დარგებიმემცენარეობა

ქართული ხორბალი _ შავფხა, დიკა თეთრი, ახალციხის წითელი დოლი (მესხური)

შავფხა Tr. du­rum   Desf.   Var. apu­li­cum Corn.– თავთავი წითელი, შებუსული, ფხები შავი, თავთავი ძირითადად ცილინდული, 6-8 სმ სიგრძის. საკმაოდ მკვრივი. ფხები თავთავზე გრძელი და თავთავის პარალელურად განწყობილი, სიმწიფის სტადიაში თავთავებს დახრილობა ახასიათებთ. თავთუნის კილები საკმაოდ მსხვილი, წაგრძელებულია, მხარი სუსტად გამოსახული, მარცვალი ოვალურ წაგრძელებულია და მსხვილი, 1000 მარცვლის მასა 35-50 გრამია, ზოგჯერ 55 გრამს აღწევს. რქისებრია. მაღალი ნატურით ხასიათდება – 700-800 გრამს აღწევს მჭიდროდ არის მოთავსებული კილებში და ცვენადობა არ ახასიათებს. ღერო მსხვილი და მაღალი (110-140სმ) ჩაწოლისადმი გამძლე არ არის. დაავადების მიმართ საკმაო გამძლეობით ხასიათდება.

დიკა თეთრი. Tr. aes­ti­vum L. – გავრცელებული იყო საქართველოს მთიან რეგიონში ძირითადად 1000-1200 მ. სიმაღლეზე.  თავთვი თეთრი, შეუბუსავი, ფხები თეთრი, თავთავის ღერო¬კი მოქნილი ელასტიური. მარცვალი წითელი, მცენარე 110-120 სმ. სიმაღლის. თავთავის სიგრძე 10-14 სმ. თავთავში მარცვლების რაოდენობა 38-44.  1000 მარცვლის მასა 35-40 გრ. უფრო ხშირად მინისებრი. გამძლეა დაავადებების მიმართ.

ახალციხის წითელი დოლი (მესხური) Tr. aes­ti­vum L. – დოლის ეს პოპულაცია გავრცელებულია მესხეთ-ჯავახეთში, მთიან ზონაში ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. სიცივის ამტანი, გვალვაგამძლე, საშუალო მოსავლიანობის ჯიშია (2,5-3,2 ტ/ჰა).

მარცვალი წითელია, წაგრძელებული ოვალური ფორმის და რქისებრი კონსისტენციის. 1000 მარცვლის მასა 32-40 გრამია. ხასიათდება მარცვალში ცილის მაღალიშემცველობით (18,8%). მისი ფქვილისგან  გემრიელი და ყუათიანი პური ცხვება.