დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის ოჯახი და მისი ბუდე

ფუტკრის ოჯახი ერთი მთლიანი ორგანიზმია. მათი ცხოვრება იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ ოჯახის არც ერთ წევს არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა.

ოჯახის სრული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია სამივე სახის – დედამამა და მუშა ფუტკრის არსებობა.

დედა ფუტკრის ფუნქციაა კვერცხის დება, რაც უზრუნველყოფს შთამომავლობის დატოვებას და ოჯახის გამრავლებას.

მამალი ფუტკრის მოვალეობაა დედოფლთან შეწყვილება და მისი განაყოფიერება, რის გარეშეც დედა ფუტკარი შთამომავლობას ვერ დატოვებს.

მუშა ფუტკარი კი პასუხისმგებელია ყველა დანარჩენ სამუშაოზე – იგი ამარაგებს ოჯახს საკვებით, კვებავს და უვლის ბარტყს, მოაქვს წყალი, ანიავებს, ასუფთავებს და იცავს ბუდეს და ა.შ.

ფუტკრის თითოეული კასტა თავის შეუცვლელ და უმნიშველოვანეს დავალებას ასრულებს, სწორედ ამიტომ ისინი ერთად ცხოვრობენ და ამით ქმნიან ერთიან ორგანიზმს.

ფუტკრის ოჯახი თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილსს ბუდეში, ფიჭებზე ატარებს.

ფიჭებზე, უჯრედებში განთავსებულია:

  • დედის მიერ დადებული კვერცხი
  • ღია და გადაბეჭდილი ბარტყი. 
  • საკვები მარაგი – თაფლი და ჭეო.

მთლიანობაში კი, ეს ქმნის ფუტკრის ოჯახის ბუდეს.

 

 

 

 

 

ტემპერატურის რეგულირება ბუდეში​

ფუტკრის ოჯახის ბუდეში ტემპერატურის რეგულირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ფუტკრები ცდილობენ ბუდეში 32-35 °C-მდე ტემპერატურა შეინარჩუნონ, რათა მათმა ბარტყმა უპრობლემოდ შეძლოს განვითარება.

თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია ფუტკრები ცდილობენ ბუდის განიავებს ცხელი ჰაერის გარეთ გამოდევნით ან წყლის აორთქლებით.

ფუტკრების მიერ სკის/ბუდის განიავება

როდესაც ტემპერატურა ძალიან დაბალია, ისინი ერთად ჯგუფდებიან და ფრთების ვიბრირებით ტემპერატურას მაღლა სწევენ.

სიცივეში ყველაფერი ასე ხდება:

მაგალითად, თუ ტემპერატურა 17°C-მდე დაეცემა, ფუტკრებს უკვე შეუძლიათ ერთად შეჯგუფდნენ, რომ სითბო უკეთ შეინარჩუნ და ამით დაიცვან დედა ფუტკარი და ოჯახის თითოეული წევრი სიცივისაგან. 

როცა ტემპერატურა 13 გრადუსზე ჩამოვა, ფუტკრის ეს შეკრული ჯგუფი კიდევ უფრო მეტად შეიკრება და ა.შ.

ხოლო თუ გარე ტემპერატურა -5°C ქვემოთ ჩამოვიდა, ბუდეში ფუტკრის შეკრული გუნდი ტემპერატურის ასაწევად ფრთების კუნთების რხევას იწყებს. ამ დროს ფუტკრის სხეულის ტემპერატურა იზრდება 44°C, რაც 9°C-ით მეტია მისი სხეულის ნორმალურ ტემპერატურაზე.

ზამთარში ფუტკრის შეკრული გუნდის ცენტრში ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე მის განაპირას. ფუტკრის გუნდის გარეთა ტემპერატურა, დაახლოებით, 8°C, ხოლო შიგნით – 27°C. 

იმისთვის რომ, გუნდის თითოეული წევრი თანაბრად გათბეს, გუნდის გარეთ და შიგნით მყოფი ფუტკრები ერთმანეთს ადგილებს უცვლიან და ასე განაგრძობენ მათი მოვალეობის შესრულებას.

ასე ახდენენ ფუტკრები ბუდის თერმორეგულირებას და ქმიან თავიანთ მიკრო კლიმატს.

ფუტკრის შეკრული გუნდი ზამთარში
თავისუფალი სივრცე ბუდეში
რა არის თავისუფალი სივრცე და რატომაა იგი მნიშვნელოვანი?

ფუტკრები, იმისთვის რომ ბუნებრივად მოწყობილ ბუდეში თავისუფლად გადაადგილდნენ, ფიჭებს შორის, ასევე ბუდის კედლებსა და ფიჭებს შორის ტოვებენ თავისუფალ სივრცეს.

ამ სივრცის სიგანე დაახლოებით 4,5-დან 9 მმ-მდე მერყეობს.

თუ ბუდეში რომელიმე ორ საგანს შორის სივრცე 4,5 მმ-ნაკლები ან 9 მმ-ზე მეტია, ფუტკრები მას დინდგელით ან ცვილით ავსებენ.

ლორენცო ლანგსტროტი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ფუტკრის თავისუფალი სივრცე მოძრავი ჩარჩოების შესაქმნელად გამოიყენა და ამით საფუძველი დაუდო თანამედროვე, სამეწარმეო მეფუტკრეობას.

ლანგსტროტის ამ აღმოჩენამდე მეფუტკრეებს ხშირად დიდნდგელით ჩაწებებული ჩარჩოების ამოტეხვა უწევდათ სკიდან, რადგან სკის კედელსა და ჩარჩოს გვერდით თამასას შორის მანძილი 4,5 მმ-ზე ნაკლები იყო, მოგვიანებით კი, ლანგსტროტმა ეს მანძილი გაზარდა.

ფაქტობრივად, ეს იყო მეფუტკრეობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა.

ფუტკრის თავისუფალი სივრცის მოქმედების პრინციპის გაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც სკებისა და ჩარჩოების საკუთარი ხელით აწყობას გადაწყვეტს.

წყარო:beekeeper.ge