მსოფლიოს 10 ყველაზე განვითარებული სოფლის მეურნეობის ქვეყანა
სოფლის მეურნეობა ეკონომიკის საკვანძო სექტორია, რომელიც ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ მდგრადობას უზრუნველყოფს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაში, ასევე ნედლეულით ამარაგებს სხვადასხვა ინდუსტრიებს.
სოფლის მეურნეობა უზრუნველყოფს რეგიონებში მცხოვრებთა დასაქმებას, ინარჩუნებს სოციალურ სტაბილურობას და ხელს უწყობს საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობას.
ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ სოფლის მეურნეობის 10 ყველაზე განვითარებულ ქვეყანას, რომლებიც მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებით ლიდერობენ.
მე-10 ადგილი – ეთიოპია
ეთიოპია საერთაშორისო სასურსათო ბაზარზე: ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის და, რა თქმა უნდა, ყავის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი ქვეყანაა.
სოფლის მეურნეობა ეთიოპიის სახელმწიფოს ეკონომიკის საფუძველია.
პროდუქტიულობის გაზრდისა და ფერმების მასშტაბის გასაფართოებლად, ეთიოპიის მთავრობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით მხარს უჭერს ფერმერებს მიწის დამუშავების, მოსავლიანობის გაზრდის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა თუ ახალი სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების ათვისებაში.
მე-9 ადგილი – თურქეთი
თურქეთი სამართლიანად იკავებს მე-9 ადგილს მსოფლიოს განვითარებული სოფლის მეურნეობის ქვეყნის TOP-10-ეულში.
რეიტინგში მისი მაღალი პოზიცია განპირობებულია ექსპორტირებული პროდუქციის: გარგრის, თხილის, წაბლის, ალუბლის, ზეთისხილის, ლეღვის და ჩაის მოცულობით.
თურქეთში სოფლის მეურნეობა ეკონომიკის დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ეს არის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრია ქვეყანაში, ამ სფეროში მთლიანად დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 25%.
ჩამოთვლილი მთავარი საექსპორტო პროდუქტების გარდა, ქვეყანაში წარმატებით მოჰყავთ სიმინდი, ხორბალი, ქერი, შაქრის ჭარხალი, კარტოფილი, საზამთრო, პომიდორი და ყურძენი.
თურქეთის მთიანი რეგიონების მთავარი დარგი მეფრინველეობაა.
ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მარცვლეული კულტურა ხორბალია.
მე-8 ადგილი – გერმანია
გერმანიის მიწის დაახლოებით 80% სოფლის მეურნეობას უკავია. ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია მოყვანილი შაქრის, ჭარხლის მოცულობით, რომელიც გადამუშავდება შაქრისა და სპირტის მისაღებად, ხორბლის (საშუალოდ 1 მლნ ტონა წელიწადში), ხოლო ქერის წარმოებით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა, წელიწადში დაახლოებით, 9,5 მლნ ტონას აწარმოებს.
ტერიტორიის 50% უკავია საძოვრებსა და საკვები ნედლეულის წარმოებას. ქვეყანაში 200 მილიონ სულზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ.
მეურნეობის საშუალო ფართობი გერმანიაში 50 ჰექტარს შეადგენს.
მე-7 ადგილი – იაპონია
მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 2%-ს შეადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება და მოსახლეობის მხოლოდ 10%-იც არ არის დასაქმებული ამ სფეროში, ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე ბრინჯის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.
ამ კულტურას ადგილობრივი მოსახლეობის კვების რაციონშიც ძირითადი ადგილი უჭირავს.
იაპონიაში დიდი რაოდენობით მოჰყავთ ხორბალი, ხილი, სოია და ქერი, ასევე არის ზღვის პროდუქტები, აწარმოებენ ხორცსა და რძის პროდუქტებს.
მე-6 ადგილი – მექსიკა
მექსიკის სავარგულების დაახლოებით 15% გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების საწარმოებლად, ხოლო 50% -ზე მეტი გამოიყენება საძოვრად. ძირითადი საექსპორტო კულტურებია ეგზოტიკური ხილი, ყავა, სიმინდი (სიმინდი) და სოია.
მექსიკა, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად ითვლება.
შაქრის ლერწმის წარმოება ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მექსიკა საკმაოდ დიდი რაოდენობით აწარმოებს ფრინველს, კვერცხსა და საქონლის ხორცს.
მე-5 ადგილი – საფრანგეთი
სოფლის მეურნეობაში საფრანგეთის მოსახლეობის 7% დასაქმებული.
