აგროსიახლეები

მცურავი ფერმები _ როგორ მიცურავს სოფლის მეურნეობა მომავლისკენ

მცურავი ფერმა წყლის ზედაპირზე მოწყობილი სასოფლო-სამეურნეო სისტემაა, რომელიც კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ მოჭარბებული წყალდიდობებისგან თავდასაცავად არის შექმნილი და ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი.
მცურავი ფერმები მორგებულია არსებულ გარემო ფაქტორებს – მათ ვერ აზიანებს ძლიერი ტალღები და ქარი. მეტიც, ისინი ამ სტიქიას ფერმისთვის სასარგებლო ენერგიად გარდაქმნიან.

ასეთი ფერმები ეფექტიანად მუშაობენ იმ რეგიონებში, სადაც ტრადიციული მიწათმოქმედების განხორციელება რთული ან შეუძლებელია.

ნიდერლანდური მოდელი — როტერდამის Floating Farm

პირველი მცურავი მერძევეობის ფერმა 2019 წლის მაისში, როტერდამის Merwehaven-ის პორტში გაიხსნა. ფერმაში ჰყავთ 40 ძროხა და პროცესები სრულად ავტომატიზებულია: პირუტყვის მოვლა, საკვების და წყლის მიწოდება, ვეტერინარული მომსახურება, რძისა და ხორცპროდუქტების გადამუშავება და სხვა.

ფერმა აღჭურვილია:

 - მზის პანელებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ავტონომიურ ენერგომომარაგებას;
 - წვიმის წყლის შეგროვებისა და გაფილტვრის სისტემებით;
 - საწველი რობოტით, რომელიც ავტომატურად წველის, ახარისხებს და აწვდის რძეს გადამმუშავებელ წარმოებას;
 - ფერმის გამწმენდი რობოტით, რომელიც ასუფთავებს ფერმას, აგროვებს ნარჩენებს სპეციალურ საცავებში, სადაც ნარჩენები გარდაიქმნება ბიოგაზად და ბიოსასუქად და შემდეგ მიეწოდება ქალაქს შიდა მერქნობაში გამოსაყენებლად.

ფერმაში განთავსებულია ე.წ. green columns – ხელოვნური ხეები, რომლებიც ბუნებრივი ხეების მსგავსად ცხოველებისთვის ჩრდილსა და სხვა გარემო პირობების შექმნას უზრუნველყოფს.
ცხოველთა კვების ძირითადი წყარო ქალაქის სასურსათო წარმოების ეკოლოგიური ნარჩენებია (მარცვლეული, კარტოფილი, შროტი თუ სპორტულ მოედნებზე გათიბული მწვანე ბალახი). მიღებული რძე და რძის ნაწარმი პირდაპირ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

ფერმის წარმადობა დღეში, დაახლოებით, 600–800 ლიტრია, რისგანაც იოგურტებსა და ყველს ამზადებენ.

 სტაბილურობა და ცირკულარული ეკონომიკა

ფერმა წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკის სრულყოფილ მოდელს: ადგილობრივი წყლისა და სურსათის ნარჩენების გამოყენებით მიიღება რძე, რომელიც გადამუშავდება დამატებული ღირებულების ახალ პროდუქტად (ყველი და იოგურტი), ხოლო ნარჩენები (ბიოსასუქი) მიეწოდება ქალაქს.

სისტემა მაქსიმალურად ენერგოეფექტურია და იყენებს მწვანე ტექნოლოგიებს, რაც ხელს უწყობს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას.

გლობალური პერსპექტივები და სხვა მოდელები

ბანგლადეშში, წყალდიდობების ზონებში, არსებობს ტრადიციული მცურავი პლატფორმების სისტემა. კლიმატური გამოწვევების გამო ადგილობრივები ქმნიან მცურავ მინი ფერმებს, მცირე ბაღებს, ბაღჩებს, სადაც ბოსტნეული და სხვადასხვა კულტურები იზრდება.

მცურავი ფერმები 3333333333333333333

მცურავი ფერმების მოდელი სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს იმ რეგიონებში, სადაც მათი გამოყენება ეფექტიანი შეიძლება გამოდგეს. ამიტომ სპეციალისტები იკვლევენ მცურავი ბაღების (Jellyfish Barge) გამოყენების ახალ შესაძლებლობებს, რომელიც დაფუძნებულია ჰიდროპონიკაზე. 70 მ² ფართობის პლატფორმა – მცურავი ფერმა 1400–1600 მცენარის გაშენების საშუალებას იძლევა.

არქიტექტურული ფირმები, როგორიცაა Waterstudio, აქტიურად მუშაობენ ქალაქებისა და კომპოზიციური სივრცეების მოდელებზე, რომლებიც მთლიანად მცურავი კომუნიკაციების, სასტუმროებისა და სასოფლო-სამეურნეო ერთეულების შეერთების კონცეფციას ეფუძნება.

მცურავი ფერმები არღვევს ტრადიციულ ცნებას სოფლის მეურნეობის შესახებ – მიწის გარეშე, წყალზე მცურავი პლატფორმები, რომლებიც ინარჩუნებენ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და შექმნილია კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ.

ეს მოდელები არა მხოლოდ აძლიერებენ საკვების ადგილობრივ წარმოებას, არამედ უზრუნველყოფენ მწვანე, ცირკულარულ და, რაც მთავარია – კლიმატისმეგობრული სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივას გლობალური კლიმატური ცვლილების ფონზე.

ამიტომ, არასტანდარტული, მაგრამ დინამიკური და მომავალზე გათვლილი შესაძლებლობების ფონზე, მცურავი ფერმები შეიძლება გახდეს მსოფლიოს პასუხი XXI საუკუნის სოფლის მეურნეობის გამოწვევებზე.