მეცნიერებმა აღმოაჩინეს სიმინდი, რომელიც სამყოფ სასუქს თავად მოიპოვებს
სიმინდის უხვი მოსავლის მისაღებად აზოტოვანი სასუქი რომ გადამწყვეტ როლს ასრულებს, სიახლე არ არის.
მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ, შექმნან ისეთი ტექნოლოგია, რაც შესაძლებელს გახდის მცენარეთათვის გარედან მიწოდებული მინერალების და სასუქების დოზების შემცირებას.
თუ მეცნიერება შეძლებს თუნდაც 5%-ით შეამციროს აზოტის მოხმარება, ერთი შეხედვით ასეთი მცირე რაოდენობაც კი, ფერმერებს მთელ მსოფლიოში საკმაოდ დიდ დანაზოგს მისცემს.
ამას აცხადებს მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც სიმინდის ისეთი ფორმის გამოყვანაზე მუშაობს, რომელიც თავად შეძლებს ატმოსფეროდან სამყოფი აზოტის მოპოვებას.
კვლევას ვისკონსინის უნივერსიტეტიდან (UW) პროფესორი ჟან-მიშელ ანეტი ხელმძღვანელობს.
როგორც სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი აღნიშნავს: „მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში ფერმერებს, სხვადასხვა მიზეზის გამო, უჭირთ აზოტოვანი სასუქების შეძენა, ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენს მიერ მიღებული შედეგები ხელი შეუწყობს მათ, და მარტო მათ არა, სიმინდის და სხვა კულტურების მოსავლიანობის გაზრდაში, ისე რომ აღარ დასჭირდეთ ძვირადღირებული სასუქის შეძენა. ეს საკმარისად დიდი დანაზოგი იქნება და ღარიბი რეგიონის ფერმერებს და მათ ოჯახებს სიღარიბის თავის დაღწევაში დაეხმარება.”
ყველაფერი კი მექსიკაში სიმინდის ადგილობრივ ჯიშში აზოტის შემთვისებელი ბაქტერიების აღმოჩენით დაიწყო.
მკვლევართა ჯგუფი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელებული სიმინდის ჯიშებში ამ ბაქტერიის მახასიათებლის დანერგვაზე მუშაობს. უკვე დამაიმედებელი შედეგიც მიღწეულია: კვლევებით დასტურდება, რომ სასუქის მოხმარების შემცირების პირობებში მოსავლიანობის არსებული დონის შენარჩუნება და გაზრდაც კი შესაძლებელია.
მეცნიერებმა ადგილობრივი სიმინდის ჯიშების ატმოსფეროდან (ჰაერიდან) აზოტის მოპოვების შესაძლებლობის დაფიქსირება მოახერხეს.
სიმინდის ამ ჯიშებს აქვს საჰაერო ფესვთა ხშირი კვანძები, რომლებიც გამოყოფს ლორწოვანით გაჯერებულ წვენს; ამ ნახშირწყლებით მდიდარი გარემოში ბევრი ისეთი ბაქტერია ცხოვრობს კომფორტულად, რომელსაც ჰაერიდან აზოტის შეთვისება შეუძლია.
შედეგები განსაცვიფრებელი აღმოჩნდა. საველე კვლევებმა გამოავლინა, რომ ხშირად ატმოსფეროდან შეთვისებული აზოტის რაოდენობა, აზოტზე სიმინდის მცენარის მოთხოვნილებას 82%-მდე უზრუნველყოფს.
მეცნიერები ასევე სწავლობენ მექანიზმს თუ როგორ მოიპოვებენ ეს ბაქტერიები აზოტს, ასევე მექსიკურ ჯიშებს აშშ-ის შუა დასავლეთში ადაპტირებულ ჯიშებთან აჯვარებენ.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სიმინდი არ არის ერთადერთი კულტურა, რომელსაც აზოტის ამგვარად მოპოვება შეუძლია.
გაირკვა რომ აფრიკაში აღმოჩენილი სორგოს ჯიშს იმავეს გაკეთება შეუძლია.
წინასწარი კვლევის შედეგად სორგოს ამ ჯიშმა ატმოსფეროდან აზოტის დაფიქსირება და ყოველგვარი სასუქის მიწოდების გარეშე, აზოტზე მოთხოვნილება, დაახლოებით, 43%-ით დაკმაყოფილება შეძლო.
კვლევები ორივე ქვეყანაში ადგილობრივი ფერმერები ინტენსიურად არიან ჩართული, რომლებიც კვლევებითა და შედეგებით კმაყოფილები არიან.
დაველოდოთ, მეცნიერები ფერმერებს და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებს ბევრ სიახლეს და ნანოტექნოლოგიებს ჰპირდებიან, რაც მათ შემოსავლებსაც გაზრდის და შრომის პირობებსაც გაუიოლებს.
მომზადებულია უცხოური პრესის მასალების მიხედვით