ქართულ ბანკებს გირაოში 17 მლრდ ლარამდე ღირებულების მიწის ნაკვეთები აქვთ ჩადებული
ქართულ ბანკებში გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული მიწის ნაკვეთების (შენობის გარეშე) აქტივების მოცულობა 16.889 მლრდ ლარს შეადგენს. აქედან თითქმის 71% მხოლოდ 2 კომერციულ ბანკზე მოდის.
კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2025 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით გირაოში ყველაზე მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთები „თიბისი ბანკზე“ მოდის, მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი“, ხუთეულში შედიან „ლიბერთი“, „ბაზისბანკი“ და „ქართუ ბანკი“.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, 2025 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული მიწის ნაკვეთების (შენობების გარეშე) აქტივების ღირებულებას: (წყარო: კომერციული ბანკების ანგარიშგებები):
- „თიბისი ბანკი“ – 7.044 მლრდ ლარი;
- „საქართველოს ბანკი“ – 4.881 მლრდ ლარი;
- „ლიბერთი“ – 1.770 მლრდ ლარი;
- „ბაზისბანკი“ – 872.752 მლნ ლარი;
- „ქართუ ბანკი“ – 657.220 მლნ ლარი;
- „ტერა ბანკი“ – 418.042 მლნ ლარი;
- „კრედო ბანკი“ – 347.153 მლნ ლარი;
- „ხალიკ ბანკი“ – 279.762 მლნ ლარი;
- „პროკრედიტ ბანკი“ – 258.342 მლნ ლარი;
- „ზირაათ ბანკი“ – 112.020 მლნ ლარი;
- „პაშა ბანკი“ – 87.288 მლნ ლარი;
- „იშ ბანკი საქართველო“ – 81.357 მლნ ლარი;
- „სილქ ბანკი“ – 40.655 მლნ ლარი;
- „ვითიბი ბანკი“ – 39.091 მლნ ლარი.
წყარო: https://www.bpn.ge

