დარგებიმეფუტკრეობა

მეფუტკრეობის რამდენიმე პროდუქტი, რომლებსაც პანდემიის პირობებში მოსახლეობის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეუძლია 

მეფუტკრეობის პროდუქტებიდან ყველასათვის ცნობილი მხოლოდ თაფლი და ცვილია. მაგრამ არის მეფუტკრეობის რამდენიმე პროდუქტი, რომლებსაც კოვიდ-19-ის პირობებში ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეუძლია.

ესენია: ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა), ჭეო, დინდგელი, სამამლე ფუტკრის ჰომოგენატი, ფუტკრის შხამი, ცვილის ჩრჩილის ექსტრაქტი.

შევეცდები შეძლებისდაგვარად გაგაცნოთ ეს პროდუქტები.

ფუტკრის რძე მუშა ფუტკრების ჯირკვლების გამონაყოფია და განკუთვნილია მუშა ფუტკრების ფუმფლის საკვებად, კვერცხიდან გამოტეხივდან პირველი ორი დღის განმავლობაში. შემდეგი 4 დღე მათ თაფლითა და ჭეოს ნაზავით კვებავენ. შედეგად განაყოფიერებული კვერცხიდან გამოჩეკილი ფუმფლი 6 დღეში მხოლოდ 800-850-ჯერ იმატებს წონაში და არასრულფასოვან (განაყოფიერების უნარის არმქონე) მდედრად ანუ მუშა ფუტკრად ყალიბდება.

რაც შეეხება დედა ფუტკრის ფუმფლს, მას მუშა ფუტკრები 5 დღის განმავლობაში მხოლოდ ფუტკრის რძით კვებავენ. შედეგად, განაყოფიერებული კვერცხიდან გამოტეხილი ფუმფლი 5 დღეში წონაში 1600-2000-ჯერ იმატებს და ამასთან, სრულფასოვან მდედრად, ანუ დედა ფუტკრად ყალიბდება. მუშა ფუტკარი შემდეგ, მთელი ცხოვრება საკვებად თაფლსა და ჭეოს მოიხმარს და შედეგად ზაფხულში 30-50 დღეს, ხოლო ზამთრობის დროს მაქსიმუმ 100-200 დღეს ცოცხლობს.

დედა ფუტკარი მთელი სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ფუტკრის რძით იკვებება და შედეგად საშუალოდ 3-5 წელიწადს ცოცხლობს. არადა ორივე ერთნაირი განაყოფიერებული კვერცხიდან იჩეკება, განსხვავება მხოლოდ მათ საკვებშია. სამი დღით დამატებით ფუტკრის რძით კვებამ ასეთი განსხვავებული შედეგი მოგვცა. მეორე გასაოცარი შედეგი ფუტკრის რძით კვებისა არის თვითონ დედა ფუტკარი, რომელიც გაზაფხულზე, ინტენსიური გამრავლების დროს, ერთ დღე-ღამეში თავის წონაზე (250 მილიგრამი) მეტ კვერცხს დებს. აქედან მოჩანს, თუ როგორი სრულფასოვანია ეს საკვები, რომელიც აძლევს დედა ფუტკარს საშუალებას 2500-300 კვერცხი დადოს ერთ დღეში, კვერცხისთვის აუცილებელი სამარაგო ნივთიერებებისა და გენეტიკური მასალის ჩათვლით. ასევე რა სრულყოფილია თვითონ დედა ფუტკრის ორგანიზმი, რომელსაც ასეთი დატვირთვით შეუძლია ერთი-ორი კვირა იმუშაოს.

ფუტკრის რძისა და ყვავილის მტვრის სასარგებლო თვისებები და ადამიანის ორგანიზმზე მათი დადებითი გავლენის შესწავლა დაიწყო 1946-47 წლებში საფრანგეთში, რემი შოვენის ლაბორატორიაში. ასე რომ, აზრი ფუტკრის რძეს ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებს, თაფლისა და ცვილის მსგავსად, მცდარია.

ფუტკრის რძე (ROYAL JELLI, МАТОЧНОЕ МОЛОЧКО)უნიკალური ნატურალური პროდუქტია, შეიცავს 150-ზე მეტ აქტიურ კომპონენტს: 29 ამინომჟავას (მათ შორის 10-ვე შეუცვლელს), ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალებსა და მიკროელემენტებს.

