დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის ოჯახების გამრავლება ხელოვნურად

ფუტკრის ოჯახის ხელოვნურად გამრავლება საშუალებას მოგცემთსაფუტკრის მატება მოხდეს დაგეგმილ ვადებშიგაიზარდოს ოჯახების პროდუქტიულობა და შემცირდეს  შრომითი  დანახარჯები ფუტკრის  მოვლაზეყველაზე ხშირად ოჯახების გამრავლება ხდება ნაყრების შედგენითუფრო იშვიათადმათი შუაზე გაყოფითთანაბარ ნაწილებად.
თავის მხრივ ნაყრები შეიძლება იყოს ინდივიდუალური (1 ნაყარი ერთი ოჯახიდან), ან ნაკრები (რამდენიმე ოჯახიდან შედგენილი), აგრეთვე ფიჭიანი (ნაყარი შედგება ჩარჩოიანი ფიჭებიდან იქ არსებული ფუტკრით,  ბარტყით და საკვების მარაგით) და უფიჭო  (ნაყარი წარმოდგენილია მხოლოდ მუშა ფუტკრით).

ნებისმიერ შემთხვევაში შედგენილ ნაყარს აძლევენ დედა ფუტკარს (განაყოფიერებულს ან გაუნაყოფიერებელს), ან მწიფე სადედეს.

ნაყრის შედგენა

ეს უნდა მოხდეს მთავარი ღალის დაწყებამდე 3-4 კვირით ადრე და იმის გათვალისწინებით, ნაყარი დარჩება საფუტკრეში, თუ მისი რეალიზაციაა განზრახული.

კარგ ამინდში ნაყრის შესადგენად  წინასწარ დადგით სკაჩადეთ ერთი ჩარჩო აშენებული ან ხელოვნური ფიჭით და გამყოფი ტიხარიაგრეთვე სათბუნებელი მასალა (საფარი ტილო და ბალიში), მოძებნეთ ძველ სკაში დედა ფუტკარი მისი დროებითი იზოლირებით   და ახალ  სკაში  აქედან გადაიტანეთჩარჩო მასზე მსხდომი ფუტკრითრომელთაგან ორი მწიფე ბარტყით არის დაკავებულიერთი საკვებით არის შევსებული.

რამდენიმე საათის შემდეგროცა მოღალე ფუტკარი ნაყრიდან ძირითად სკაში დაბრუნდებანაყარს მიეცით სადედე გალია დედა ფუტკრითორ მეზობლად ჩადგმულ ჩარჩოებს შორისთაფლიან უჯრედებთან დედის კონტაქტის შესაძლებლობითან მწიფე სადედე.

ერთი დღის შემდეგ გალიის ქვედა ძელაკს აღებენ  და მას გადაფარავენ ხელოვნური ფიჭის ფურცლით, კიდევ ერთი დღის შემდეგ შეამოწმებენ, ფიჭის გაღრღნის შემდეგ დედა ფუტკარი მიღებულია თუ არა.  საჭიროების შემთხვევაში დედა ფუტკარს განმეორებით აძლევენ.

მწიფე სადედის მიცემის შემთხვევაში, თუ ფუტკარი მას მიიღებს, სადედის ქვედა ბოლო წესისამებრ არის გახსნილი, ხოლო გვერდიდან გახვრეტა იმას მოწმობს, რომ იგი მოკლეს. პირველ შემთხვევაში დედის მიღების შემდეგ, ხოლო მეორე შემთხვევაში დედის გამოჩეკისა და განაყოფიერების შემდეგ ნაყარს გააძლიერებენ ძირითადი ოჯახიდან ბარტყიანი ფიჭებით (1-2), აგრეთვე პერიოდულად დამატებით აძლევენ 50%-იან შაქრის სიროფს კვერცხდების გასაძლიერებლად. შემდგომში ნაყრის მოვლა ხდება საფუტკრეში არსებული ტექნოლოგიის  მიხედვით.

ნაკრები ნაყრის შედგენა მაშინ ხდება, როცა საფუტკრის ოჯახების კონდიცია საკმარისი არ არის ინდივიდუალური ნაყრების შესადგენად. ნაკრები ნაყარი შეიძლება შედგეს უფრო ძლიერი და შესაბამისად მთავარი ღალის დაწყებიდან 2-3 კვირით ადრე, რაც ძირითადი ოჯახების გაძლიერებისათვის არის სასურველი. ნაყარს შედგენის შემდეგ ზემოაღწერილი წესით აძლევენ დედა ფუტკარს ან მწიფე სადედეს.

ამანათნაყრის შედგენა გათვალის წინებულია გასაყიდი ნაყრისათვის, რომელსაც ათავსებენ ფანერის ყუთში ზომებით (მმ) სიგრძე-475, სიგანე-200, სიმაღლე-390 (ოთხჩარჩოიანი). ყუთს აქვს მავთულბადიანი სავენტილაციო ჭრილი, საფრენი და შიგა მხარეზე ჩარჩოების 4 გამყოფი, ტრანსპორტირების დროს მათი მდგრადობისათვის. თუ ამანათნაყარი დგება ექვს ჩარჩოზე, მაშინ ყუთის ზომებია 475x290x390მმ. ბარტყიანი ფიჭები ბუდის შუაგულში იდება, საკვების რაოდენობა წესისამებრ 4 კგ უნდა იყოს. სასურველია, ტრანსპორტირება მაქსიმალურად ხანმოკლე იყოს, ადგილზე ფუტკრის გადასხმა სკაში მოხდეს ამანათნაყრის მიტანისა და 1 საათის განმავლობაში ფუტკრის დამშვიდების შემდეგ.

უფიჭო ამანათნაყარს ადგენენ ბარტყის ინფექციური დაავადებების გავრცელების შეზღუდვისათვის, აგრეთვე ტრანსპორტირების ხარჯების შესამცირებლად (ნაყრის მასა ყუთიანად 3-ჯერ ნაკლებია ფიჭიანთან შედარებით). იგი გათვალისწინებულია იმ შემთხვევისათვის, როცა ნაყრის მიმღებს სკების გარდა აქვს საჭირო რაოდენობის აშენებული ფიჭები ნაყრების დასაბინავებლად. ყუთის გვერდის კედლები ფანერისაა, ჭერი და ძირი 20 მმ-იანი ფიცრისაგან კეთდება, გვერდის ერთი კედელი მავთულბადით არის წარმოდგენილი, ჭერში გაკეთებულია ხვრელები საკვებურის დასადგმელად და სადედე გალიისათვის. საკვებურად იყენებენ ლითონის ქილას, რომელსაც უკეთებენ 2 ნახვრეტს, თითოეულს 0,8 მმ ზომით და გადაყირავებულს დგამენ ჭრილში. მინის ქილის გამოყენების შემთხვევაში კაპრონის სახურავში აკეთებენ ანალოგიურ ჭრილებს. საკვებად იყენებენ შაქრის სიროფს 66-67 მას.%-ით. სანაყრე ყუთის ზომებია 230x150x430მმ, საკვების მასა-1,4 კგ, რაც საკმარისია 10 დღის განმავლობაში საარსებოდ.

გიორგი მაძღარაშვილი

 „მეფუტკრეობა“