აგროსიახლეები

“მიცვალებულის თითებმა” ბრიტანულ ფერმებში პირუტყვი გაანადგურა

დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთში მეცხოველეობის ფერმერები გააფრთხილეს, რომ ძლიერ შხამიანმა მცენარემ, რომელსაც ადგილობრივები „მიცვალბულის თითებადაც“ იცნობენ, მსხვილფეხა პირუტყვი იმსხვერპლა.

ბოლოდროინდელი შემთხვევების შესახებ ვეტერინარულმა კლინიკამ Tyndale Vets სოციალურ ქსელებში ინფორმაცია  გაავრცელა. როგორც ირკვევა, საქმე გვაქვს მცენარე არხისპირასთან (Oenanthe crocata), რომელიც გარეგნულად შეიძლება აგვერიოს უწყინარ მცენარეებთან, როგორიცაა მინდვრის ოხრახუში, თუმცა სინამდვილეში ის უკიდურესად ტოქსიკური მცენარეა, როგორც ძროხებისთვისა და ცხვრებისთვის, ისე ადამიანებისთვისაც.

სიცხე და გვალვა ხელს უწყობს არხისპირას გავრცელებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პირუტყვის მოწამვლის რისკს.

მცენარისგან მოწამვლის სიმპტომები ცხოველებში გამოჩნდება რამდენიმე საათში:

  • სუნთქვის გახშირება;

  • კბილების ღრჭენა;

  • კუნთოვანი სისუსტე.

ეს სიმპტომები მალევე გადადის კრუნჩხვებში, პარალიზებასა და საბოლოოდ — სიკვდილში. სამწუხაროდ, არხისპირასგან  ეფექტიანი მკურნალობა ამ ეტაპზე არ არსებობს.

ამიტომ ფერმერებს ურჩევენ, ყურადღებით შეამოწმონ გზის პირები, ბილიკები, არხები, ხევები, ჭაობიანი ტერიტორიები, რადგან არხისპირა განსაკუთრებით ხშირად  სწორედ ასეთ ადგილებში იზრდება. მეტიც, ის უკვე დაფიქსირდა შემთხვევებშიც, როცა თივაში შერეულ გამშრალი მცენარემ პიურტყვი მოწამლა.

კლინიკა Tyndale Vets ურჩევს ფერმერებს:

„გთხოვთ, იყავით ფრთხილად. გადაამოწმეთ ტერიტორია არხისპირას არსებობაზე მანამ, სანამ პირუტყვს მინდორზე გაუშვებთ. ამ მცენარის ხელით ამოძირკვისას აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები, ის ტოქსიკურობას არ კარგავს, მათ შორის გაშრობის შემდეგაც კი.“

არხისპირას (ან როგორც მას უწოდებენ, „მიცვლებულის თითების“) ცნობა შესაძლებელია მისი დამახასიათებელი მსხვილი ფესვებით, თუმცა მცენარის ყვავილები, მართალია, შეიძლება ჰგავდეს სხვა უწყინარ მცენარეებს, მაგრამ ხისტი ღეროები აქვს და შორიდანვე განსხვავდება სხვა მსგავსი მცენარეებისგან.

ამიტომ ინგლისელ ფერმერებს _ მესაქონლეებსა და ვეტერინარებს განსაკუთრებით უახლოეს თვეებში მაღალი სიფრთხილის გამოჩენა მოეთხოვებათ.

წყარო: [FarmingUK]