აგროსიახლეები

„ორგანული ვიაგრა“: როგორ იქცა ჩვეულებრივი უკრაინული ბოსტნეული გლობალურ ტრეანდად

უკრაინული ტრადიციული ბოსტნეული — წითელი ჭარხალი მსოფლიო ჯანსაღი კვების ბაზრის ახალ ვარსკვლავად იქცა.
EastFruit-ის ცნობით, ბოლო დროს ჭარხალი რეკორდული რაოდენობით გამოჩნდა ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე და განცხადებების რაოდენობით ნომერ პირველი პროდუქტი გახდა.

ბოსტნეულზე, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში და უკრაინაშიც თითქმის ყველა ოჯახს მოჰყავს, ასეთმა მოულოდნელმა „ბუმმა“  და EastFruit-ის გუნდს საერთაშორისო კვლევის ჩატარებისკენ უბიძგა.

რატომ გახდა ჭარხალი ტრენდული სუპერპროდუქტი?

კვლევამ აჩვენა, რომ წითელი ჭარხალი სულ უფრო ხშირად მიიჩნევა ჯანსაღ პროდუქტად, რადგან ის მდიდარია მცენარეული ნიტრატებით, ანტიოქსიდანტებითა და მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით. ჭარხლის რეგულარული მოხმარება ამცირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ფიზიკურ მონაცემებს, ამცირებს ანთების რისკებს, აწესრიგებს საჭმლის მონელებას და ზოგიერთი კვლევის თანახმად — დადებითად მოქმედებს მამაკაცის სექსუალურ ფუნქციაზეც.

„როგორც ჩანს, უკრაინელების გამძლეობისა და ენერგიის საიდუმლო ნელ-ნელა მთელ მსოფლიოში ხდება ცნობილი. ჩვეულებრივი ჭარხალი ქვეცნობიერად იქცევა ჯანსაღი კვების ბაზრის ახალ სიმბოლოდ“, — აღნიშნავენ მკვლევარები.

ჭარხალი უკრაინულ ტრადიციებში

უკრაინული სახელწოდებით „ბურაკი“, ჭარხალი სიღრმისეულად არის ინტეგრირებული ქვეყნის კულინარიულ ტრადიციებში. ბორში, რომელსაც იუნესკო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებს, სწორედ ჭარხალზეა დაფუძნებული. ასევე პოპულარულია კერძები, როგორიცაა „შპუნდრა“ (ღორის ხორცი ჭარხლის სოუსით), ჭარხლის სალათები და პირშუშხასთან ერთად მომზადებული საწებლები.

ჭარხლის მოყვანა უკრაინაში სულ მცირე XVI საუკუნიდან ფიქსირდება, ხოლო XVIII საუკუნისთვის ის ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ ბოსტნეულად ითვლებოდა.

მეცნიერულად დადასტურებული სარგებელი

ჭარხალი გამოირჩევა კვებითი ღირებულებით. მის წვენს შეუძლია:

  • მნიშვნელოვნად შეამციროს არტერიული წნევა;
  • გაზარდოს სპორტული ჟინი (შესწავლილია სპორტსმენებზე);
  • შეამციროს ანთებითი პროცესები (CRP, TNF-α);
  • გააუმჯობესოს ტვინის ფუნქცია, რეაქციის დონე (განსაკუთრებით ტიპი 2 დიაბეტიან ადამიანებში);
  • დაეხმაროს საჭმლის მონელებას (3,4 გრ. ბოჭკო ერთ ჭიქაში);
  • ჰქონდეს პოტენციური ანტიკანცეროგენული თვისებები;
  • ხელი შეუწყოს წონის მართვას დაბალი კალორიულობისა და მაღალი ბოჭკოს შემცველობით.

ამას გარდა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ჭარხლის ნიტრატები, სამრეწველო ქიმიური ნიტრატებისგან განსხვავებით, სრულიად უსაფრთხოა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც კია.

სწრაფად მზარდი ბაზარი

ჭარხლის წვენი გლობალურ ტრენდად იქცა. 2023 წელს მსოფლიო ბაზრის მოცულობამ $14.66 მილიარდს მიაღწია, ზრდის წლიური მაჩვენებელი (CAGR) კი 6.7%-ს აღწევს. ყველაზე სწრაფად პროდუქტი ფართოვდება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში:  ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში, სინგაპურსა და მალაიზიაში. იაპონურ რესტორნებში უკვე გვხვდება კერძები, როგორიცაა ჭარხლის ვაჟინი და ჭარხლის სუპი.

გლობალური პოტენციალი და უკრაინის როლი

ჭარხლის გემოსა და ფერის გარდა, სწორედ მისი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები განაპირობებს მის მზარდ გლობალურ პოპულარობას. ჭარხლის ფხვნილი, რომელიც გამოიყენება საკვებ დანამატებში, კოსმეტიკაში და პურპროდუქტებში, შემდეგ წლებში 5.1%-იანი წლიური ზრდის ტემპით გამოირჩევა. როგორც ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელს, უკრაინას დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით ჭარხლის წვენის კონცენტრატის მიმართულებით.

მცდარად რეპუტირებულინიტრატები

მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში ნიტრატების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ჯერ კიდევ არსებობს, მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ: მცენარეული ნიტრატები, რომელთა წყაროც სწორედ ჭარხალია, ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. FAO-ს ეკონომისტი ანდრია იარმაკი თავის ბლოგში დეტალურად ხსნის, რატომ უნდა განვასხვაოთ ბუნებრივი ნიტრატები საშიში კონსერვანტებისგან.

უკრაინულმა ჭარხალმა ყოველდღიური გლეხური კერძებიდან საერთაშორისო ჯანსაღი კვების ბაზრამდე გაიკვლია გზა. მისი წარმატება ცხადყოფს რომ ტრადიციული საკვები პროდუქტები, სწორად წარდგენის და მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის პირობებში, შეიძლება ეკონომიკური და კულტურული წარმატების საგნად იქცეს.

თუ რეგულარულად სვამთ ჭარხლის წვენს ვარჯიშის შემდეგ ან ხშირად ამზადებთ ბორშს – თქვენ უკვე გლობალური კვებით ტრენდის მომხმარებელი ხართ.

თუ არა – დროა, ეს წითელი ჯადოსნური ბოსტნეული თქვენი რაციონის განუყოფელ ნაწილად აქციოთ.

წყარო: EastFruit