რუბრიკებისტატიები

ოზონი _ მოკლე მიოხილვა, ტექნოლოგიიური შესაძლებლობები

დღეს, მთელ მსოფლიოში ეკოლოგიური ბალანსის დაცვას მეტი ყურადღება ეთმობა, ვიდრე ოდესმე. ამ მიმართებით ოზონის ტექნოლოგიების გამოყენებას კი, როგორც მკვლევარები ამბობენ, სახალხო მეურნეობის ყველა სფეროში ძალიან დიდი და იმედისმომცემი პერსპექტივა აქვს.

ბოლო 20 წელიწადის განმავლობაში ოზონის გამოყენების სფერო  მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დღეს ოზონის ტექნოლოგიების დახვეწა მთელ მსოფლიოში მასშტაბურად მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ ისეთი მომსახურება, როგორც დეოდორაცია, წყლის და ჰაერის დეზინფექცია, დეზინსექცია, გაუსნებოვნება, საკანალიზაციო სისტემების და გაზ-ქიმიური და ორგანული ნარჩენების გაუვნებელყოფა, სოფლის მეურნეობის და კვების პროდუქტების დიდხანს საღად შენახვა, მეტად ძვირადღირებული პროცედურებია, რაც უარყოფითად აისახება ბიზნესზე და აფერხებს ეკონომიკის განვითარებას.

ოზონირებული სასმელი წყალი

სუფთა წყალი, რაც აუცილებელია ადამიანისთვის, ის წყალი, რომელიც არ შეიცავს  ტოქსიკურ და საშიშ მინარევებს, ბაქტერიებს და ვირუსებს, არ აქვს უცხო სუნი და გემო, ნალექი და მღვრივე არაა.

თუ ტრადიციულად წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოყენება:

1. კოაგულაცია – წყალის გაუფერულების მიზნით;

2. სორბციული – წყალის ორგანოლეპტიკური თვისებების გასაუმჯობესებლად;

3. და წყლის სადეზინფექციო – დაქლორვით, – ახლა კი წყლის ოზონირებით შეიძლება წყალი გააუფერულო, ჩაუტარო დეზინფექცია და გააუმჯობესო მისი გემო. ამასთან ერთად კოაგულანტების გამოყენებით გამოირიცხება წყალში სხვა დამაბინძურებლების შეტანა, ასევე გამოირიცხება ქლორის გამოყენება, რომლის წარმოქმნა და ნაერთები საზიანოა ორგანიზმისთვის.

ოზონი მეტად ორიგინალურად შლის და ანადგურებს წყალში სხვადასხვა მიკროორგანიზმებს. როგორც ძლიერი მჟანგავი, ოზონი აღწევს მიკროორგანიზმში, ჟანგავს მის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს (დნმ, ცილები, ფერმენტები და რნმ), რაც იწვევს უჯრედის სიკვდილს.

წყლის ოზონირების მეთოდის უპირატესობები

ნარჩენ გაზს აქვს თვისება სწრაფად გადაიქცეს O2 – ჟანგბადად. დაშლისას, ოზონის ამდიდრებს წყალს ჟანგბადით;

ოზონი აქრობს ზოგიერთ უსიამოვნო გემოს და სუნს და  აუმჯობესებს წყლის გემოს;

ოზონით ორგანული ნაერთების დაჟანგვისას, არ წარმოიქმნება სიცოცხლისათვის საშიში რაიმე სუბპროდუქტები;

ოზონის არ ცვლის წყლის pH-ს და არ აქრობს ორგანიზმისთვის საჭირო იონებს Ca, Mg, K, Na და აშ;

ოზონი მომაკვდინებელია ნებისმიერი მიკროორგანიზმისთვის, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს წყალში, მათ შორის სხვა სადეზინფექციო საშუალებების მიმართ რეზისტენტულებისაც კი;

ოზონი მოქმედებს წამიერად და ანადგურებს მიკროორგანიზმებს ასჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ნებისმიერი სხვა სადეზინფექციო საშუალება;

ოზონი წარმოიქმნება ადგილზე და არ საჭიროებს შენახვას ან ტრანსპორტირებას.

წყლის ოზონირების მეთოდის ნაკლოვანებები

მეთოდი ძალიან ძვირია; 

ოზონი არის ტოქსიკური გაზი, ასე რომ ნებისმიერი გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს და უსაფრთხოების ნორმების დაცვას;

წყლის ოზონის ჰაერ-ნარევით გაჯერების გამო, იგი იძენს მაღალი ჟანგვის უნარს და ხდება კოროზიულ-აქტიური, რაც მოითხოვს ოზონის მიმართ გამძლე მოწყობილობების და მასალების გამოყენებას (პვქ-ს ან უჟანგავი ფოლადის მილები, პვქ-ს ან ბეტონის რეაქტორები და ოზონირებული წყლის შესანახი ავზები ) და აშ.

