აგროსიახლეები

ქართული წარმოების ახალი ეტაპი: ბაზრის ხელმისაწვდომობა და ფასების ოპტიმიზაცია

საქართველოს მთავრობა ადგილობრივი აგროსამრეწველო სექტორის გაძლიერების მიზნით ახალ ინიციატივებს ახორციელებს.
პროცესის მთავარი მიზანი ადგილობრივი ნაწარმისთვის „მწვანე დერეფნის“ შექმნა  და მსხვილ სავაჭრო ქსელებში და ფასების სტაბილიზაციაა, რაც გაზრდილი ფასები გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია.

საკითხის აქტუალობის გამო ბოლო პერიოდში მთავრობის წევრებმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს სურსათის ექსპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან. ამ ჭრილში განიხილებოდა სამუშაო შეხვედრა, სადაც პირდაპირი დიალოგი შედგა  ადგილობრივი აგროსამრეწველო სექტორის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის:

როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი აღნიშნავს _ „განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი: პირველ რიგში, არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ასევე, ორგანიზებულ ქსელებში ქართული წარმოების აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ შესაძლებლობას, რომელიც აქვთ ადგილობრივ მწარმოებლებს  ერთმხრივ, გაიზარდოს აგროსასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოება და, მეორე მხრივ, მოხდეს ფასების კლება, რაც, ჯამში, აუცილებლად აისახება პოზიტიურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე“..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ ქართველ მწარმოებლებთან  შეხვედრაზე აღნიშნა, პირველადი ინფორმაციით, ბაზარზე არსებული „თამაშის წესები“ გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს, უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადო რეალიზაცია ქართულ ქსელურ მარკეტებში. კომისიის სხდომას ადგილობრივი წარმოების 25 წარმომადგენელი ესწრებოდა.

პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს პროგრამას შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც მწარმოებლებს ტექნიკურ გადაიარაღებაში ეხმარება. მიმდინარე მონაცემებით, ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირისა და ყურის ქვეყნების ბაზრებზე მზარდ დინამიკას აჩვენებს, თუმცა შიდა ბაზარზე ფასების დაბალანსება პრიორიტეტად რჩება.

ექსპერტების შეფასებით, ფასების კლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია:

  • ლოჯისტიკური ხარჯების შემცირება: სამაცივრე მეურნეობების და სასაწყობო ინფრასტრუქტურის განვითარება.
  • სამართლიანი ვაჭრობის პრინციპები: რითეილ სექტორსა (სუპერმარკეტები) და მომწოდებლებს შორის ურთიერთობების რეგულირება, რათა გამოირიცხოს დამატებითი ფარული გადასახადები.

სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაწყებული აქტიური კომუნიკაცია მიანიშნებს იმაზე, რომ უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ქართულ პროდუქციას სუპერმარკეტების დახლებზე მეტ პრიორიტეტს მიანიჭებს. ეს კი, წარმოების მასშტაბების ზრდასთან ერთად, შექმნის მყარ საფუძველს ფასების ეტაპობრივი კლებისთვის, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ისე თითოეულ მომხმარებელს.