება შეიძლება არა მარტო კვლებზე, არამედ სტანდარტულ, მაღალ თაროებზე, როგორც სათბურში, ისე ღია ცის ქვეშ. კონტეინერები ასევ მოსახერხებელია რკინის საბჯენებზე ჩამოსაკიდებლად.
ახალი კონტეინერი უფრო ფართოა, რაშიც მეტი სუბსტრატი ეტევა, კარგად ეკიდება ნავის პროფილზე და შესაბამისად უფრო სტაბილურია.
ფართო კონტეინერში უფრო მეტი ადგილია მცენარისთვის და მაში მარწყვი ერთმანეთის პირისპირ შეიძლება დაირგოს და არა ჩვეულებრივ, ჭადრაკულად.
კომპანია „ბატოს“ კვლევების განყოფილებამ მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარა, რათა მიეღოთ ისეთი პროდუქტი რომელიც წარმოების მოთხოვნილებას დააკმაყოფილებდა. კომპანიის წინაშე იდგა ამოცანა, რაც შეიძლება უფრო მეტად გაეიოლებინათ და გაემარტივებინათ მარწყვის მწარმოებელთა შრომა მაქსიმალური შედეგის მისაღებად.