აგროსიახლეები

ფერმერმა სადაზღვეო კომპანიას დავა მოუგო, ალდაგს 95 652 ლარის გადახდა დეკისრა

ფერმერმა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტში 51 587 კვ.მ-ზე ვაშლისა და მსხლის ბაღები აქვს გაშენებული, სადაზღვევო კომპანიას დავა მოუგო. ,,ალდაგს” მის სასარგებლოდ 95 652 ლარის გადახდა დაეკისრა.
ინდმეწარმე ჩიოდა, რომ 2023 წლის აგვისტოს მოსულმა სეტყვამ დაუზიანა ვაშლისა და მსხლის მოსავლის 80%-ზე მეტი. სადაზღვევო კომპანია ამტკიცებდა, რომ ზიანის ოდენობა არ აღემატებოდა 15-20%-ს. მსხლის შემთხვევაში კი – 43%-ს.

სასამართლოზე წარადგინეს სხვადასხვა აქტები. მათ შორის, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა. სასამართლომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაითვალისწინა.

სადაზღვევო კომპანიის აზრით, ზიანის გამოთვლა უნდა მომხდარიყო ა(ა)აიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და ალდაგს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართის მიხედვით, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, არ გამოუყენებია.

,, სამხარაულის ექსპერტების მიერ ზიანის გამოთვლისას დაშვებულ იქნა შეცდომები, დაზიანებული მოსავლის ოდენობა 100-ის მაგივრად შეცდომით გაამრავლეს 1000-ზე რის გამოც უფრო მაღალი დაზიანებული პროცენტული მაჩვენებელი მიიღეს. სამხარაულის ექსპერტების მიერ გამოთვლილი ზიანის ოდენობის ხეხილის ნარგავებზე გაყოფით, ვიღებთ ისეთ მოცემულობას, რომ დაზღვეულ ბაღში უფრო მეტი ნარგავი უნდა ყოფილიყო ვიდრე არის, რაც მტკიცებულების ნაკლზე მიუთითებს და ზიანის ოდენობის გამოანგარიშების მიზნებისთვის არ უნდა გამოყენებულიყო.” – აღნიშნულია ალდაგის საჩივარში.

,,ალდაგის” პოზიციის საპასუხიდ დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც განმარტა:
,,სახეზეა ინტენსიური ტიპის სამრეწველო ბაღი, ე.წ. „ჩახშირებული“ ნარგაობით, რაც ბაღის კარგი მოვლის შედეგია. ნაკვეთზე მოწყობილია თანამედროვე საყრდენი და წვეთოვანი სარწყავი სისტემები. რაიმე სახის მავნებლების, დაავადების, ნარჩენების ან ინფექციის კვალი არ გამოვლენილა. ბაღს ჩატარებული აქვს საჭირო აგროსამუშაოები და მოვლის პერიოდში გამოყენებული შესაწამლი პრეპარატების საფუძველზე გაკეთდა დასკვნა მოსავლიანობის შესახებ, რომელიც გაცილებით აღემატება სადაზღვევო პოლისით დადგენილ ლიმიტს, შესაბამისად დგინდება, რომ ბაღი იყო კარგად მოვლილი და რომ არა სტიქია, იგი სადაზღვევო პოლისში მითითებულ მოსალოდნელ მოსავალს აუცილებლად მოისხამდა.” _  აღნიშნა პროცესზე ექსპერტმა.

გადაწყვეტილება საბოლოოა. ,,ალდაგს” მისი გასაჩივრება აღარ შეუძლია.

წყარო: Qartli.ge – ახალი ამბები შიდა ქართლიდან