აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობა

ქართული აბრეშუმის კვალი და მისი აღორძინების შესაძლებლობა

საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა აბრეშუმის წარმოებაში. ქართული აბრეშუმი მაღალი ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩეოდა და ევროპაში ჩინურ აბრეშუმზე მეტად ფასობდა.
მეაბრეშუმეობის ინდუსტრია განსაკუთრებით განვითარდა საბჭოთა პერიოდში, თუმცა პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების გამო დაიშალა. დღეს, საერთაშორისო ბაზარზე აბრეშუმზე მოთხოვნა კვლავ იზრდება, რაც საქართველოსთვის დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს.

ქვეყნის მეაბრეშუმეობის მდიდარი ისტორია, ადგილობრივი თუთის უნიკალური ჯიშები და თბილისის აბრეშუმის მუზეუმი მნიშვნელოვანი რესურსებია ამ ინდუსტრიის აღორძინებისთვის.

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ისტორია გვიჩვენებს, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველო უმნიშვნელოვანესი როლი ასრულებდა აბრეშუმის წარმოებაში. ცნობილია, რომ საფრანგეთის მეფე ჟან კეთილს (1319-1364), ლონდონში ტყვეობისას ეძინა ქართული აბრეშუმის ზეწრებში, რომელიც ევროპაში ჩინურ აბრეშუმზე მეტად ფასობდა. მარკო პოლოც თავის ჩანაწერებში აღნიშნავს: „საქართველოში ბევრია ოქროქსოვილი აბრეშუმი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ“.

საქართველოს ოქროს ხანა დასავლეთ ევროპაში სწორედ ქართული აბრეშუმის ოქროქსოვილებით იყო წარმოდგენილი. მე-13 საუკუნის დასაწყისში ცნობილი გერმანული რომანი „პარციფალი“ ასახავს იმ დროინდელ საქართველოს, აღწერს კავკასიის „ოქროს მთებს“, უძვირფასეს აბრეშუმსა და ოქროქსოვილებს.

თამარ მეფის ისტორიკოსის მიხედვით, ევროპელები მის ქებას უძღვნიდნენ თავიანთ მელექსეობას. ცნობისთვის, როგორც ქართული ფუტკარი გამოირჩევა განსაკუთრებული თვისებებით, ისეა ქართული აბრეშუმის ჭიაც. ქართული აბრეშუმი არის უფრო მტკიცე და გამძლე, ნაკლებად იკუჭება.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე აწარმოებდა საქართველო არაჩვეულებრივ აბრეშუმს. დამოუკიდებლობის შემდეგ აბრეშუმის წარმოებაც მოისპო. ჩვენს ხელისუფლებას რომ ჭკუა ქონდეს, სწორედ ეს ინდუსტრია უნდა ააღორძინოს! საქართველო დამოუკიდებლობამდე მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იყო აბრეშუმის წარმოების რაოდენობით. აბრეშუმის წარმოებას, იგივე მეაბრეშუმეობას საქართველოში, ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს იწყება, რომელმაც არა მხოლოდ დააარსა თბილისი , არამედ ინდოეთიდან შემოიტანა აბრეშუმი (და აბრეშუმის ჭია).

ქართული აბრეშუმის განსაკუთრებული თვისებები საუკუნეების განმავლობაში განაპირობებდა მის მაღალი ხარისხს. როგორც ქართული ფუტკარი გამოირჩევა განსაკუთრებული თვისებებით, ასევეა ქართული აბრეშუმის ჭიაც. ქართული აბრეშუმი უფრო მტკიცე და გამძლეა, ნაკლებად იკუჭება. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე საქართველო აწარმოებდა მაღალი ხარისხის აბრეშუმს. დამოუკიდებლობის შემდეგ ეს ინდუსტრია დაიშალა, თუმცა მისი აღდგენა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. საბჭოთა პერიოდში საქართველო აბრეშუმის წარმოებით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იყო.

