აგროსიახლეები

მთავრობის გადაწყვეტილება მიღებულია ათასობით მევენახის მხარდაჭერად

მთავრობის გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის რთველის ფარგლებში ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს მაღალ და დაბალხარისხიან ყურძენზე დიფერენცირებული ფასით, მიღებულია ათასობით მევენახის მხარდაჭერად.
ჩვენი რეფორმის მიზანია, რომ მევენახის მიერ მოყვანილი მოსავალი სრულად და შეუფერხებლად დაბინავდეს, ყურძენი იყოს ხარისხიანი და ქართული ღვინოპროდუქტების ხარისხიც შეესაბამებოდეს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

ეს არის უალტერნატივო გზა იმისთვის, რომ გაგრძელდეს და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების განვითარების დინამიკა და ქართულმა ღვინომ მსოფლიო ღვინის ბაზარზე მყარად დაიმკვიდროს ადგილი პრემიუმ სეგმენტში“ განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.

ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ: სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს 1,20 ლარად; უკონდიციო ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს 1,00 ლარად, ასევე 1,00 ლარად დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს.