აგროსიახლეები

ბამბის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები მსოფლიოში

ყველაზე მნიშვნელოვანი არასასურსათო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რასაც ადამიანები მთელ დედამიწაზე ყოველდღიურად ვიყენებთ,  ბუნებრივი ბოჭკო _ბამბაა.
 დედამიწაზე  ბამბის წარმოება 5000 წლის წინათ ინდოეთში დაიწყეს. დღეს ყოველწლიურად მსოფლიოში 25 მილიონ ტონამდე ბამბა იწარმოება.

ამჟამად მსოფლიოში ბამბის ნედლეულის 75%-ს ხუთი ქვეყანა აწარმოებს, ჩინეთი კი ყველაზე დიდი მწარმოებელია. ბამბის წარმოებაზე აქ, დაახლოებით,  89 მილიონი  ფერმერია დასაქმებული. ბამბა ჩინეთის ტექსტილის ინდუსტრიის ძირითადი ნედლეულია.

ბამბის უმსხვილესი მწარმოებლები 2020/2022 (მეტრული ტონა) 2021/2022 (მეტრული ტონა).

ბქვეყნები 2020/2021წწ. ტონა/ 1000 კგ.(მეტრული ტონა/ 13) 2021/2022წწ. ტონა/ 1000 კგ. (მეტრული ტონა/ 13)
 ჩინეთი 6,445,000 5,835,000
 ინდოეთი 6,009,000 5,334,000
 შეერთებული შტატები 3,181,000 3,815,000
 ბრაზილია 2,356,000 2,504,000
 ავსტრალია 610,000 1,252,000
 პაკისტანი 980,000 1,306,000
 თურქეთი 631,000 827,000
 სხვა დანარჩენი 4,059,000 4,282,000
 სულ 24,271,000 25,155,000

წყარო: https://www.visualcapitalist.com