მეაბრეშუმეობა ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს დაიწყო, რომელმაც ინდოეთიდან შემოიტანა აბრეშუმის წარმოების ტექნოლოგია. 1960-იან წლებში ქართული აბრეშუმის ინდუსტრია ზენიტში იყო, წლიურად 4-4.5 ათასი ტონა აბრეშუმი იწარმოებოდა, ხოლო მიღებული მოგება 15.5-16.5 მილიონ რუბლს შეადგენდა. საქართველოში 120 ათასი ოჯახი დასაქმებული იყო აბრეშუმის წარმოებაში. თუმცა, 1969 წელს მიკოპლაზმის ეპიდემიამ თუთის ხეების დიდი ნაწილი მოსპო, რაც ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა აღმოჩნდა.

საბოლოო დარტყმა საბჭოთა კავშირის დაშლამ, ბაზრების დაკარგვამ და ქაოსმა მიაყენა. დღეს მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ბაზარი კვლავ ფართოვდება. ჩინეთი და ინდოეთი ამ დარგში ლიდერობენ, თუმცა ახალი ქვეყნები, მათ შორის უზბეკეთი, ბრაზილია, ბულგარეთი და ეგვიპტე, აქტიურად ჩაერთნენ აბრეშუმის წარმოებაში. აბრეშუმი ეკოლოგიურად სუფთა, ძვირფასი ქსოვილია, რომლის მოთხოვნაც მუდმივად იზრდება. ეს ინდუსტრია საქართველოსთვის კვლავ სარფიან შესაძლებლობად შეიძლება იქცეს.

თბილისის აბრეშუმის მუზეუმი ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის და დღემდე ინახავს მეაბრეშუმეობის მდიდარ ისტორიას. მუზეუმში დაცულია 9063 ექსპონატი, მათ შორის უნიკალური აბრეშუმის პარკების კოლექცია, ბიოლოგიური და ბოტანიკური ნიმუშები, ქსოვილების არქივი და წიგნები. ამ მუზეუმს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს აბრეშუმის წარმოების აღორძინებაში. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად აბრეშუმის წარმოება გამარტივდა, თუმცა თუთის ფოთოლი კვლავ შეუცვლელ ინგრედიენტად რჩება.

ქართველმა სელექციონერებმა შექმნეს ქართული თუთის მაღალპროდუქტიული ჯიშები, მათ შორის „თბილისური“, რომელიც დედაქალაქში ფართოდ დაირგო. დღეს აბრეშუმის წარმოების აღორძინება არა მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნებოდა, არამედ საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობასაც დაუბრუნებდა თავის ღირსეულ ადგილს მსოფლიო ბაზარზე.

დასკვნა

ქართული აბრეშუმის წარმოების აღდგენა არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, არამედ ხელს შეუწყობს ეროვნული მემკვიდრეობის დაცვას და განვითარებას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელია მეაბრეშუმეობის ინდუსტრიის ხელახალი გახსნა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საქართველოს მსოფლიო ბაზარზე ღირსეული პოზიციის დაბრუნება. სწორად დაგეგმილი ინვესტიციებისა და სახელმწიფო მხარდაჭერის პირობებში, აბრეშუმის წარმოება შეიძლება გახდეს ქვეყნის ერთ-ერთი ეკონომიკური საყრდენი.

Resume
For centuries, Georgia was one of the leading countries in silk production. Georgian silk was distinguished by its high quality and durability, often valued more than Chinese silk in Europe. The silk industry flourished particularly during the Soviet era but collapsed due to political and economic changes. Today, the demand for silk in the international market continues to grow, presenting a significant opportunity for Georgia. The country’s rich silk heritage, unique local mulberry varieties, and the Tbilisi Silk Museum serve as valuable resources for the industry’s revival.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. რაც არ გკლავს, გაძლიერებს: ქართული აბრეშუმი, ISET ეკონომისტი ოქტომბერი, 2015 ერიკ ლივნი,ია კაცია
2. saqarTvelos soflis meurneobis mecnierebaTa akademia giorgi nikoleiSvili, elguja SafaqiZe meabreSumeoba – Savi, kaspiis zRvebis da centraluri aziis regionis qveynebis (BACSA) saerTo sazrunavia , თბილისი 2014წ, მონოგრაფია
3. ნ. აბესაძე, აბრეშუმის ქსოვილის დამზადების ისტორიისათვის საქართველოში, მსე. ტ.V, 1963. ლ. მ.

ნინო ბჟალავა,
მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის დოქტორი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
nino.bzhalava@gtu.ge