ყველაზე ეფექტიანი ექვსი ნოვაცია, რომელმაც თანამედროვე სოფლის მეურნეობაში რევოლუცია მოახდინა
ბოლო წლებში სოფლის მეურნეობამ უზარმაზარი პროგრესი განიცადა მსოფლიოში. ამის მთავარი განმაპირობებელი დარგში დანერგილი ნოვაციებია, რომლებმაც მთლიანად გარდაქმნეს სოფლის მეურნეობის ინდუსტრია და ის უფრო მდგრადი და ეფექტიანი გახადეს.
ფერმერები ითვისებენ მეცნიერების მიერ შეთავაზებულ ნოვაციებს და მათ თავიანთი მეურნეობების ეფექტიანად მართვისთვის იყენებენ.
დღეს ჩვენ გაგაცნობთ ბოლო პერიოდის ექვს ყველაზე ეფექტიან ინოვაციას, რომლებმაც სოფლის მეურნეობის ეფექტიანობაში რევოლუცია მოახდინა.
1.ავტომატიზებული ფერმერული მეურნეობები
ფერმები ავტომატიზაციის ტექნოლოგიებით უკვე მერამდენე წელიწადია სოფლის მეურნეობაში თამაშის წესებს ცვლიან.
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის სატელიტური მართვის ავტომატიზებული ტექნოლოგიები: თვითმართვადი ტრაქტორები, კომბაინები და სხვა აღჭურვილობა, რაც შესაძლებელს ხდის ადამიანის/ოპერატორის გარეშე დამოუკიდებლად შეასრულოს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაო: დახნას, დათესოს, სასუქი შეიტანოს, აღმოაჩინოს და აანადგუროს სარეველები თუ მავნებლები, მნიშვნელოვნად დაზოგოს ფერმერის დრო და ხარჯები.
თანამედროვე ავტონომიური მართვის სისტემით აღჭურვილი ტრაქტორები ამ მაღალი დონის ნოვაციის შესანიშნავი მაგალითია, რომელიც ძალზე ენერგოეფექტურია, მუშაობს ზუსტად და ათავისუფლებს ფერმერს მძიმე, დამღლელი სამუშაოსგან.
ლაზერული საფრთხობელები ასევე ბოლო ნოვაციაა, რასაც ფერმერები მარცვლეულის სავარგულების ფრინველებისგან დასაცავად იყენებენ.
ეს ტექნოლოგია ბევრად უფრო ეფექტიანია ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, რადგან ფერმერი დიდი ძალისხმევისა და დანახარჯების გარეშე უზრუნველყოფს მარცვლეულის ნათესების ვრცელ ფართობებზე დაცვას, რაც ადრე არსებული ტექნოლოგიებით არცთუ იოლი საქმე იყო.
2. ზუსტი სოფლის მეურნეობა
ზუსტი სოფლის მეურნეობა აგრარული სფეროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნოვაციაა, რომელიც ფერმერული მეურნეობის სამართავად ისეთ ტექნოლოგიებს იყენებს, როგორებიცაა სატელიტური რუკები ან საჰაერო სკანირებები, ნიადაგის და მცენარის მინერალებით და ტენით უზრუნველყოფის მონიტორინგის სენსორული ხელსაწყოები, რაც ფერმერს სხვადასხვა სასუქების, ქიმიური თუ ბიოლოგიური პრეპარატების ოპტიმიზების საშუალებას აძლევს.
აღნიშნული ტექნოლოგია მწარმოებლებს ეხმარება, ზუსტად განსაზღვროს სავარგულის კონკრეტული არეალი, სად იჩინა თავი და ზუსტად განსაზღვროს რამ გამოიწვია პრობლემა, რათა დროულად მიიღოს ზომები და გამოიყენოს საჭირო რაოდენობის ჰერბიციდი, ინსექტიციდი, წყალი თუ სასუქი.
ზუსტი სოფლის მეურნეობა ნოვაციაა, რომელიც ეხმარება ფერმერებს დაზოგოს ენერგია, ხარჯი, დამხმარე მასალები გაზარდოს მოსავლიანობა და მოწეული პროდუქციის ხარისხი, ნაკლებად დააზიანოს გარემო, ნიადაგი, მიიღოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, დაზოგოს წყალი და სხვა…
დახურული ტიპის ვერტიკალური სოფლის მეურნეობა დახურულ სივრცეში, შენობაში ვერტიკალური სოფლის მეურნეობა ინოვაციური კონცეფცია, რომელიც ნიადაგის გარეშე შენობაში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების შესაძლებლობას ქმნის.
კონცეფციის მიზანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის გამოყენებული სივრცის დაზოგვა, წყლის მოხმარების შემცირება, მოსავლიანობის მაქსიმალურად გაზრდა, ხარჯების შემცირება, მეტი სასურსათო პროდუქციის წარმოება და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების უზრუნველყოფა.
