მრავალძარღვა _ მცენარე, რომელიც უამრავ დაავადებას შველის
მრავალძარღვას ხალხურ მედიცინაში ფართო და მრავალმხრივად გამოიყენება. როგორც სამკურნალო მცენარე, იგი ცნობილი იყო ჯერ კიდევ X საუკუნეში, არაბეთსა და სპარსეთში. მრავალძარღვას შემადგენლობაში შედის უამრავი ნივთიერება: ორგანული მჟავა, პოლისაქარიდი, ფლავონოიდი, კაროტინოიდი, К და С ვიტამინები და ბევრი სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. ამგვარი შემადგენლობის წყალობით, მრავალძარღვას ნახარშებს, ნაყენებსა და წვენებს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს:
ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი – მცენარის ახალი წვენი და ფოთლები ჭრილობიდან სისხლდენას აჩერებს, ანთების წარმოქმნას ბლოკავს, გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური თვისებები. მრავალძარღვას წვენი შეუცვლელია წყლულოვანი ანთებებისა და დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობების დროს – ის აჩქარებს ჭრილობიდან მკვდარი ლეიკოციტებისა და ბაქტერიების გამოდევნას და ქსოვილების სწრაფ შეხორცებას უწყობს ხელს;
ანთების საწინააღმდეგო – მრავალძარღვას წვენი გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების დაავადებებისას, მას ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული თვისებები აქვს, აწესრიგებს ქოლესტერინის ცვლას;
სასუნთქი გზების დაავდების დროს– მრავალძარღვას ნახარშები ნახველს ათხიერებს და მისგან ბრონქებს წმენდს. მრავალძარღვას ნაყენებს მშრალი ხველის, ყელის ტკივილისა და გართულებული ყლაპვის დროსაც იყენებენ. ის ეფექტურად სპობს ანთებას, დაავადების გამომწვევ ბაქტერიებსა და ვირუსებს;
ერვლი აშლილობების, შფოთიანობისა და უძილობის დროს – მრავალძარღვას ნახარშები და ნაყენები, ასევე, გამოიყენება ძილისმომგვრელ საშუალებად, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მომატებულ აღგზნებადობას, კურნავს ნევროზების მსუბუქ ფორმებსა და სხვა სახის ნერვულ აშლილობებს;
გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს- მრავალძარღვა აწესრიგებს მომატებულ არტერიულ წნევას, ხსნის შესიებებს, მკურნალობს გულისა და სისხლძარღვების დაავადებებს.
ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ- მრავალძარღვას ცოცხალი ფოთლების გარეგანად გამოყენება ძალზე ეფექტურია ჭრილობების, ფურუნკულებისა (ძირმაგარა) და წყლულების სამკურნალოდ.ამისთვის საჭიროა, მცენარის ახალმოკრეფილი ფოთლის ხელით გასრესა და სისხლმდინარე ჭრილობაზე, ნაკაწრზე ან შესიებაზე დადება. ამ დროს, ჭრილობა სრულიად იწმინდება ინფექციებისგან და წყდება სისხლდენა. მრავალძარღვას ფოთლის გამოყენება მხოლოდ ცოცხალი სახით შეიძლება, ამიტომაც ის მოიხმარება მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც მისი დაკრეფაა შესაძლებელი. წელიწადის სხვა დროს კი მისგან დამზადებული მალამო გვიშველის.
მცენარის ფესვები კბილის ტკივილის დროს გამოიყენება – საკმარისია, ფესვები დავსრისოთ და მიღებული ფაფისებრი მასა მტკივან კბილზე დავიდოთ.
ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვა არა მხოლოდ ჭრილობებისა და შინაგანი
ორგანოების სამკურნალოდ გამოიყენება, არამედ ეფექტურია ისეთი სერიოზული
დაავადებების დროს, როგორებიცაა ავთვისებიანი სიმსივნეები, ფილტვების ტუბერკულოზი და უნაყოფობაც კი. მცენარისგან დამზადებული წვენი და ნახარშები ორგანიზმზე, ზოგადად, გამაჯანსაღებლად მოქმედებს, ამყარებს იმუნიტეტს და ფილტვებსა და შინაგან ორგანოებში მიმდინარე დაშლით პროცესებს ებრძვის. უნაყოფობის დროს, ის ეხმარება როგორც ქალებს, ასევე, კაცებს. განსაკუთრებით სასარგებლოა პრობლემური მენსტრუაციის, ოვულაციისა და კლიმაქსის დროს.
ჭრილობებიდან სისხლდენის, დაჟეჟილობის, დამწვრობის, მწერების ნაკბენის დროს: დაქუცმაცებული მრავალძარღვას ფოთლები დასრისეთ და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, შეიხვიეთ და კომპრესი გამოცვალეთ ყოველ 2-3 საათში ერთხელ; 2 ს/კ მრავალძარღვას გამხმარ, დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 30 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, გააცივეთ, გაწურეთ და გამოიყენეთ ნატკენ ადგილებზე სველ საფენებად, მოსაბანად.
გასტრიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს: 3 ს/კ მრავალძარღვას გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე, გააჩერეთ 6-8 საათი და მიიღეთ 1/3 ნაყენი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. უკეთეს შედეგს მიიღებთ თუ 1 ს/კ მრავალძარღვას ფოთლების ახალგამოწურულ წვენს მიიღებთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. თუ წვენი სქელია, გააზავეთ წყლით (1:1) და 1-3 წუთი ადუღეთ.
ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს:
1 ს/კ მრავალძარღვას გამხმარი ფოთლები ჩაყარეთ ემალის ჭურჭელში, 10 წუთით
შედგით ნელ ცეცხლზე, ერთი დღე-ღამე გააჩერეთ თბილ ადგილას (შეგიძლიათ თბილად შეახვიოთ), გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
ასთმის, პლევრიტის, ხველების, ყივანახველის დროს:
1 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ, 1
საათის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1ჩ/ჭ ნაყენი დღის განმავლობაში ყლუპობით.
ბრონქიტის (შესქელებული ნახველის) დროს: 4 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 0, 5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 4 საათი. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ.
მრავალძარღვას სიროფის მიღება უკუნაჩვენებია:
ა) თრომბის წარმოქმნისა და სისხლის შედედების მომატებული მიდრეკილებისას;
ბ) კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობისა და წყლულის გამწვავებისას;
გ) ინდივიდუალური აუტანლობისა და ალერგიის დროს.
გარდა ამისა, მრავალძარღვას შინაგანი მიღების მხრივ განსაკუთრებული
სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მათ, ვისაც ბრონქული ასთმა ან სხვა მცენარეებზე
მწვავე ალერგია აღენიშნებათ, რადგან მისმა მიღებამ შესაძლოა მწვავე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
წყარო:http://intermedia.ge