მერძეული პირუტყვისათვის სილოსის დასამზადებლად სორგო სიმინდზე უკეთესია
მრავალი წლის წინათ სორგო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები კულტურა იყო მეცხოველეობის საკვების დასამზადებლად, მაგრამ წლების განმავლობაში ფერმერებმა მისი მოყვანა მიატოვეს და სიმინდზე გადართავენ.
სამწუხაროდ ფერმერებმა ხშირად არ იციან, რომ სიმინდისა და სხვა საკვებ კულტურებთან შედარებით, სორგოს ბევრი უპირატესობა აქვს.
სორგო კარგად ხარობს ისეთ რეგიონებში, სადაც სიმინდი შეიძლება სრულყოფილად ვერ განვითარდეს. როგორც საკვები კულტურა, ის გამოიყენება სიმინდის ნაცვლად სილოსის ჩასადებად და მარცვლეულის დასამზადებლად და თუნდაც მწვანე საკვებად ცხოველისთვის, მათ შორის: ძროხების, თხების, ცხვრების, ღორების და ქათმებისთვის. როგორც საფურაჟე მასალას, მას ისეთივე, და უფრო უპირატესი ენერგეტიკული ღირებულება აქვს, როგორც სიმინდს ან სხვა მარცვლეულს.
შაქრის მაღალი შემცველობის გამო, სორგო შეიძლება უკეთესიც კი იყოს სიმინდზე, როცა საქმე სილოსს ეხება, რადგან ფერმერებს არ უწევთ მელასას დამატება, როგორც ამას აკეთებენ სიმინდის სილოსის დასამზადებლად.
სორგო შედარებით კარგად იტანს გვალვას (600 მმ/წელიწადში ნალექი) და ნიადაგის ტენიანობის ძალიან დაბალი დონის მიუხედავად ინარჩუნებს სიმწვანეს და ადეკვატურ საკვებ თვისებებს, მაშინ როდესაც სიმინდი თითქმის ნადგურდება, ამიტომ ის ფერმერებისთვის მწვანე საკვების კარგი საშუალებაა.
სორგო კარგად ხარობს ძალიან ღარიბ ნიადაგებზე, სადაც სიმინდი და სხვა მარცვლოვნები ვერ იზრდება.
სორგოს ჯიშების უმეტესობა ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, გაცილებით მეტ საკვებს იძლევა, ვიდრე სიმინდი.
სორგოს კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ის არის, რომ მისი ქვედა ფოთლები მცენარის მომწიფების დროს არ ხმება, ინარჩუნებს სიმწვანეს და, შესაბამისად, ინახავს უფრო მეტ ნედლ ცილას, ვიდრე სიმინდი და სხვა მარცვლოვნები.
სორგო მოსავლის აღების შემდეგ რეგენერაციის შედეგად კვლავ იზრდება ნაწვერალზე, მეორე მოსავალს იძლევა. ამ გზით ფერმერებს შეუძლიათ შეამცირონ გადანერგვის, მიწის მომზადების, თესლისა და დროის ხარჯები.
სორგოს უხვი მოსავლის მისაღებად ფერმერმა შემდეგი რეკომენდაციები უნდა დაიცვას:
სორგოს ჯგუფებს შორის დიდი განსხვავება არ არის.
სორგო სითბოს მოყვარული და გვალვაგამძლეა (უძლებს 400C სიცხეს). მცენარის ზრდისა და განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა +250С …+350С-ია.
ნიადაგისადმი დიდად მომთხოვნი არ არის, კარგად ეგუება ერთსა და იმავე ადგილზე ხანგრძლივად თესვას.
გვალვიან რეგიონებში სორგო სიმინდსა და ქერზე გაცილებით უხვ მოსავალს იძლევა.
სორგოს არ უყვარს სიცივე, განსაკუთრებით განვითარების ფაზებში, ამიტომ მის ადრე გაზაფხულზე თესვა სახიფათოა, რადგან მცირე წაყინვებსაც კი შეუძლია მოსავლის სრულად განადგურება.
სორგო წყლისადმი ნაკლებ მომთხოვნია, თუმცა მორწყვის პირობებში საგრძნობლად ზრდის მოსავლიანობას.
ნიადაგი მუშავდება სტანდარტულად როგორც ერთწლიანი კულტურებისთვის არის მიღებული, კარგად ითვისებს მინერალურ და ორგანულ სასუქებს და მათი სწორად, დროულად გამოყენების შემთხვევაში იძლევა უხვ მოსავალს.
ჰექტარზე საჭიროა 10-15 ტონა ნაკელი, N45-60კგ, P45-60კგ, K45-60კგ (ფოსფორი, აზოტი, და კალიუმი).
ითესება როცა ნიადაგის ტემპერატურა 12-140C- მდე გათბება. თესვის სიღრმე 4-6 სმ,. კარგია თუ თესვის წინ ან შემდეგ ნიადაგი კარგად მოირწყვება ან წვიმით კარგად გაჯერდება.
რიგთა შორის მანძილი 40-70 სმ. რიგში მცენარეთა შორის საშუალოდ 25-30 სმ. თესვის ნორმა 10-15კგ. ჰა/ზე; ს
ასილოსე სორგოს თესვის ნორმა 20-25 კგ/ჰა-ზე.
სორგოს დათესვა შესაძლებელია პარკოსნებთან (სოია, ცერცველა, ცულისპირა და სხვა). ამ დროს სასილოსე, ან მწვანე საკვების მოსავლიანობა 20-25 %-ით იზრდება. ფურაჟის საკვები ღირებულება, ყუათიანობა საკმაოდ იზრდება.
სორგოს სავეგეტაციო პერიოდი ჯიშების შესაბამისად 90-დან 160 დღემდე მერყეობს.
სორგოს არ ახასიათებს მარცვლის ჩაცვენა.
ჰექტარზე საშუალოდ მოდის 25-35 ცენტნერი, ხოლო სასილოსე სორგო ჰექტარზე 60-70 ტონა მწვანე მასას იძლევა.