დარგებიმებაღეობა

კვირტით მყნობა, მყნობის წესები და ვადები

კვირტით მყნობა. 
კვირტით მყნობის პერიოდი ივლის – აგვისტოა.

1.როგორც წესი, საძირეებად ერთწლიანი ნათესარები გამოიყენება. შემოდგომით ან ზამთარში საძირეები გადარგეთ ღია გრუნტში. 

კარგად მოუარეთ, არ მოაკლოთ წყალი, მოაცილეთ სარეველები  და მიწა გააფხვიერეთ.

2.ზაფხულში მიწიდან კენწეროსკენ  30 სმ სიმაღლეზე შეაცალეთ ყველა ამონაყარი და ფოთოლი.

3. საძირის ქერქზე  გააკეთეთ ასო T- ს მაგვარი ჭრილი და ქერქის გვერდები ოდნავ მოაცალეთ მერქანს.

4. სანამყენეზე არჩევენ ერთ წლიან, კარგად განვითარებულ ყლორტს, საიდანაც ათლიან ასევე საუკეთესო კვირტს.

5. კვირტზე არსებულ ფოთოლს აჭრიან ისე, რომ ზედ შერჩეს ყუნწის ნახევარი.

6. ათლას იწყებენ ქვემოდან, კვირტამდე 6-7 მილიმეტრის დაცილებით.

7. ათლიან, რაც შეიძლება თხლად, რათა მერქანი არ გაჰყვეს.

8. კვირტს ჩასვამენ ჭრილში და ზედა ნაწილს აჭრიან  ჰორიზონტალური ჭრილის ზომაზე, ისე რომ  T  – ჭრილის ზედა ნაწილში  ჩაჯდეს.

9. კვირტს, ისე რომ არ დაიფაროს, ახვევენ გამჭვირვალე, წებოვან პოლიეთილენის ლენტს.

10. დატოვებული ყუნწის ნახევრის დანიშნულებაა ნამყენის შემოწმება: თუ თითის ოდნავი შეხებით ყუნწი მოსძვრა ე.ი შეხორცება კარგია.

11. როცა დარწმუნდებით,რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ლენტი მოხსენით.

12. ადრე გაზაფხულზე კვირტის ზემოთ დარცენილი ღერო სეკატორით ფრთხილად მოჭერით.

სანამყენე დანა და სეკატორი უნდა იყოს სუფთა და ძალიან კარგად გალესილი.  რათქმაუნდა, ხელების სისუფთავეც აუცილებელია. 
კვირტით მყნობის საუკეთესო პერიოდია აგვისტო.

კალმით მყნობა. კანქვეშ მყნობა: გადახერხეთ საძირის ტოტი ჰორიზონტალურად. ჩაჭერით ბასრი დანით 3-4 სმ სიგრძეზე გადათალეთ კალამი ისე, რომ გული არ გააყოლოთ, გადაუწიეთ ნაპირები ჩაჭრილ ქერქს და ჩასვით კალამი შიგ.
შემდეგ მჭიდროდ შემოახვიეთ პოლიეთილენის ნახვევი, ხოლო გადანაჭერზე წაუსვით ბაღის მალამო.

სოლით მყნობა: კალამს ორი მხრიდან ჩაათალეთ ისე, რომ მიიღოს სოლის ფორმა. ჩაჭერით საძირეზე (გააპეთ) ზუსტად იმ სოლის ზომაზე, ჩასვით კალამი, შემოუჭირეთ მჭიდროდ პოლიეთილების სახვევიდა გადანახერხზე წაუსვით ბაღის მალამო.  კალამი ისე უნდა ჩასვათ ჭრილში, რომ კალმის ქერქი ზუსტად ემთხვეოდეს საძირის ქერქს.

შენიშვნა: კალმები უნდა იყოს ორ კვირტიანი, დანა აუცილებლად სუფთა და ბასრი. თუ ერთ ცდაზე არ გაგიმართლათ, სცადეთ მეორეჯერ.

ორივე ზემო ხსენებული ხერხით  ერთ საძირეზე შეგიძლიათ დაამყნოთ ორი კალამი, თუნდაც სხვადასხვა ჯიშისა, მაგალითად- საადრევოც და საგვიანოც.

კალმით მყნობა ტარდება გაზაფხულზე აპრილის თვეში, როცა ინტენსიურად მიმდინარეობს წვენის მოძრაობა.

სანამყენე კალმებად იანვარ- თებერვალში იჭრება  გასამრავლებლად სასურველი ჯიშის ერთწლიანი,  3-4 კვირტიანი კარგად განვითარებული კალმები.  შეკარით კონებათ, ჩაფალით სველქვიშიან ყუთებში და შეინახეთ სარდაფში, სადაც ტემპერატურა 0 გრადუსამდეა.

როცა ლაპარაკია კალმით მყნობაზე, აქ  არასოდეს იგულისხმება ასაკობრივი საძირეები. მათზე კვირტისა და კალმის ჩამყნობა წყლის ნაყვაა. ამყნობენ მხოლოდ ერთ წლიან ნათესარებს.
საძირე ფესვის ყელის არეში, იქ სადაც უნდა ჩაჯდეს სანამყენის კალამი, უნდა იყოს არანაკლებ 12 მმ, ხოლო აღმონაცენის სიმაღლე 15 -20 სმ.  ღერძულა ფესვი და  მისი ძირითადი განტოტებები კი კარგად განვითარებული.

გადამწყვეტი ფაქტორი მყნობისას არის ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა.ოპტიმალურად ითვლება 25-27 გრადუსი და 70-80% ჰაერის ტენიანობა.

იმის გამო,რომ მყნობა მიმდინარეობს დახურულ გრუნტში იმის პირობების დაცვა შესაძლებელია.

კალმები იჭრება ახალგაზრდა მსხმოიარე ხეებიდან.
არჩევენ კარგად განვითარებულ 30 -სმ სიგრძისა და 7-მმ დიამეტრის კალმებს, საიდანაც ჩასამყნობად იღებენ ორ კვირტიან ნაწილს.
ქვედა კვირტის იმ ნაწილს, რომელიც უნდა ჩაჯდეს საძირეში ორი მხრიდან ჩამოთლიან ბასრი სანამყენე დანით და ჩასვამენ შესაბამისი დიამეტრის იმავე ფორმის ჭრილში, როგორიც გაუკეთდა კალამს. კეთდება ირიბი  სოლისებრი ჩანაჭერი კალამზე და შესაბამისად – საძირეზეც.

კვირტით მყნობისას ყველაზე ადვილი ხერხია საძირეზე ასო T-ს მაგვარი ჭრილის  გაკეთება და შიგ კვირტის ჩასმა ისე როგორც ეს კეთდება სხვა მერქნიან მცენარეებზე.

რაც შეეხება კვირტებს, მათი აჭრა შეიძლება შემოდგომა – ზამთარში. აღებული კალმებიდან, ან უშუალოდ მყნობის დროს.

კვირტით მყნობის საუკეთესო პერიოდია ივნისის ბოლო და ივლისის შუა რიცხვები.

რაღა თქმა უნდა კალმითა და კვირტით მყნობის დროს აუცილებელია ნამყენი ადგილის მჭიდროდ შეკვრა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 15 02 20.

წყარო: tomakhalvashi.ge