დახურული ტიპის სოფლის მეურნეობის წარმოებისას ფერმერებს შეუძლიათ გააკონტროლონ გარემო, შექმნან უსეზონო სოფლის მეურნეობის წარმოების უწყვეტი ციკლი მთელი წლის განმავლობაში;
ეს ტექნოლოგია ძალიან ღირებულია ცივი კლიმატისა და მცირემიწიანობის პირობებში.
ჰიდროპონიკა და აეროპონიკა დახურული ტიპის ვერტიკალური სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიაში დამატებითი ინოვაციაა, რომელიც მოსავლის მოსაყვანად საკვები ნივთიერებებით გამდიდრებულ წყალს იყენებს.
ეს მეთოდი გამორიცხავს ნიადაგის ეროზიას, მნიშვნელოვნად ზოგავს გამოყენებული წყლის მოცულობას, ხელს უშლის გარემოს საშიში ნარჩენებით, მათ შორის ქიმიკატებით, გაჭუჭყიანებული წყლით დაბინძურებას.
4. ფუტკრის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის
მეფუტკრეობის ტექნოლოგია თანდათან პოპულარული ხდება ფერმერებში, რომლებიც მებაღეობას და მემცენარეობას მისდევენ. პროცესი მოიცავს ფუტკრების გამოყენებას ბიოლოგიური კონტროლის, სოკოების და ბაქტერიების უშუალოდ მცენარეების დამტვერვის ეფექტიანობის გასაზრდელად.
ინოვაცია საშუალებას აძლევს ფერმერებს, დაიცვან თავიანთი ბაღები და გაზარდონ დამტვერვის მაჩვენებელი. ამას გარდა, ის აუმჯობესებს მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას, ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის მიერ გარემოში ნახშირბადის გამოყოფის შემცირებას, რაც თანამედროვე სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი მხარეა.
5. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნოვაციები
კიდევ ერთი ნოვაცია, რომელიც თანამედროვე აგრობიზნესის მართვაზე უარყოფითად აისახება. სოფლის მეურნეობაში გამოყენებული დაბინძურებული (ნიადაგში, მდინარეებში, ტბებში) ჩამდინარე წყლების გაწმენდაა.
თანამედროვე განვითარებული სოფლის მეურნეობისთვის გამოყენებული წყლის გაწმენდა ძალზე დიდი პრობლემაა, რადგან ის ჭარბად შეიცავს მომწამვლელ და სხვა არასასურველ ორგანულ თუ ქიმიურ ნივთიერებებს, რამაც შეიძლება დააზიანოს ნიადაგი, ნათესები, დააბინძუროს მდინარეები და წყალსატევები.
ამ პრობლემის გადასაჭრელად ფერმის მენეჯერები განიხილავენ ჩამდინარე წყლების დახურული გამწმენდი სისტემების გამოყენებას. ეს ტექნოლოგია ჩამდინარე წყლების ადგილზევე გადამუშავების და კვლავ სოფლის მეურნეობაში გამოყენების საშუალებას იძლევა.
ნოვაცია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშრალი რეგიონის მეურნეობებში, რაც ხელს უწყობს მტკნარი წყლის რესურსების და მასზე გაწეული ხარჯების დაზოგვას, ხელს უწყობს და ეხმარება აგრარული მეურნეობის მომგებიანობის ზრდას.
6. დრონებისადა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება
დრონები და ხელოვნური ინტელექტი მოსავლის მონიტორინგსა და დამუშავებას ბევრად უფრო ეფექტიანს ხდის. აგროდრონები და ზუსტი სოფლის მეურნეობა ერთმანეთთან ხელიხელჩაკიდებული ვითარდება.
ხელოვნური ინტელექტი რეალურ დროში აგროვებს და ამუშავებს მონაცემებს, ადგენს მოქმედების დიაპაზონს და სახავს კონკრეტული ვითარების შესაბამისი მოქმედების ვარიანტებს.
მეცნიერებამ მიაღწია იმ დონემდე, რომ დრონებსა და ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მართონ მოწოდებული ინფორმაცია და შეაგროვონ სხვადასხვა კულტურების ფოტო და სხვა მონაცემები, დასვან დაავადების დიაგნოზი და მიუთითონ მავნებლებზე, რომლებიც ამ მცენარეს აზიანებს.
ასეთი დამუშავებული ინფორმაცია ფერმერებს ეხმარება მათ წინაშე წამოჭრილი მწვავე საკითხების ეფექტიანად გადაჭრაში, პრევენციული ზომების სწრაფად მიღებაში, მეურნეობის სწორ მართვაში, რათა მაქსიმალურად გაზარდონ წარმოების ეფექტიანობა, დაზოგონ დრო, ენერგია და ხარჯები.
ეთანხმებით ამ მოსაზრებას, რომ ეს ტექნოლოგიები მართლაც ასეთი ეფექტიანია?
კარგი იქნება თუ ამ ტექნოლოგიების დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც სათანადო ყურადღება მიექცევა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე სოფლის მეურნეობის განვითარება შეუძლებელია.
სასოფლო-სამეურნეო წარმოება და გადამმუშავებელი მრეწველობა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად და ტექნიკურად მოდერნიზებული სფეროა.
მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა.