აგროსიახლეები

ქართული ღვინო ამერიკულ სუპერმარკეტებში – ივნისში 16 დეგუსტაცია გაიმართა

ნიუ-იორკისა და კონექტიკუტის შტატებში, ადგილობრივ სუპერმარკეტების ქსელებში, ივნისში ქართული ღვინის 16 დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და პარტნიორი ამერიკული კომპანიის “CORUS SYSTEMS INC.” ორგანიზებით ჩატარდა.

დეგუსტაციებზე წარმოდგენილი იყო სამი ქართული მარნის ხუთი სახეობის ღვინო.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციაც, სადაც სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და თანამედროვე მეღვინეობის მქონე ქვეყნის შესახებ.

კამპანიის მიზანია ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება, გაყიდვების ზრდა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. ამერიკის შეერთებული შტატები ქართულ ღვინისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს.

ღვინის ეროვნული სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში. ორგანიზდება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისთვისა და ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდას.

ამასთან ერთად, ქართული ღვინო რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში. მედიის, სომელიეების და დისტრიბუციის სფეროს წარმომადგენლებისთვის კი იმართება საგნობრივი ტურები საქართველოში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობასა და მის დამკვიდრებას ამერიკულ ბაზარზე.