წყლის ოზონირების დოზის და არასწორი რეჟიმის შერჩევისას შესაძლებელია წარმოიქმნას დაჟანგვის არასახარბიელო პროდუქტები, რომლებიც დასუფთავების პროცესის დროს ძნელად გასაუვნებელია და შეიძლება უფრო ტოქსიკური აღმოჩნდეს, ვიდრე საწყისი დამაბინძურებელი. ზოგიერთ შემთხვევაში, წყლის ოზონირებამ შეიძლება გამოიწვიოს კოაგულაციის პროცესის გაუარესება და მით უმეტეს, დასამუშავებელ წყალში შემოიტანოს ქიმიური დაბინძურების მაღალი კონცენტრაცია, მაგალითად, ფენოლის;

ხანმოკლე მოქმედება არის გამოწვეულია იმის გამო, რომ ოზონი წყალში სწრაფად იშლება და არ გააჩნია ხანგრძლივი ბაქტერიციდული ეფექტი;

წყლის ოზონირებისას, უამრავი ორგანული დამაბინძურებელი ექვემდებარება განადგურებას, შედეგად მატულობს ბიოდეგრადირებადი ნაერთების რაოდენობა, წყალში იზრდება ე.წ. “ასიმილირებული ორგანული ნახშირბადის” კონცენტრაცია, რომელიც მიკროორგანიზმების მიერ ადვილად ათვისებადია და რაც ხელს უწყობს მათ სიცოცხლისუნარიანობაში. ეს ყოველივე გაწმენდილი წყლის ხელახლა ბაქტერიული დაბინძურების ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

იმ შემთხვევაში, თუ ოზონირებას გამოვიყენებთ ლოკალური სასმელი წყლის გასასუფთავებლად (როდესაც არარსებობის ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემა ან ონკანის წყალი ცუდი ხარისხისაა ) აუცილებელია წინასწარი სამუშაოების ჩატარება, რათა დადგინდეს ოზონის სათანადო დოზა და არჩევანი გაკეთდეს ყველაზე ეკონომიკურად და ტექნიკურად შესაძლებელ ოზონირების სქემაზე.

ლოკალურად, წყლის ოზონირების სადეზინფექციო მოწყობილობები შეიძლება გამოყენებულ იქნას საავადმყოფოებში, სკოლებში, სასადილოებში, კაფე-ბარებში, მცირე საწარმოებში. მოწყობილობები თავსდება იქ, სადაც გადის დაბინძურებული წყლის მილი და უკავშირდება მას შემოვლითი მილით. შემდგომ გასუფთავებული წყალი იმავე მილით და სათანადო წნევით მიეწოდება მომხმარებელს.

წყლის შემადგენლობა დგინდება ქიმიური და ბაქტერიული ანალიზის მეშვეობოთ და საბაზისო ოზონირების მოწყობილობას ემატება გასაფილტრი აღჭურვილობა.

ოზონირება არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი როგორც წყლის გასუფთავების მხოლოდ ერთადერთი მეთოდი, რომელიც გამორიცხავს ყველა შესაძლო დამაბინძურებლებს, იგი არის წყლის გაწმენდის მხოლოდ ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ეტაპი.

ჩამდინარი წყლების ოზონით გამწმენდა

სამრეწველო, წვიმის და სანიტარული საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების ოზონირება გამოიყენება როგორც გამწმენდ საწყის, ისე ბოლო სტადიაზე.

ჩამდინარე წყლების წინასწარი ოზონირება დოზით 2-5 მგ / ლ გამოიყენება:

ფლოტაციის ეფექტურობის გაუმჯობესება : ოზონირება ფლოტაციამდე ან ოზონის ნარევის პირდაპირი გამოყენება  იჟექტორული ფლოტაციის პროცესის დროს (ოზონოფლოტაცია).

ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდის ეფექტურობის გაზრდა. ოზონი ნაწილობრივ გარდაქმნის ორგანულ ნარევს მიკრო ორგანიზმებისთვის უფრო ასათვისებელ ნაერთებად (ე.წ. ასიმილირებული ნახშირბადი).

როგორც წესი, ჩამდინარე წყლების ადრეულ სისტემებში არ გამოიყენება ოზონის დიდი დოზები (არაუმეტეს 5 მგ / ლ), რაც პირველ რიგში დაკავშირებულია ოზონით რთულად მჟანგავი ორგანული ნაერთების ჟანგვისას ტოქსიკური ფორმალდეჰიდის მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოქმნასთან (მდკ 0.05 მგ/ლ).

წინასწარ დამუშავებული ჩამდინარე წყლის ოზონირება გამოიყენება ისეთი ამოცანების ამოხსნისთვის როგორიცაა:

კანალიზაციაში ან წყალშემკრებში ჩაშვებამდე ჩამდინარე წყლის ოზონით გაუვნებელყოფა. გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ულტრაიისფერი დეზინფექცია არასაკმარისად ეფექტიანია.

