აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმემცენარეობა

ოსპი

ოსპი ერთწლოვანი ბალახოვანი პარკოსანთა ოჯახის მცენარეა. მისი სწორმდგომი ან ნახევრად გართხმული ღეროს სიგრძეა 20-55 სანტიმეტრია.
ოსპს აქვს წყვილფრთა ფოთოლი , 1-3 ყვავილი ერთადაა მოთავსებული ყვავილის ყუნწზე, ფოთლის იღლიაში, იგი თეთრი, ვარდისფერი ან მოიისფრო ლურჯია. ნაყოფი 1-3 თესლიანი პარკია, თესლი ბრტყელი ან ამობურცული აქვს სხვადასხვა ფერის.

გვარში 5 სახეობაა. ერთი — ჩვეულებრივი ოსპი (Lens culinaris), რომელიც ორ ჯგუფად იყოფა: მსხვილმარცვალად და წვრილმარცვლად.

ოსპი უძველესი კულტურაა, ფართოდაა გავრცელებული.

ოსპი – დიდი რაოდენობით მცენარეულ ცილას შეიცავს, რომელსაც ორგანიზმი იოლად ითვისებს.  ამასთან გოგირდის შემცველი ამინომჟავები ვიდრე სხვა პარკოსნებში.

ოსპი შეიცავს უფრო ნაკლებ ცხიმებს, ვიდრე ბარდა და რკინის კარგი წყაროა. ოსპი შეიცავს უფრო მეტ ფოლიუმის მჟავას, ვიდრე სხვა პროდუქტი.

საჭმელად მომზადებული ოსპის ერთი ულუფა დღიურად რეკომენდებული ფოლიუმის მჟავას 90%-ს შეიცავს. ოსპი მდიდარია ხსნადი უჯრედისით, რომელიც ხელს უწყობს საკვების მონელებას და ამცირებს სწორი ნაწლავის სიმსივნის რისკს.

ოსპი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ამაღლებს იმუნიტეტს და ახდენს შარდსასქესო სისტემის მუშაობის ნორმალიზებას.

ოსპის მარცვალი გამოირჩევა მიკროელემენტების სიუხვით – კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, ასევე შეიცავს მარგანეცს, სპილენძს, მოლიბდენს, ბორს, იოდს, კობალტს, თუთიას, ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს, ოსპი კარგი წყაროა B ჯგუფის ვიტამინების, შეიცავს ვიტამინებს PP, A, ხოლო გაღვივებული თესლი კი ვიტამინ C-ს.

თავისი საკვები თვისებებით ოსპს შეუძლია პურის, ბურღულეულის და მნიშვნელოვან წილად ხორცის ჩანაცვლებაც. ოსპი, ისევე როგორც ყველა პარკოსანი, მდიდარია მიკროელემენტებით, განსაკუთრებით მაგნიუმით, რომელიც აუცილებელია გულის და ნერვული სისტემის სრულფასოვანი მუშაობისათვის, ასევე მოლიბდენით და რკინით. იმისათვის, რომ რკინა კარგად იქნეს ათვისებული, ოსპის კერძებს მიირთმევენ ცოცხალი ბოსტნეულის სალათებთან ერთად, რომლებიც მდიდარია C ვიტამინით – პომიდორი, წითელი წიწაკა, მწვანილი.

ოსპისგან მომზადებულ ყველა ინდურ კერძს ცოცხალი ქინძით და ნიახურით კმაზავენ.

ოსპი კარგი წყაროა ტრიფტოფანის – ამინომჟავის, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სეროტონინად გადაიქცევა. როგორც ცნობილია, სეროტონინის დეფიციტი იწვევს დეპრესიას, ცუდ განწყობას, შფოთვას, განსაკუთრებით წლის უმზეო სეზონზე. სეროტონინის დონის ამაღლება შეიძლება როგორც ტრიფტოფანის წყაროს – სრულმარცვლოვანი ბრინჯის საშუალებით, ასევე მწვანე ოსპის დახმარებითაც, ხოლო ყველაზე უკეთესია მათი ნაზავით კერძის მომზადება, რომელსაც არაბულად ღარიბების ხორცსაც უწოდებენ, მათში ცილების დიდი რაოდენობის შემცველობის გამო. ოსპი შეიცავს იზოფლავონებს, რომელთაც შეუძლიათ მკერდის კიბოს დათრგუნვა.

ოსპის ნახარშის გამოყენება რეკომენდებულია შარდ-კენჭოვანი დაავადებების დროს. ძველად ითვლებოდა, რომ ოსპი ნერვულ დაავადებებსაც კურნავს. ძველი რომაელი ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ ოსპის რეგულარული გამოყენება ადამიანს მშვიდს და მომთმენს ხდის. ოსპში არსებული კალიუმი სასარგებლოა გულისთვის. ოსპის პიურე შველის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, კოლიტებს.

ოსპი იოლად და სწრაფად იხარშება, აქვს სასიამოვნო გემო.

მოხარშულ ოსპი ინარჩუნებს მასში არსებული ვიტამინების და მინერალების ნახევარზე მეტს.

საქართველოში ოსპი ლობიოს გავრცელებამდე ინტენსიურად მოჰყავდათ.

დღეს თანამედროვე ცივილიზებული სამყარო ამ კულტურას ინტენსიურად და დიდი რაოდენობით იყენებს, იგი საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია, მაგრამ მხოლოდ შემოტანილი, ძირითადად თურქული წარმოების. კარგი იქნება თუ ქართველი ფერმერები დაინტერესდებიან ოსპის წარმოებით და ქართული ოსპიც გამოჩნდება ბაზარზე.