საფრანგეთი ევროპის ბაზრისთვის ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. გასულ წელს ხორბლის და ფქვილის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა, საერთო ჯამში მთლიანი შემოსავლების 4%-ს შეადგინა.
ქვეყანა ასევე დიდი რაოდენობით აწარმოებს: მარცვლეულს, კარტოფილს, ჭარხალს, ღორის, საქონლის ხორცსა და რძეს.
საფრანგეთი ევროპასა და მსოფლიოში ღვინის უდიდესი მწარმოებელია, რომელიც დიდ დროს, ძალისხმევასა და რესურს უთმობს ვენახების გაშენებას. საფრანგეთი მსოფლიოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად ითვლება.
მე-4 ადგილი – რუსეთი
რუსეთის სახნავი მიწების მოცულობა მთელი დედამიწის სავარგულების 10%-ს შეადგენს. ძირითადი სასოფლო-სამეურნეო მიწები მდებარეობს ცენტრალური ვოლგის რეგიონში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ურალსა და დასავლეთ ციმბირში.
2022 წლის მონაცემებით, რუსეთში სოფლის მეურნეობის მიერ დაკავებული მიწის საერთო ფართობი 379 მილიონ 678,4 ათას ჰექტარს შეადგენდა. სურსათის წარმოების ინდექსმა იმავე წელს 110,2%-ს მიაღწია: ანუ ქვეყანა 10,2%-ით მეტ პროდუქტს აწარმოებს, ვიდრე საკუთარი მოსახლეობის უზრუნველსაყოფად სჭირდება.
რუსეთი სრულად აკმაყოფილებს თავისი მოქალაქეების საჭიროებებს ღორისა და ფრინველის ხორცით, რძითა და რძის პროდუქტებით.
სოფლის მეურნეობა ქვეყანაში უაღრესად მომგებიანია და მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოებას სრულად უზრუნველყოფს.
რუსეთში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მნიშვნელოვანი წილი საზღვარგარეთაც გადის.
ქვეყანა მარცვლეულის წარმოებითა და ექსპორტით საკვანძო ადგილის იკავებს.
მე-3 ადგილი – ინდოეთი
ინდოეთის მებაღეობა და მეცხოველეობა მსოფლიო სოფლის მეურნეობის წარმოების დაახლოებით 60%-ს შეადგენს. ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის მოგება ბოლო 15 წლის განმავლობაში 11%-ით, 87 მილიარდი დოლარიდან 397 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ინდოეთი აბსოლუტური ლიდერია რძის, ჯუთის (სელი) და პარკოსნების წარმოებაში და მეორე ადგილზეა ბამბისა და ბრინჯის წარმოებაში, აქ დიდი რაოდენობით მოჰყავთ: ჩაი, არაქისი, ეგზოტიკური ხილი და სანელებლები.
მე-2 ადგილი – აშშ
შეერთებული შტატები მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოში უახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვაში, რაც პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაზე. უძლიერესი სამეცნიერო ბაზა და მოწინავე აღჭურვილობა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატები უპირობო ლიდერია სიმინდის, სოიას, ბამბისა და საკვები ბალახის წარმოებაში, რაც აუცილებელია პირუტყვის გამოკვებისთვის.
ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წლიური ზრდა ერთ ფერმერზე საშუალოდ 0,85%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
1 ადგილი – ჩინეთი
ჩინეთს მსოფლიოს სახნავი მიწების მხოლოდ 7% აქვს, მაგრამ ქვეყანა ახერხებს პლანეტის მოსახლეობის 22% გამოკვებოს.
ჩინეთში სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების მუდმივი მოდერნიზაცია და ავტოპარკის განახლება განაპირობებს ინდუსტრიის თვითკმარობას.
ჩინეთი კვერცხის, ფრინველის, ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულისა და ბამბის წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში.
სამი ძირითადი კულტურა, რომელიც მსოფლიოში საკვების წარმოების 90%-ს შეადგენს, არის ბრინჯი, სიმინდი და ხორბალი. სწორედ ჩინეთი აწარმოებს მსოფლიო ბოსტნეულის მარაგის 50%, ანუ წელიწადში დაახლოებით _ 50 მილიონ ტონას.
ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.
ამრიგად, სოფლის მეურნეობის განვითარების ტემპებით მსოფლიოში ლიდერებს შორის ყველაზე ხელსაყრელი კლიმატური პირობებითა და მაღალგანვითარებული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვეყნები არიან.
მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა