აგრარული განათლებარუბრიკებისტატიები

ნიადაგის კვების ელემენტები –  მაკრო, მეზო და მიკრო სასუქები

მცენარეებს, როგორც  სხვა ყველა ცოცხალ ორგანიზმს სრულფასოვანი კვება სჭირდება, რომლაც, მთელი ვეგეტაციის პერიოდში, ნიადაგიდან იღებს. ნიადაგები როცა ვერ უზრუნველოფენ მცენარეს საკვები ელემენტებით მოითხოვს დამატებით განოყიერებას.
სტატიაში განხილულია ქიმიური სასუქები და მათი კატეგორიები: მაკრო (makros-დიდი), მეზო  (mesosსაშუალო, შუალედური) და მიკრო (micro-მცირე) ელემენტები. აღნიშნულია მათი მნიშვნელობა, დადებით მხარეები და, ასევე გადაჭარბებული ან არასაკმარის კვებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. მითითებულია, რომ  სასუქების გამოყენების პროცესში  აუცილებელია შესაბამისი ორგანიზაციებისა და სპეციალისტ-კონსულტანტების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების გათვალისწინება.

მცენარეებს ზრდა-განვითარებისთვის, როგორც  სხვა ყველა ცოცხალ ორგანიზმს სრულფასოვანი კვება სჭირდება, ისინი საჭირო რაოდენობის საკვებით მთელი ვეგეტაციის პერიოდში ნიადაგიდან მარაგდებიან, მაგრამ ის ნიადაგები რომელებიც დეგრადირებული ან „გადაღლილია“ მინერალური და ორგანული სასუქების ნაკლებობას განიცდის, შესაბამისად მცენარის სრულყოფილ გამოკვებას ვერ უზრუნველყოფს, რაც განვითარების პერიოდში სხვადასხვა გარეგანი სიპტომებითაც ვლინდება და შესამჩნევი ხდება  მცენარე განუვითარებელია,  მცირე და უხარისხო მოსავალს იძლევა.

მცენარეების განვითარების შეფერხება სპეციალისტებისთვის საყურადღებო ფაქტია, რათა   დროული რეაგირება მოახდინონ, დაბალანსებული და დამატებითი კვების სახით. ნიადაგი დროულად გაანოყიერონ მინერალური და ორგანული სასუქებით.

ნიადაგის გამოკვება უნდა მოხდეს მისი მდგომარეობისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების გათვალისწინებით (ნიადაგის ტიპები, თვისებები, მცენარეთა სახეობები და ჯიშები, განვითარების ფაზები, სხვა გარემო ფაქტორები).

თითოეულ მცენარეს ნიადაგის მიმართ გარკვეულ მოთხოვნები აქვს, ის ითვისებს მხოლოდ მისთვის განსაზღვრული რაოდენობის საკვებ ნივთიერებას. სასუქის შეტანა ხდება ინდივიდუალურად (ცალკეულად) და კომპლექსურად – ფხვიერი (მშრალი) და  წყალში ხსნადი ფორმით.

სასუქი გადამწყვეტ როლს ასრულებს მცენარის ზრდისა და მაქსიმალური მოსავლიანობისთვის და   იყოფა ორ ძირითად ტიპად, ორგანული და არაორგანულ სასუქად. ორგანული სასუქები მიიღება ბუნებრივი წყაროებიდან (ნაკელი, კომპოსტი, მცენარეული ნარჩენები, სხვ.),  ხოლო არაორგანული ან სინთეზური სასუქები ქიმიური პროცესებით იწარმოება.

ნებისმიერი სასუქი ელემენტების გამოყენების პროცესში საჭიროა  ბალანსის დაცვა. ქიმიური სასუქები, რომლებსაც მცენარე ნიადაგიდან იღებს  სამ კატეგორიად: მაკრო (makros-დიდი), მეზო  (mesos-საშუალო, შუალედური) და მიკრო (micro-მცირე) ელემენტებად  იყოფა.

მაკრო ელემენტები –  აზოტი (N), ფოსფორი (P) და კალიუმი (K) პირველადი საჭირო საკვები ნივთიერებებია და მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა მცენარის ძირითადი ფიზიოლოგიური პროცესებისთვისაა აუცილებელი (ცილების სინთეზი, ფოტოსინთეზი, ნახშირწყლების ცვლა, ყველა საჭიროა საკვები ნივთიერების მიწოდება-ტრანსპორტირება). მაკროელემენტების გარეშე  ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედება შეუძლებელია, ეს სამი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ერთად ქმნის ტრიოს, რომელიც ცნობილია როგორც _ NPK. 

მეზო ელემენტები –  მაგნიუმი (Mg), კალციუმი (Ca) და გოგირდი (S). ეს ელემენტები  მცენარეებს მაკროელემენტებთან (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი) შედარებით მცირე რაოდენობით სჭირდება, მაგრამ მიკროელემენტებთან (მანგანუმი, რკინა, თუთია და ა.შ.) შედარებით დიდი რაოდენობით. მეზო ელემენტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ მცენარის ზრდა-განვითარებაზე, გავლენას ახდენს მოსავლიანობაზე და აუცილებელია პროდუქტის ხარისხიანობისთვის.

მიკრო ელემენტები – მაგნიუმი (Mg), რკინა (Fe), სპილენძი (Cu), თუთია (Zn), მოლიბდენი (Mo), ბორი (B), მანგანუმი (Mn), ნატრიუმი (Na) და სხვ. შეუცვლელი ელემენტებია მცენარის ნორმალური ფუნქცუიონირებისთვის, ისინი მონაწილეობენ ფერმენტულ რეაქციებში, უჯრედების დაყოფა-გამრავლებაში, ორგანოების ფორმირებაში და ა. შ. მიკროელემენტები  მცენარეს გარემო ფაქტორებისადმი მეტად გამძლეს ხდის: ყინვა, სიცხე, მაღალი ტემპერატურა, სტრესი. ადეკვატური რაოდენობით მიწოდებული მიკროელემენტები ხელს უწყობს მცენარის ინტენსიურ ზრდასა და მოსავალიანობას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ის უარყოფით მხარეები, რომელიც ქიმიური ელემენტების გადაჭარბებულ ან არასაკმარის კვებას მოყვება –  გადაჭარბება მცენარეზე  უარყოფით გავლენას ახდენს და უშუალოდ მოსავლიანობაზე  აისახება, ხოლო არასაკმარისმა კვებამ შეიძლება  მცენარის ზრდა შეზღუდოს, მოსავლიანობა შეამციროს და პროდუქტი ხარისხზე უარყოფითად აისახოს.

ამრიგდ, სასუქების კატეგორიებიდან გამომდინარე მათი გამოყენების პროცესში დაცული უნდა იქნეს სასუქების რაოდენობა და დოზები, კალენდარულ ვადები, და გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა გარემო პირობები. აუცილებელია რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების გათვალისწინება შესაბამისი ორგანიზაციებისა  და სპეციალისტ-კონსულტატების ჩართვით.

           ციური (ციცო) დოსმიშვილი, აგროინფორმაციის სპეციალისტი