მსოფლიოში წარმოებული არყის 35%-ზე მეტს რუსეთი მოიხმარს
მთელ მსოფლიოში არაყი პოპულარული მაგარი ალკოჰოლური სასმელია.
ყოველწლიურად მსოფლიოს 7-8 მლრდ ბოთლ ლეგალურად წარმოებული 45 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების არაყს მოიხმარს. აქედან ნატურალურ გამოსახულებაში რუსეთზე არყის მსოფლიო მოხმარების 35% მოდის.
საყოველთაოდ მიღებული არყის ბაზრის სეგმენტაციის შესაბამისად, პროდუქცია ღირებულებით 1,7 აშშ დოლარამდე მიეკუთვნება მასობრივ, სახალხო სეგმენტს, 1,7 – დან 3,3 დოლარამდე _ საშუალო ფასის სეგმენტს, 3,3 დოლარზე ზევით მოდის ძვირად ღირებულ სეგმენტზე.
ექსპერტების აზრით, არყის სახალხო სეგმენტებზე დღეს მოდის ფიზიკური მოცულობის 70%, საშუალოფასიან სეგმენზე – 25 – 26%; და მხოლოდ 2% მოდის ძვირად- ღირებულ სეგმენტზე.
ქვემოთ წარმოდგენილია ერთ სულ მოსახლეზე არყის მოხმარების გრაფიკი (2012 წლის მონაცემები). – http://www.dailymail.co.uk/news/article-2344040/Global-consumption-spirits-climbing-thanks-Chinas-thirsty-middle-classes–Russia-leads-way-vodka.html.
რუსეთში იმდენი არაყი მოიხმარება, რამდენიც მთელ დანარჩენ მსოფლიოში ერთად აღებული. ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებითაც რუსეთი ასევე პირველ ადგილზე დგას (13,9 ლიტრი კაცზე). და ამ მაჩვენებლით ოდნავ უსწრებს ბელო-რუსს (11,3 ლიტრი კაცზე), და დააახლოებით ორჯერ აღემატება უკრაინასა და პოლონეთს.