აგროსიახლეებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

მსოფლიოში ალკოჰოლის მოხმარება 1990-წლიდან 70%-ით გაიზარდა

გასული საუკუნის 90-იან წლებიდან დღემდე, როგორც Deutsche Welle წერს, მსოფლიოში ალკოჰოლის მოხმარება 70%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ The Lancet-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს. დასკვნა 189 ქვეყნის მონაცემების შეისწავლის შედეგებს ეყრდნობა.

კვლევის თანახმად, ალკოჰოლის მოხმარებაში ლიდერია მოლდოვა, სადაც 1 ადამიანი წელიწადში საშუალოდ 15 ლიტრ სუფთა სპირტს მოიხმარს. ყველაზე მცირე რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარენ ქუვეითში, სადაც წელიწადში 1 ადამიანის მიერ მოხმარებული ალკოჰოლის მოცულობა 0,005 ლიტრს შეადგენს.

მკვლევრების თქმით, ალკოჰოლის მოხმარებაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა რელიგია, პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემა და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში.

კვლევამ აჩვენა, რომ 1 ადამიანი 1990 წელს  საშუალოდ  წელიწადში 16,32 ლიტრს ალკოჰოლს მოიხმარდა. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 12,95 ლიტრს გაუტოლდა. შვიდი წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 13,05 ლიტრამდე გაიზარდა. მკვლევრების განცხადებით, 2030 წლისთვის ალკოჰოლის მოხმარება 1 სულ მოსახლეზე 11,63 ლიტრამდე შემცირდება.

სპეციალისტების ინფორმაციით, 1990 წლამდე ალკოჰოლის მოხმარების ზრდა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ფიქსირდებოდა. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო ევროპაში. თუმცა შემდეგ სურათი შეიცვალა და აღმოსავლეთ ევროპაში ალკოჰოლის მოხმარება შემცირდა. ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, ინდოეთსა და ვიეტნამში. მკვლევრები ამბობენ, რომ ამ ქვეყნებში ზრდის ტენდენცია 2030 წლამდე შენარჩუნდება.

კვლევაში ასევე გამოიკვეთა, რომ „ფხიზელი“ ცხოვრების წესს 1990 წელს გამოკითხულთა 46% ემხრობოდა, 2017 წელს კი ფხიზელი ცხოვრების წესს – 43% უჭერს მხარს.