აგროსიახლეები

ნიდერლანდური კომპანია 20 მილიონ ევროს მიიღებს დაავადებებისადმი გამძლე კარტოფილის ჯიშების შესაქმნელად

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) 20 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა გამოუყო ნიდერლანდურ ბიოტექნოლოგიურ კომპანიას Solynta, რომელიც კარტოფილის სელექციას ეწევა ინოვაციური მეთოდებით, დაავადებებისადმი და კლიმატის ცვლილებებისადმი გამძლე ჯიშები გამოჰყავთ.
დაფინანსება გაიცა InvestEU პროგრამის ფარგლებში, რომელიც მხარს უჭერს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას და ევროპაში სურსათის უსაფრთხოების გაძლიერებას.

Solynta ტრადიციული საკალმით გამრავლების ნაცვლად იყენებს კარტოფილის ტრადიციული სათესლე მასალით გამრავლების ტექნოლოგიას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ახალგამოყვანილი ჯიშების ქიმიური დაცვის საჭიროებას, ზრდის სარგავი მასალის შენახვის შესაძლებლობას და ამცირებს ახალ პირობებთან ადაპტაციის ვადას.

„ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან ასეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, სწრაფად ვუპასუხოთ მზარდ მოთხოვნას ახალ, გამძლე ჯიშებზე“, – განაცხადა Solynta-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ პორტინგამ.

კომპანია ყურადღებას ამახვილებს იმაზე,  რომ ახალი უხვმოსავლიანი ჰიბრიდული ჯიშების სელექციაში არ გამიყენება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო). კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყონ მდგრად სოფლის მეურნეობას და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას, კერძოდ კი – სიღარიბისა და შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას.

წყარო: EastFruit