პოლონეთის რკინიგზის სადგურზე 160 ტონა უკრაინული მარცვლეული დააზიანეს
პოლონეთში, 25 თებერვლის ღამეს, რკინიგზის სადგურ კოტომეჟში უკრაინული მარცვლეული ვაგონებიდან პირდაპირ ლიანდაგებზე ჩამოცალეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რეკონსტრუქციის სამინისტროს ტელეგრამის არხი ავრცელებს.
როგორც აღინიშნა, ტვირთი ტრანზიტით გდანსკის პორტში გადაჰქონდათ, საიდანაც ის მსოფლიოს სხვა ქვეყნებში უნდა გაგზავნილიყო.
_ „უკრაინული მხარე ერთგულად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს და პოლონეთის მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად, არ ახორციელებს ზოგიერთი სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს პოლონეთის ტერიტორიაზე, რაც ოფიციალურადაც არის დადასტურებული.
არც ხორბალი, არც სიმინდი და არც რაფსი, რომელიც უკრაინიდან პოლონეთის გავლით გადაგვქონდა, პოლონეთში არ რჩება“. _ განაცხადა სათემო ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.
როგორც უკრაინის ხელისფურლება აცხადებს, ბოლო 5 თვის განმავლობაში უკრაინას თავისი მარცვლეული პოლონურ ბაზარზე არ უყიდია.