ქაცვის მოსავლის აღება გაყინვით
ფერმერულ მეურნეობაში „ნეჟინ აგროინვესტი“, ქაცვის მოსავლის აღების მიზნით, ნაყოფიან ტოტებს ჭრიან და შოკური გაყინვის შემდეგ, სპეციალური მექანიზმების გამოყენებით, ნაყოფს ტოტებიდან აცლიან. ამის შესახებ ინფორმაციას agrotimes.ua ავრცელებს.
„ნეჟინ აგროინვესტს“ ქაცვი დაახლოებით 10 ჰექტარზე აქვს გაშენებული. ძირითადი ჯიშების „ჩუისკაიას“, „იანტარნაიას“, „გიგანტის“, „კლარის“ გარდა, შარშან ჯიში „ლეიკორაც“ დარგო.
„ქაცვის დარგვის იდეა ჩეხმა პარტნიორმა მოგვაწოდა – აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა ანდრეი ბელიმ. – იმ დროს, ქაცვი უკრაინაში არც თუ ისე პოპულარული იყო, ევროპაში კი საკმაოდ მოთხოვნადი კულტურაა. იმისთვის, რომ დიდი სასაქონლო პარტია შევქმნათ, პროდუქციის ნაწილს ჩვენი პარტნიორებისგან „დარი ჩერნიგოვშინის“ ფერმერებისგან ვიღებთ.“
ფერმერმა ასევე აღნიშნა, რომ ქაცვი ადვილად მოსაშენებელია, მდგრადია მავნებლებისა და დაავადებების მიმართ, თუმცა, ნაყოფი საკმაოდ მცირეა და მოსავლის აღება ძვირი ჯდება. მაგრამ გაყინული ნაყოფის გაყიდვების დროს, ამ პროცესის მექანიზაციაა შესაძლებელია.
„ქაცვის მოსავლის აღებას ნაყოფიანი ტოტების მოჭრით ვიწყებთ, ამბობს ანდრეი ბელი. – ეს მცენარისთვის უვნებელია, პირიქით, ასეთი გასხვლა ახალგაზრდა ყლორტების ზრდას ასტიმულირებს. შემდეგ ამ ტოტების შოკური გაყინვა ხდება და ბოლოს სპეციალური მექანიზმების გამოყენებით, ტოტებიდან ნაყოფს ვაცლით.
ზოგადად, ვცდილობთ კენკრის ზრდისა და გადამუშავების პროცესი მაქსიმალურად მექანიზირებული გავხადოთ. რაც უფრო ნაკლებია ადამიანური შრომის პროცენტი, მით უფრო ნაკლები გამოდის პროდუქტის თვითღირებულება. მაგალითად, ახლა მოსავლის ასაღებად დაახლოებით 30 მუშა გვჭირდება, მაგრამ გვინდა რომ ეს თანხა, შრომის მაქსიმალური მექანიზაციის გზით, მნიშვნელოვნად შემცირდეს.
საშუალოდ, ჩვენ თითო ჰექტარზე 8-10 ტონა მარწყვის, 10-15 ტონა ქაცვის და 18 ტონამდე ჟოლოს მოსავალს ვიღებთ“.
რამდენიმე წლის წინ კომპანიამ თანამედროვე შოკური გაყინვის საწარმო ააშენა და ამ ტექნოლოგიის გამოყენებით იღებს პროდუქტებს, რომლებიც ძალიან კარგი მახასიათებლებით გამოირჩევა.
EastFruit-ის მიხედვით.