ევროკავშირის ქვეყნების და პოლონეთის მებაღეობის ეფექტიანობის შეფასება
ლიუბლიანა უნივერსიტეტის მებაღეობის ეკონომიკური კვლევის ლაბორატორიის დოქტორმა დაურიუშ პაშკომ წარმადგინა ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული პოლონეთის მებაღეობის ევროპელ კონკურენტებთან ეფექტიანობის შეფასება.
კვლევის მიზანი _ პოლონეთის მეხილეობის დარგში არსებული მდგომარეობის შეფასება და წარმოების ეფექტიანობის გასაზრდელად რეფორმების მიმართულების განსაზღვრა.
ვაშლი
2012-2016 წლებში პოლონეთი ევროპაში უმსხვილეს ვაშლის მწარმოებლად აღიარეს.
ექსპერტების აზრით, პოლონეთში ვაშლის საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 17 ტონაა და სტატისტიკური მაჩვენებლით მხოლოდ რუმინეთს (8 ტ/ჰა) უსწრებს. ევროპაში ვაშლის ყველაზე მეტი საჰექტარო მოსავლიანობა (44ტ/ჰა) იტალიაში, საფრანგეთში (37ტ/ჰა) და გერმანიაშია (39ტ/ჰა).
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პოლონური ვაშლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვარგისი იყო, მხოლოდ გადასამუშავებლად. შესაბამისად ფერმერებს მისი გაყიდვა შედარებით ნაკლებ ფასად უწევთ.
ხარისხი, დასავლეთევროპელ კონკურენტებთან შედარებით, პოლონური ვაშლის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი პრობლემაა.
ვაშლს დაბალმოსალიანობას და ფასების სიმცირეს პოლონეთში მიწების, სამუშაო ძალის და კაპიტალიზაციის ნაკლებეფექტიანობა განაპირობებს. ეს კვლევის შედეგით მიწების ეფექტიანად გამოყენებით პოლონეთს ევროკავშირში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.
2012-2016 პოლონეთში მიწების პროდუქტიულობამ 2,28 ათასი კაც €/ჰა, ხოლო შრომის ეფექტიანობამ _ 2,4 €/სთ. შეადგინა.
შედარებისთვის, იტალიაში და საფრანგეთში მიწების წარმადობა 21.6 ათას კაც €/ჰა-ი ,ხოლო შრომის ეფექტიანობა 19,2 €/სთ-ია.
პოლონელი ექსპერტის აზრით, ის რაც წარმოდგენილი ციფრებიდან ჩანს, არც ისე ცუდი შედეგია, რადგან ბაღების ტრადიციულ (მცირემოსავლიანი), ინტენსიურ და სუპერინტენსიურ კატეგორიებად დაყოფა იძლევა ასეთ განსხვავებულ შედეგებს, თორემ სუპერინტენსური ბაღებით გაშენებული მიწების და სამუშაო ძალის წარმადობა ევროპული ლიდერი ქვეყნების მებაღეების შედეგებს არ ჩამორჩება.
ექსპერტები პოლონელ ფერმერებს ურჩევენ წარმოების ინტესნიფიკაციით მუდმივად გააუმჯობესონ ეკონომიკური მაჩვენებლები და ვაშლის ხარისხი.
ალუბალი
ალუბლის საშუალო მოსავლიანობამ პოლონეთში საშუალოდ 182 ათასი ტონა შეადგინა. მხოლოდ თურქეთს შეეძლო ეამაყა ევროპაში უფრო უხვი მოსავლით. დოქტორ პაშკოს სიტყვებით პოლონეთის ალუბლის წარმოება ძირითადად ორიენტირებულია სამრეწველო გადამუშავებაზე, მაგრამ მოსავლის ხელით კრეფის დროს გარანტირებულია ხარისხი, პროდუქციის სასაქონლო სახე, რაც ევროკავშირის ბაზარზე ძვირად ფასობს, თუმცა ხელით კრეფა პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის.
განსხვავებული ვითარებაა გერმანიაში, სადაც მოსავლის დიდი ნაწილი სწორედ სადესერტო ბაზრისთვის არის განკუთვნილი და ხილის ფასიც, სამრეწველო პროდუქციასთან შედარებით, გაცილებით მაღალია. თუმცა ამ შემთხვევაში გერმანიის ალუბლის წარმოების მოცულობა (15 ათასი/ტ.) ორჯერ უფრო მცირეა, ვიდრე პოლონეთისა.
პოლონეთში დომინანტი ადგილი ტრადიციულ ბაღებსა და ძველი ჯიშების მოშენებას უჭირავს, ხოლო დასავლეთ ევროპის ქვეყნებში (გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი) მაღალხარისხიანი ხილი დახურულ პლანტაციებში მოჰყავთ. პოლონეთის ალუბლის ბაღების ეფექტიანობა ევროპელ ლიდერებთან შედარებით, ისევე როგორც პოლონეთში მოყვანილი სხვა ხეხილოვანი კულტურების შემთხვევაში, დაბალია.
ექსპერტი პოლონელებს ურჩევს, გააუმჯობესონ ხარისხი და ძველი ბაღები თანამედროვე ჯიშებით შეცვალონ, რათა უფრო მეტად დააკმაყოფილონ ევროპელ მომხმარებელთა მოთხოვნები.
ჟოლო
პოლონეთში წამყვანი ადგილი ჟოლოს ღია გრუნტზე წარმოებას უჭირავს. მოსავლის უმეტესი ნაწილი გადასამუშავებლად არის განკუთვნილი.სამრეწველო პლანტაციებში ჭარბობს საშემოდგომო ჯიშები.
პლანტაციების უმეტესობაში მოსავალს ხელით იღებენ, თუმცა ზოგან, სადაც ჟოლო მთლიანად გადასამუშავებლად იკრიფება, სპეციალურ კომბაინებსაც იყენებენ.
მაგალითად, დიდი ბრიტანეთში, პოლონეთისგან განსხვავებით, ჟოლო გადახურულ პლანტაციებში მოჰყავთ და პროდუქტი ძირითადად ბაზრისათვის სადესერტო ხილადაა განკუთვნილი.
ექსპერტის ინფორმაციით, პოლონელები ძირითადად საზაფხულო და საშემოდგომო ჟოლოს ჯიშების ღია გრუნტზე მოყვანას ანიჭებენ უპირატესობას, ბოლო წლებში მათ შეძლეს დანახარჯებზე მეტი შემოსავალი მიეღოთ. საყურადღებოა ისიც, რომ დახურულ პლანტაციების ჟოლოს წარმოების შემთხვევაში შედეგი რამდენადმე უკეთესი იყო.
ექსპერტები პოლონელ ფერმერებს მიანიშნებენ პლანტაციების წარმადობისა და მოსავლიანობის გაზრდისკენ, უფრო მეტად სადესერტო კენკრის ბაზარზე ორიენტირებისკენ, მათშორის დახურული პლანტაციების და ახალი ჯიშების გაშენებისკენ, რაც კენკრის მაღალ ხარისხს და შედარებით უხვი მოსავლის მიღების უფრო მეტ გარანტიას იძლევა.
შავი მოცხარი
პოლონეთი მსოფლიოში შავი მოცხარის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.
საშუალოდ 2012-2016 წლებში ქვეყანაში 134 ათასი ტონა შავი მოცხარი მოიკრიფა, რომლის უმეტესი ნაწილი, გადასამუშავებლად იყო განკუთვნილი, სხვა ევროპელი მცირე მწარმოებლებისგან (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ნიდერლანდები) განსხვავებით, სადაც უპირატესობას კენკრის სადესერტო ბაზრისათვის მოყვანას ანიჭებენ. აქ სადესერტო ბაზარზე გასატანი მოცხარი მთლიანად დახურულ პლანტაციებში მოჰყავთ.
პოლონელი ფერმერების მოცხარის პლანტაციები ძირითადად მცირე ფართობებად არის დანაწევრებული მცირე ფართობებად, სადაც უმეტესად ტრადიციული ჯიშებია გაშენებული.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების და მოსავლიანობის გაზრდის მიუხედავად ბოლო წლებში პოლონეთში ფასების სიმცირის გამო მოცხარის წარმოება მომგებიანი არ იყო.
ვითარების გამოსასწორებლად დოქტორი პაშკო ფერმერებს რეკომენდაციას უწევს, გაზარდონ სადესერტო შავი მოცხარის წარმოება, რომლის ექსპორტირება შესაძლებელი იქნება იმ ქვეყნებში, სადაც ცხორების დონე პოლონეთთან შედარებით მაღალია.
წყარო: ogrodnictwo.expert