ჩამდინარე წყლების, ნავთობპროდუქტებისგან და ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებისგან დაწმენდა. ზოგიერთ შემთხვევაში, მოითხოვს წყლის ოზონით და წყალბადის ზეჟანგით ერთობლივ დამუშავებას (AOP დაჟანგვის პროცესი).

ფენოლების მოცილება. ფენოლები უკუ ოსმოსის გამოყენების შემთხვევაშიც კი ძნელად მოსაცილებელია, როგორც არაიონური ნაერთების მიმართ არასაკმარისად მაღალი სელექციურობის გამო.

ჩამდინარე წყლების ფორმალდეჰიდიდან გამწმენდა. იგივე პრობლემებია რაც ფენოლებთანუკუ ოსმოსის სისტემების დაბალი შერჩევითობა , სხვა გამწმენდი საშუალებების არასაკმარისი ეფექტურობა. ამ შემთხვევაში წყლის ოზონირება გამოიყენება წყალბადის ზეჟანგის დოზირებისთან ერთად (AOP პროცესი) ან ულტრაიისფერი გამოსხივებით (AOP პროცესი ფოტოოზონირება). ამ შემთხვევაში აქტიური მჟანგავი აგენტი არის უაღრესად რეაქტიული პეროქსიდის რადიკალები. ჩამდინარე წყლის ოზონირება პეროქსიდის ან UV დასხივების გამოყენების გარეშე ამ შემთხვევაში არაეფექტურია.

გოგირდწყალბადის, ორგანული სულფიდების და მერკაპტანების მოცილება

ჩამდინარე წყლებში ჟანგბადის ქიმიური მოხმარების შემდგომი შემცირება. გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი ოზონირება ისევე ზეჟანგით ან UV-ით დამჟანგველი პროცესი.

განსაკუთრებით მიზანშეწონილია ჩამდინარე წყლებისთვის ოზონირების გამოყენება ერთდროულად რამდენიმე პრობლემის გადაჭრის დროს (რამდენიმე სახის დამაბინძურებლის გაუვნებელყოფა).

ოზონის გამოყენება, ყველა ზემოაღნიშნული მიზნებისთვის შეიძლება, მაგრამ ამ ტექნოლოგიის საყოველთაოდ დანერგვას, ხელს უშლის ოზონის აღჭურვილობის მაღალი ღირებულება და ენერგიის არაეფექტური მოხმარება.

ჩვენი ტექნოლოგიით, ოზონის გენერატორების ფასი  და ენერგიის მოხმარება  არის ძალიან დაბალი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პროდუქტი არის ძალიან ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ჩვენ შეგვიძლია ოზონი მივიღოთ შეუზღუდავი რაოდენობით.

გვაქვს შესაძლებლობა ასევე ვაწარმოოთ სხვადასხვა წარმადობის პორტატული მოწყობილობა სხვადასხვა მიზნებისთვის (ჰაერი, წყალი).

ქვემოთ იხილეთ სხვადასხვა წარმადობის ოზონის გენერატორების განფასება:

O3 / სთ წარმადობა გრამებში O3 -ს რეალური წარმადობა გრამებში (საგარანტიო დიაპაზონით) 1 გრ. O3 – $ სულ – $ სადემონსტრაციო და საბითუმო 25% იანი ფასდაკლება
1 1-3 200 200 150
3 3-5 150 450 340
5 5-10 120 600 450
10 10-15 100 1000 750
20 20-25 90 1800 1350
50 50-60 80 4000 3000
100 100-120 70 7000 5250

წყლის ოზონირების სადგურის შესარჩევად, კონკრეტული ამოცანისთვის, ჩვენ მზად ვართ სწრაფად შევარჩიოთ ოპტიმალური ტექნოლოგია და შემოგთავაზოთ შესაბამისი აღჭურვილობა ოზონირებისთვის. ჩამდინარე წყლების ოზონირების სისტემების ძირითად პარამეტრებს წარმოადგენს ოზონის დოზა და წყალთან შეხების ხანგძლივობა. გაანგარიშებისთვის საჭიროა არსებობდეს  წყლის საწყისი ბაქტეროლოგიურ-ქიმიური ანალიზი, გასუფთავებული წყლის ხარისხისადმი მოთხოვნები და სისტემის წარმადობა. ოზონის დაბალი დოზების შემთხვევაში ყველაზე მიზანშეწონილია ოზონის პირდაპირი შეყვანა წყლის უციკლო ნაკადში, დიდი დოზისთვის – 6 მგ/ლ. და ზემოთ – რეკომენდირებულია გამოიყენოთ წყლის ოზონირების ჭავლურ ცირკულარული ტიპის მოწყობილობა.

გიორგი წივწივაძე,

ჰაიდროგენ ტექნოლოჯის“ დირექტორი