ფიჭის დაძველების გავლენა ფუტკრის ოჯახზე
ფიჭა ძველდება უჯრედებში ბარტყის გამოზრდის შედეგად, ბარტყი ტოვებს მასში პერანგს და ექსკრემენტებს, დარჩენილი ნივთიერებები რეაგირებენ ცვილთან, რომელიც თანდათან მუქდება.
დადან-ბლატის სკის ბუდის ფიჭა აშენების შემდეგ იწონის 140გ-ს, მასში ბარტყის 6 თაობის გამოზრდის შემდეგ – ორჯერ მეტს, 17 თაობის შემდეგ – სამჯერ მეტს.
თუ ფიჭაში ბარტყი არ იზრდება (საკუჭნაოს ჩარჩო), მაშინ მისი მასა არსებითად არ იცვლება.
ყავისფერ ფიჭაში უჯრედის მოცულობა მცირდება 4,1 და 13,8%-ით, ბარტყის გამოზრდაზე დახარჯული საკვების რაოდენობა იზრდება 2,5-დან 3,7კგ-მდე (1 კგ ფუტკარზე გაანგარიშებით). ფუტკრის ოჯახის პროდუქტიულობა მცირდება 40-47%-ით (Туников и др.2001).
ამას გარდა ძველ ფიჭას რიგი უარყოფითი თვისებები აქვს: იგი ხშირად ინფექციური და ინვაზიური დაავადებების წყაროა, გაზრდილი რაოდენობით შეიცავს მძიმე ლითონებს, პესტიციდებს, ცეზიუმის რადიოიზოტოპებს, მასში უფრო ადვილად კრისტალდება თაფლი, რაც სახიფათოა ზამთრობის დროს.
შეეცადეთ, რომ 2 წელზე ძველი ფიჭა (ბუდის ჩარჩოებში) თქვენს საფუტკრეში არ იყოს.
ეს გააჯანსაღებს თქვენს ფუტკარს და ცვილის პროდუქციას გაგიზრდით!
თემურ ღოღობერიძე, გოგი მაძღარაშვილი, მაია ფეიქრიშვილი, ცირა ნაფეტვარიძე, ლიზა ბალიაშვილი, ალექსანდრე კორძახია, შალვა კვეზერელი