სამშაბათი, დეკემბერი 31, 2024
დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის სივრცე

ჩვენ მეფუტკრეებმა ყველამ ვიცით, რომ ფუტკრის სივრცე ეს მანძილია, რომლის ზომაც შედგება 4,0მმ-დან 8,0მმ-მდე, თუმცა ზოგიერთი თვლის რომ ეს მანძილი 6,0მმ-დან 9,0მმ-მდეა.

თუმცა ეს ცვლადი განზომილებაა, რომლის ცვალებადობა დასაშვებია 5,3+ ან – 0,5მმ. და 9მმ.+0,0მმ., ან -1,0მმ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორი განსხვავებული ზომა არსებობს, რომ ფუტკარი მუშაობს ან ინდივიდუალურად, ან კიდევ მუშაობენ „ზურგით – ზურგთან”.

განვიხილოთ სივრცითი ზომები:

სივრცე ნაკლები 4,0მმ-ზე _ ძალიან მცირეა რომ გაძვრეს ფუტკარი, მხოლოდ დეფორმირებულ მუშა ფუტკრებს შეუძლიათ. ყველა შემთხვევაში ეს სივრცე ამოივსება დინდგელით ან დინდგელის და ცვილის ნარევით და კიდევ პროპოლისი, ცვილის და ყვავილის მტვრის ნარევით (ეს უკანასკნელი ჩემი აზრით შუქის გამტარობის/მგრძნობელობის გამო).

სივრცე 4,3მმ. _ ეს სტანდარტული მანძილია რომ არ გავიდეს დედა (განემანი).

სივრცე 5,0მმ. _ სივრცე რომელიც გამოიყენება მუშა ფუტკრებიდან ყვავილის მტვერის შესაგროვებლად.

სივრცე 5,2მმ. – 5,4მმ. _ ეს სივრცე გამოიყენება ე.წ. “სამამლე ხაფანგისთვის“, რადგან მასში თავისუფლად გადიან მუშა და დედა ფუტკრები, ხოლო ვერ გაძვრება მამალი ფუტკარი.

სივრცე 6,0მმ. _  მანძილი სადაც ინდივიდუალურად შეუძლია იმუშაოს ან გაძვრეს ფუტკარი, ფუტკარს უადვილებს ბუდის დაცვას (საფრენთან), ასევე ხელს უშლის ორპირის წარმოქმნას და ხელს უწყობს ბუდეში ჰაერის ტენიანობის შენარჩუნებას.

სივრცე 7,0მმ. _ არ გამოიყენება ფუტკრების მიერ, თუმცა ზოგი მეფუტკრე თვლის რომ ეს დასაშვებია თუნდაც ხელოვნური ბუდის მოწყობაში (ჩარჩოებს შორის და ა.შ.), თუმცა თუ ეს მანძილი ზედა თამასებს შორის ფიქსირდება, დიდი ალბათობით გვერდით თამასაზე მივიღებთ ცვილის ფენას, ჩარჩოები რომლებიც განთავსებულია 35,0 მმ. დაშორებით (ჰოფმანი) და რომლებსაც ზედა თამასის სისქე 28 მმ. აქვს,  7,0მმ. დაშორებას იძლევა.

სივრცე 8,0მმ. _ მანძილი რომელიც”პოპულარულია” ფუტკრებს შორის რადგან ეს მანძილი არის 1/4” და 3/8” (დუიმი) შორის (ძველი წიგნებიდან გამომდინარე).

სივრცე 9,0მმ. _ მანძილი რომელსაც ინარჩუნებენ ფუტკრები გადაბეჭდილ ბარტყიან ფიჭებს შორის “ზურგით ზურგთან”. ეს მანძილი დამკვიდრებულია ბუდის შუა ნაწილში ბარტყთან.

სივრცე მეტი 9,0მმ-ზე _ ჩვენ უკვე გავცდით ფიჭას

მანძილი ფსკერს და ჩარჩოს ქვედა თამასას შორის დასაშვებია 28,0მმ. – 31,0მმ (თუმცა არის უფრო დიდ დაშორებაც გონივრულ ფარგლებში) რადგან ფუტკრები თვლიან, რომ ეს ბუდეა ფუღუროში.

ავქვსენტი ალეკო პაპავა, მეფუტკრ