მევენახის შრომა ფასდება ხარისხით
2025 წლის რთველი ახალ ეტაპზე გადავიდა – ყურძნის ჩასაბარებელი ფასებიხარისხობრივი ნიშნების მიხედვით პირველად განისაზღვრა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, დაფასდება ის მევენახე, რომელიც ხარისხიან და კონდიციურ ყურძენს მოიყვანს.
„ეს არის ჩვენი რეფორმის მიზანი – მევენახე იყოს დაინტერესებული ხარისხიანი მოსავლის წარმოებით.
წლეულს პირველად დაფიქსირდა ფასთა მკვეთრი სხვაობა ხარისხიან და არაკონდიციურ ყურძენს შორის. მომავალ წლებში ეს მიდგომა კიდევ უფრო განმტკიცდება,“ – განაცხადა მეხუზლამ.
რთველის პროცესში გათვალისწინებულია სოციალური ფაქტორებიც – მევენახეებისთვის უზრუნველყოფილია მოსავლის სრულად დაბინავების შესაძლებლობა, თუმცა ფასები განისაზღვრება ხარისხის მიხედვით.
3 სექტემბრისათვის კახეთში უკვე გადამუშავებულია 5 ათასი ტონა ყურძენი.