ფუტკრის რძეში აღმოჩენილია ზრდის, გამრავლების და იუვენალური ანუ გამაახალგაზრდავებელი ჰორმონი, რომელიც დედამიწაზე არსებულ სხვა არცერთ პროდუქტში არ გვხვდება. მიჩნეულია, რომ არც ბუნებაში და არც მედიცინაში არ არსებობს ფუტკრის რძეზე უფრო უკეთესი ბიოსტიმულატორი ცოცხალი ორგანიზმების გაახალგაზრდავებისა და გამრავლების სტიმულირებისთვის.

უნიკალური შემადგენლობის წყალობით ფუტკრის რძეს 21-ე საუკუნის ჯადოსნურ წამალს უწოდებენ. ფუტკრის რძის მოქმედების ძირითადი ბიოლოგიური პრინციპია იმუნიტეტის გაზრდა იმ დონემდე, რომ ორგანიზმი თვითონ უმკლავდება დაავადებას.

ფუტკრის რძე _ გააჩნია იმუნონომოდულაციური, ანტიმოკრობული, ანტივირუსული მოქმედება; ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, ამაღლებს ცხოვრების ტონუსს. მის მიღებას ურჩევენ სპორტსმენებს დიდი ფიზიკური დატვირთვისას, დაძაბული გონებრივი შრომის პირობებში მყოფ ადამიანებს. მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. მასში შემავალი ნაერთები ხელს უშლის უჯრედის დაბერების პროცესს. აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას. ფუტკრის რძის შემადგენლობაშია ნივთიერება – სილდენაფილი (იმპოტენციის სამკურნალო), აძლიერებს ლიბიდოს და აუმჯობესებს სპერმატოგენეზს. გააჩნია ანტირადიაციული თვისებები. იაპონელი მეცნიერები თვლიან, რომ ფუტკრის რძის დამსახურებაა იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი ზრდა, მიუხედავად ტერიტორიის ძლიერი რადიოაქტიური დაბინძურებისა. იაპონიის სახელმწიფო 12 წლამდე ასაკის ბავშვებს და პენსიონერებს უფასოდ აძლევს ფუტკრის რძეს.

ჩვენება _ გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, არასრულფასოვანი კვება, ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა (მათ შორის გრიპები და ჰეპატიტები), ჰიპერტონული დავადება, ინფექციური დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ქირურგიული ოპერაციების, ტრავმების შემდეგ.

ასევე რეკომენდირებულია რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესებისთვის როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში, აღადგენს ჰორმონალურ ფონს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი, მწვავე და ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევა, ინფარქტისა და ინსულტის მკურნალობა-რეაბილიტაციის პერიოდი (ფუტკრის რძის მიღება ზოგადად აქვეითებს გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკს).

ფუტკრის რძე გამოიყენება ძვირადღირებული პარფიუმერიის წარმოებაში. საკმარისია რომელიმე სახის კრემს შევურიოთ 5-10% ფუტკრის რძე და კრემის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

უკუჩვენება _ ალერგია მეფუტკრეობის პროდუქტებზე, ადისონის დაავადება. დოზირება: ზრდასრული ადამიანისთვის სამკურნალო-პროფილაქტიკური დოზა 0,5-1,0 გრამია დღეში, ბავშვებში 0,1-0,2 გრამი. სპორტსმენები 1,5 გრ და ცოტა მეტსაც ღებულობენ. რძის მიღებამდე სასურველია 0,5 ჭიქა ბორჯომის ან ნაბეღლავის მიღება).

შენახვის პირობები _  ფუტკრის რძის თერაპიული ეფექტი ბევრად არის დამოკიდებული მისი წარმოების ტექნოლოგიასა და შენახვის პირობებზე. ფუტკრის რძე ინახება მაცივარში 2-4 გრადუსზე, მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, ერთი წლის განმავლობაში. ამჟამად მიღებულია ერთჯერად შპრიცებში დაფასოება.

თეიმურაზ ღოღობერიძე,

საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი