აგროსიახლეები

„ქართული ზეითუნის ზეთი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა“

ზეთისხილის მსოფლიო საბჭოს (IOC) პრეზიდენტისა და კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებლის გიორგი სვანიძის თქმით, მადრიდში გამართულ ზეთისხილის საერთაშორისო სამიტზე ქართული წარმოების ზეთისხილის ზეთი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად დასახელდა. ამის შესახებ მან გადაცემა „Forbes კვირაში“ ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოსთვის და ზეთისხილის სექტორისთვის ეს დიდი აღიარებაა.
„მადრიდში რამდენიმე დღის წინ გამართულ ზეთისხილის საერთაშორისო სამიტზე წარმოდგენილი 47 ქვეყნიდან, საქართველოში წარმოებულმა ზეთისხილის ზეთმა საუკეთესოთა შორის დაიკავა ადგილი.

ზეითუნის ზეთის Extra Virgin კატეგორიაში საქართველოში წარმოებულმა ზეთმა ძალიან მაღალი შეფასება მიიღო და მაშინვე პრემიუმ კატეგორიაში მოხვდა. როდესაც ზეთისხილის მწარმოებელ 3 საუკეთესო ქვეყანას ასახელებენ – იტალიას, ესპანეთს, საბერძნეთს, მათთან ერთად მოიხსენიება საქართველო. ეს კი იმას გვაძლევს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქსელში, როდესაც ზეითუნის მომხმარებელი ნებისმიერი სხვა ქვეყანა როცა გაიგებს რომ ქართული ბრენდის ზეითუნის ზეთია, მას, როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, ისე ხვდება და შესაბამის ფასს იხდიან. ამისთვის 10 წელი დაგვჭირდა და ეს დიდი წარმატებაა“, – განაცხადა სვანიძემ.

ზეთისხილის მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტის ინფორმაციით, საქართველო „ზეთისხილის მსოფლიო საბჭოს“ წევრი 2020 წელს გახდა, და შემდეგ პრეზიდენტობა ჩაიბარა. ორგანიზაციის წევრობა და ასეთი აღიარება კი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან სასარგებლოა.

„60 წლის განმავლობაში გაეროს და ესპანეთის მიერ იყო დაარსებული ეს საბჭო, არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტობის ვადა მეორე ვადით გაეგრძელებინოთ. ახლა კიდევ საუბრობენ, რომ საქართველო კიდევ გააგრძელებს კერძო სექტორის მართვას. ჩვენი ორგანიზაცია მსოფლიო ქსელური ზეთისხილის ვაჭრობის 74% აკონტროლებს და მსოფლიო მოსავლიანობის 97%-ს მართავს. ამ ორგანიზაციაში პრემიუმ კლასში რომ ხვდები, ძალიან დიდი მიღწევაა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ეკონომიკისთვის. საქართველო იტალიის და ესპანეთის შემდეგ მსოფლიოში ზეთისხილის მესამე ჰაბად განიხილება. ამ პრემიუმ კლასმა, ჩვენმა ჰაერმა, მიწამ, ჩვენმა შრომამ ისეთი საფუძველი მისცა დანარჩენ ინვესტორებს, რომ საქართველოში ჩამოსვლით და წარმოებით ინტერესდებიან“, – განაცხადა სვანიძემ.

მან აღნიშნა, რომ თუ მის პრეზიდენტობამდე ორგანიზაციაში ახალი ქვეყნის დამატებაზე მუშაობა 3-4 წელი გრძელდებოდა, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ზეთისხილი მსოფლიო საბჭოში 3-4 ქვეყანა გაერთიანდა, რაც დიდი მიღწევაა.