ყვარელში, სოფელ საბუეში ფიქალების სარწყავი არხი იწმინდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, სარწყავი არხი „ფიქალები“-ის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის მიხედვით არხის 3000 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაგროვილი გრუნტისა და ნალექის ამოღება მიმდინარეობს, რაც სისტემის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს.
დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება არხის გამტარუნარიანობა, რაც ხელს შეუწყობს სარწყავი წყლის შეუფერხებლად მიწოდებას. აღნიშნული არხით სარგებლობენ 30 ჰექტარ ფართობზე განთავსებული, როგორც საკარმიდამო ნაკვეთების მფლობელები, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულებით მოსარგებლე ფერმერბი.
სამუშაოები მიმდინარე თვეში დაიწო და 15 მარტს დასრულდება.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისა და ფერმერებისთვის, რადგან არხებში გაზრდილი გამტარუნარიანობა და სისტემის გამართულობა ხელს შეუწყობს მიწის ეფექტიან დამუშავებას და მოსავლიანობის ზრდას.

