აგროსიახლეები

ფერმერთა პროესტი ევროპაში _ რას გამოჰყავს ტრაქტორები ქუჩაში

ბოლო წლებში ევროპული ქალაქების ქუჩები: პარიზში, ბერლინში, ამსტერდამსა თუ ვარშავაში, ხშირად იხერგება ტრაქტორებით. ფერმერები წუნწუხს ასახამენ სამთვრობო შენობებს, შესასვლეებში ყრიან ფერმის ნარჩენებს და ხმამაღლა აცხადებენ, რომ არსებული აგროპოლიტიკა მათი გაკოტრებისკენ მიმავლი გაზაა.
პროტესტი ხშირად მწვავე უფრო  ფორმებს იღებს, რაც პოლიციასთან შეტაკებით მთავდება და ნათლად აჩვენებს, რომ  ევროპაში სოფლის მეურნეობა სისტემურ კრიზისს განიცდის.

ფერმერთა უკმაყოფილების მიზეზები მრავალფეროვანია, თუმცა არსებობს ძირითადი თემები, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანის ფერმერებს აწუხებს:

წარმოების ხარჯების ზრდა _ საწვავი, სასუქები, ელექტროენერგია და ტექნიკა გაძვირებულია, ხოლო პროდუქციის სარეალიზაციო ფასი უფრო ხშირად მცირდება, ვიდრე იზრდება.

გარემოსდაცვითი რეგულაციების გამკაცრება _ ნიტრატების, პესტიციდებისა და ემისიების შეზღუდვები, ფერმერთა თქმით, მათ ამისთვის რეალურ ეკონომიკურ კომპენსაციას არ ახლავს.

იაფი იმპორტი _ ევროკავშირის გარედან (ბრაზილია, არგენტინა, უკრაინა)  შემოსულ პროდუქციას, რომელიც უფრო დაბალი სტანდარტებით არის შესრულებული, ადგილობრივი ფერმერების მიერ მაღალი ხარისხით წარმოებული პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს.

ბიუროკრატია და დაგვიანებული სუბსიდიები _ CAP-ის ფარგლებშიმიღებული დახმარება ხშირად დაგვიანებულია და რთული ადმინისტრაციული პროცედურებით არის დატვირთული.

მცირე საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერის აუცილებლობა.

ფრანგი მარცვლეულის მწარმოებელი ფერმერი, ჟან-ლუკ მორო, აცხადებს, რომ ისინის გარემოს დაცვას არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ როცა რეგულაციები მხოლოდ ქაღალდზე ლამაზად დაწერილი და ფერმერს რეალურ შემოსავალს ართმევს, ეს უსამართლობაა და ამის მოთმენას არ შეეგუებიან.

გერმანელი ფერმერი, ჰანს ბეკერი:

„თუ დიზელზე შეღავათს გვიუქმებენ, ხოლო პარალელურად იაფ იმპორტს არ ზღუდავენ, ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ ფერმერები შექმნილ გარემოებას მსხვერპლად შეგვწირონ, რასაც არ დავუშებთ.“

ნიდერლანდელი მეცხოველე, პიტერ ვან დეიკი:

„გარემოსდაცვითი რეგულაციები ისე იწერება, თითქოს ფერმერია ყველფრის პრობლემაა, იაფ პროდუქტებს ითხოვენ და არავინ კითხულობს ამდენი ხელოვნური რეგულაციების პირობებში, როგორ შეიძლება ამის მიღწევა.“

რას პასუხობს ფერმერებს ხელისუფლება

ევროკომისიამ და ეროვნულმა მთავრობებმა გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგეს. ზოგან ეკოლოგიური მოთხოვნების ნაწილის ამოქმედება გადაავადეს, ზოგან საწვავის სუბსიდიები დროებით აღადგინეს, ბევრგან CAP-ის ფარგლებში ბიუროკრატიის შემცირებაზეც დაიწყეს ლაპარაკი, თუმცა ფერმერები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯები დაგვიანებული და არასაკმარისია.

ფაქტია, ფერმერთა პროტესტებმა უკვე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შიდა ბაზრებზე და პოლიტიკურ დღის წესრიგზე.

სოფლის მეურნეობა, რომელიც წლების განმავლობაში „მშვიდ სექტორად“ ითვლებოდა, ბოლო წლებია, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოლიტიზებულ სფეროდ იქცა.

ევროპელი ფერმერების პროტესტი მხოლოდ სოციალური უკმაყოფილება არ არის.  ეს სიგნალია, რომ გარემოსდაცვითი კეთილშობილური მიზნები და ეკონომიკური რეალობა ერთმანეთს ვერ ეწყობა.

ფერმერები ეკოლოგიაზე უარის თქმას კი არ აპირებენ, არამედ სამართლიან გარდამავალი მოდელის შექმნას, სადაც რეგულაციებს რეალური ფინანსური მხარდაჭერა მოჰყვება.

ევროპული გამოცდილება მკაფიო გაკვეთილია ყველასთვის_ აგროპოლიტიკა, რომელიც ფერმერის ყოველდღიურ გამოწვევებს არ ითვალისწინებს, ადრე თუ გვიან ქუჩის პროტესტად გადაიქცევა.